ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ბიძინა ბარათაშვილი: მაშინ ნახევარი სტადიონი გადავიდა მოედანზე

ბიძინა ბარათაშვილი: მაშინ ნახევარი სტადიონი გადავიდა მოედანზე

"მიეჩვივნენ კლუბები, რომ ეს ფული მაინც იქნება, მინიმუმი ექნებათ არსებობისთვის, ამიტომაც აღარ ფიქრობენ მეტზე"
ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე ძალიან საინტერესოდ, ამომწურავად და ძარღვიანად გველაპარაკა ჩვენი კოლეგა და მეგობარი, ცნობილი ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი. დღეს ქართულ ფეხბურთს მხოლოდ ბოლომდე ნათქვამი სიმართლე და ამ სიმართლეზე დაფუძნებული სწორი, კარგად გათვლილი პრაქტიკული ნაბიჯები თუ გადაარჩენს.

ვფიქრობ, ეს წერილი ყველამ ბოლომდე და დიდი ყურადღებით უნდა წაიკითხოს:

..."ლელოს" ხუთშაბათის ნომერში წავიკითხე თქვენი წერილი და კითხვაზე, რა გვჭირს და როგორ შეიძლება, თუნდაც დროებითი გამოსავალი ვიპოვოთ, იქ არის პასუხი. უნდა დაგეთანხმოთ ბოლომდე და რადგან ჩემი აზრი გაინტერესებთ, შეგვიძლია, განვაზოგადოთ თემები...

ძალიან კარგად ვიცი ჩვენი კლუბების ფინანსური მდგომარეობის თაობაზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება ნორმალური ლეგიონერის ჩამოყვანა თუნდაც სამხრეთ ამერიკიდან. სამხრეთ ამერიკას ვამბობ იმიტომ, რომ უკეთესად ვერკვევი იქაურ ფეხბურთში და ვიცი, რაც ხდება...

თვითონ ქართულმა კლუბებმაც იციან, რომ სამხრეთ ამერიკაში ორ კაპიკად შეიძლება კვალიფიციური ფეხბურთელების პოვნა. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. არის ასეთი მცველი - რონკალია, რომელიც დღეს თამაშობს "სელტაში", მანამდე იყო "ბოკა ხუნიორსში" და ხელფასი რამდენი ჰქონდა იცით? - 1 000 დოლარი!..

არგენტინელების თემა გავაგრძელოთ. ჩვენ დღემდე ვიხსენებთ იმ არგენტინელ ფეხბურთელებს, რამდენიმე წლის წინ "ბორჯომში" რომ თამაშობდნენ - დე პორასი და სებალე. ისინი მართლაც კარგად თამაშობდნენ ჩვენთან, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ არც ერთ მათგანს წამყვან არგენტინულ გუნდში არ უთამაშია. გამოდის, რომ არგენტინის დაბალ ლიგებშიც შესაძლებელია ჩვენთვის გამოსადეგი ფეხბურთელების მოძებნა.

უნდა ავითვისოთ აფრიკული ბაზარიც. იაია ტურეს აგენტი გავიცანი მონტე-კარლოში ყოფნისას. მეექვსე ბინას ყიდულობდა იქ. არადა, იყო დრო, ტურე უკრაინაში, დონეცკის "მეტალურგში" თამაშობდა. ასე ხომ კლუბებიც აშენდებიან, ფეხბურთელებიც და ფეხბურთელების აგენტებიც?! უბრალოდ, სწორად უნდა მოიძებნოს კადრი.

იაფი ფეხბურთელები თავისუფლად შეიძლება მოიძებნონ კარიბის ზღვის ქვეყნებშიც. ამერიკული MLS-ის გუნდებს რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა კლუბში არიან ფეხბურთელები ჰონდურასიდან, გვატემალიდან, იამაიკიდან... აგერ, კარიბის ზღვის ქვეყნების ჩემპიონატი მიდის ახლა და აშშ-მა შინ ძლივს (3:2) მოუგო მარტინიკას...

სამხრეთამერიკულ ქვეყნებში, ხან ერთში და ხან მეორეში, არის ფინანსური კრიზისი და ეს თავისუფლად შეგვიძლია, საჩვენოდ გამოვიყენოთ. ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: კავენაგი, ვინც ახლახან შეეშვა ფეხბურთს, ბოლოს წავიდა კვიპროსში, მაგრამ შეიძლებოდა, საქართველოში ჩამოსულიყო. რა თქმა უნდა, ის ძალიან იაფად არ წამოვიდოდა ჩვენთან, მაგრამ არც ისეთ ანაზღაურებას ითხოვდა, შეუძლებელი რომ ყოფილიყო მისი ჩამოყვანა...

ზოგადად, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი უარს არ ამბობს თავდაპირველად ევროპის ნაკლებად ცნობილ კლუბში თამაშზე, რომელსაც შემდეგ ტრამპლინად გამოიყენებს. ეს მის ინტერესში შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი და მისი ინტერესი ხომ ემთხვევა ერთმანეთს? მილიონი გზა არსებობს ფეხბურთელის გადმობირების. შეიძლება, ათი პროცენტი იყიდო ტრანსფერის, ნაწილობრივ გადაიხადო თანხა და ასე შემდეგ...

მეორე მომენტია ის, რომ ჩვენ არ გვყავს მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები. ერთი და იგივე მწვრთნელები დადიან წრეზე, სხვადასხვა გუნდებში. მე ერთი რამ მაინტერესებს: არსად მათ წარმატება არ აქვთ და როგორ აჰყავთ სხვა გუნდებში?! ასევე არიან ფეხბურთელებიც.

...სტადიონები არ გვაქვსო. მეც ვიცი, რომ "ჩელე არენა" არ არის "მარაკანა", მაგრამ ამ შენს ცუდ სტადიონზე ხომ მაინც უნდა მოიგო?! ეს უპირატესობა ხომ მაინც უნდა გამოიყენო?! კარგი, იმათ აქვთ კარგი სტადიონები და მიუჩვეველი ხარ, ვერ თამაშობ. საკუთარ მოედანზე, სადაც მიჩვეული ხარ, იქ რას აკეთებ?!

17 საათი რომ იმგზავრე და იმიტომ წააგე გასვლაზე, შინ რომ დახვდი დასვენებული და მოწინააღმდეგემ რომ იმგზავრა, როგორღა წააგე ამხელა სხვაობით?!

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის თემა, მაგრამ ეს უცბად ვერ მოგვარდება. ტყუილია, რომ ჩვენი სტადიონების გამო ჩვენთან არავინ ჩამოვა. ჩამოვიყვანოთ, ვინც ჩამოვა და თან ვაშენოთ. არგენტინისა და ბრაზილიის მეორე-მესამე ლიგებში არ აქვთ ფეშენებელური სტადიონები. ის კი არა, იტალიის სერია A-შიც დადგა ბოლო წლებში სტადიონების პრობლემა...

კერძო ინვესტორი უნდა ჰყავდეს ყველა კლუბს. მას სხვანაირად სტკივა, თავისი ჯიბიდან იღებს ფულს. ახლა კი ეს ფული წყალშიც არ იყრება. ჯერ ერთი, ყველა წუწუნებს, არ მიგვიღია რაღაც ნაწილიო და მერე შესატანი გაიზარდა. ისევ იმ ფულიდან ხომ უნდა გადაიხადოს კლუბმა ის შესატანი, რასაც იღებს? გამოდის, რომ შემცირდა დახმარება.

მერე კიდევ - მიეჩვივნენ კლუბები, რომ ეს ფული მაინც იქნება, მინიმუმი ექნებათ არსებობისთვის, ამიტომაც აღარ ფიქრობენ მეტზე.

თვითონ იმაზე საუბარიც კი, რომ ვიღაცამ შეიძლება მოიპაროს სახელმწიფოს ფული, ჩვენი ფული, ძალიან დამთრგუნველია და ერთობ პესიმისტურად განმაწყობს პირადად მე. ეს არც კი უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ ასეთი აზრის არსებობაც კი, არათუ ის, რომ ვიღაცამ მართლა მოიპაროს!

ძალიან ცუდია, როცა 17 წლის ფეხბურთელი უკვე იყიდება. არის კი მზად ის, რომ ითამაშოს საზღვარგარეთ. ჩვენც, ჟურნალისტებმაც უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ამას ჩემს თავზე ვიტყვი და მერე სხვაზე. სადაც უნდა გადავიდეს ფეხბურთელი, ყველაზე კარგს ვწერთ. ესპანეთიდან დანიაში რომ გადავა მოთამაშე, კარგი როგორ არის? ვიღაც შეხედავს, მეტს რომ ითამაშებს და უკეთეს გუნდში წაიყვანსო. თავის მოტყუებაა ეს - დანიის მეორე ლიგიდან ფეხბურთელს ძლიერი გუნდი არ აიყვანს. რა თქმა უნდა, დანიას მხოლოდ პირობითად ვამბობ, თორემ ბევრად უარეს ქვეყნებში მიდიან ჩვენი ფეხბურთელები...

დიდი იმედი მქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის და ეს იმედი ჯერაც არ გადამწურვია. ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი ჯანსაღი ამბიციების მატარებელი ხალხია, მაგრამ თუ არ იქნა შედეგი, არაფერი გამოვა.

გიბრალტარის გუნდმა მოიგო ერთი თამაში. გიბრალტარი ცნობილია ორი რამით - იქ ძალიან ბევრი, ადამიანზე მეტი მაიმუნი ცხოვრობს და კიდევ იმით, რომ თვითმფრინავის ასაფრენი ზოლი აქვთ ძალიან მოკლე და პირდაპირ წყლიდან იჭრებიან ჰაერში, რაც დიდი რისკია. მათაც კი მოიგეს ერთი თამაში, ჩვენ - ვერა. დაუძახეს საზღვართან ახლოს მყოფ ფეხბურთელებს, უფრო ესპანელებს, ლუქსემბურგელებმა - ფრანგებს...

თბილისის "დინამოს" სტადიონზე სულ რამდენჯერმე მოხდა დიდი არეულობა. მათ შორის, ყველას ახსოვს "ზარიასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტი და კიდევ ის, რაც მოხდა "ნეფთჩისთან" თბილისში 1:2 წაგების შემდეგ. ნახევარი სტადიონი გადავიდა მოედანზე... გაგიჟდა ხალხი - "ნეფთჩისთან" წაგება როგორ შეიძლებაო?! ჩემი რამდენიმე ახლობელი დაიჭირეს კიდეც იმ დღეს!..

ახლა 0:5 წავაგეთ და მწვრთნელი ამბობს - ვეცდებით, მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, ამ წაგებიდან დასკვნები გამოვიტანოთო. როგორ უნდა დაივიწყო, "ყარაბაღთან" რომ ასე წააგებ, მე პირადად არ მესმის.

და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი საქმე წასულია და ჩვენ საერთოდ აღარ ვიცით ფეხბურთის თამაში. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ასპარეზობამ ევროპის ჩემპიონატზე გააჩინა გარკვეული ოპტიმიზმი. ამ თაობამ გვიჩვენა, რომ აშკარად შეუძლია, გაგვახაროს. ახლა მთავარია, სწორად განვითარდეს მათი ნიჭი. არ უნდა დავკარგოთ ეს თაობა", - გვითხრა ბიძინა ბარათაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოიკითხეთ ქუთაისის ტორპედოს ბავშვები სად ვარჯიშობენ არ გაინტერესებთ? ყანაში ფეხბურთს ვერ ისწავლი

• gela

ლაპარაკი და სადღეგძელოები ჩვენ ქართველებს არ გვეშლება, მაგრამ ამით საქმე არ კეთთება.

• masa

შეეშვით ამ მუქთახორების ხალხის ფულით კვებას!!! ყველაფერს სწორად აყალიბებს ბიძინა...

• კოტე

რა დონეზეცაა ჩვენი ფეხბურთი, ისევე ერკვევიან ჩვენი ჟურნალისტები საფეხბურთო მენეჯმენტში. ამ ხალხს კიდე რა უხარია ამ ზღაპრებს რომ უსმენს, ვერ ვხვდები - თუ ასე მარტივი და იაფია კვალიფიციური ფეხბურთელების მოყვანა, აგერაა ბიძინას მარჯვენა ხელი სალუქვაძე დინამოში და გააკეთებინოს საქმე. ჯერ არ მინახავს ასეთი ტრანსფერები. ტურეს მაგალითი რომ მოყავს, ჯერ ის დათვალოს, რამდენი აფრიკელი ჩადის ევროპაში და რამდენი რჩება - ათიათასობით ფეხბურთელიდან ვიღაც ერთი რომ გაამართლებს, ეგ არაა მაგალითი, ეგ ცარიელი დემაგოგიაა. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები - ყველა გუნდი კერძო უნდა გახდეს. ოღონდ სახელმწიფო დახმარების გარეშე ვერც კერძოები გახდებიან და ვერც მერე გადარჩებიან. ვინც მინიმუმით დაკმაყოფილდება, გავარდება - ასე ეგონა ჩელებაძესაც, მაგრამ გავარდება და სხვებიც მიყვებიან, ვინც ელემენტარულ დონეზე ვერ დაალაგებს მენეჯმენტს. ამ პრინციპით ბუნებრივად გადაირჩევა კლუბები - ოღონდ ამას წლები ჭირდება, 4-5 სეზონი მაინც. ჩვენთან კიდევ პირველივე წელსვე ევროთასებზე უნდათ ფურორის მოხდენა. ის, რაც ევროთასებზე მოხდა, ბუნებრივია - ლიდერების დაფინანსება შემცირდა, თუმცა ელემენტარული პირობები ყველას აქვს და ჩემპიონატის ზოგადმა დონემ კონკურენციის ხარჯზე აშკარად აიწია. თუმცა კიდევ ვიმეორებ - ლიდერების ხარჯზე არა, სხვა გუნდების ხარჯზე! ასე რომ უყურეთ ეროვნულ ლიგას, იქ მეტ სიამოვნებას მიიღებთ და შეეშვით ამ ევროთასებზე ვიშვიშს - იქ ჩვენ კარგა ხანი ვერაფერს ვერ მოვიგებთ და ვერაფერს სასიამოვნოს ვერ ვნახავთ. ამ აზრს შეეჩვიეთ და განცვიფრებულებიც ნაკლებად იქნებით. პ.ს. როცა თითო გუნდზე დაფინანსების 8 მილიონამდე გაზრდის თავი გვექნება, მერე აღვშფოთდეთ, ყარაბახთან როგორ წავაგეთო, დღევანდელი ფინანსებით რა ლოგიკით უნდა მოითხოვო მოგება?

• Giorgi567

შეწყდეს ქართული კლუბების ბიუჯეტიდან დაფინანსება!!!

• haha

კაი რა. მე მეგონა ერკვეოდა. ბოლს რა მოხია. 19 წლიანები თამაშობენ უკვე მოძველებულ დრომოჭმულ ფეხბურთს. ამას ნახავთ უახლოეს წლებში. მერე იტყვით რა ემართებათო, ქართული მენტალიტეტიო, და ათას ზღაპრებს. სინამდვილეში დასკვნა ეხლა უნდა დაიდოს-ეს იყო დრომოჭმული ტაქტიკით ინდივიდუალურად მოთამაშე გუნდი.

• margali

გოგა, მეგრე ძმებო, 100%! ერთს დავამატებ ოღონ - ზესტას წინაშე დადებული პირობის შესრულებამდე და მის მიმართ საართლიანობის აღდგენამდე არც არაფერი ხეირიანი არგამოუვა ამ სფფს. საკრალური მნიშნელობის საკითხად იქცა ზესტას საკითხი !

• kaxa

არ გაუშვან 24-25 წლამდე კარგი ფეხბურთელები საზღვარგარეთ, მისცენ კარგი ხელფასი და გააკეთონ ნორმალური გუნდები. დინამოზე ვამბობ პირველ რიგში.

• Guadua

ბიძინა 100% სიმართლეს ამბობს, ვერაფერში შეედავები. goga უმაღლეს კი არა, ორივე ლიგაში პრო1 და პრო2-ში უნდა იყოს ყველა კლუბი 2018 წლის სეზონის დასაწყისიდან უპირობოდ კერძო,წინასწარ დაწესებული მინიმალური ოდენობის წლიური ბიუჯეტითკლუბისათვის,ხოლო მესამე ლიგიდან რომელიც გადმოვა მეორეში 2018 წლის რეზულტატის შედეგად, მათ 1 წელი უნდა მიეცეთ დრო რომ კერძო გახდნენ,თუკი კერძო არ არიან გადმოსვლის დროისათვის.

• zura

ყველაფერი იდეალურადაა დაწერილი, სრული სიმართლეა, ბოლო აბზაცის გარდა..

• Gocha Juve

ასე ზუსტად და თვალნათლივ ასახა ბატონმა ბიძინამ ქართული ფეხბურთის პრობლემები! ჩემი სათქმელოიც ზუსტადაა ნათქვამია!

• სიმართლე

დატოვეთ მარტო კერძო კლუბები. მათ გადაეცეს ფულადი პრიზი ვინც ევროტურნირებზე გავა . დანარჩენი ინფრასტრუქტურას მოხმარდეს . გაასხვისეთ კერძო მეპატრონეებზე ან საერთოდ გააუქმეთ ეს ბიუჯეტის ჭამია არა კერძო კლუბები, მათ არავითარი წვლილი არ შეაქვთ ფეხბურთის განვითარებაში , უფრო პირიქით ფეხბურთის დეგრადაციას უწყობენ ხელს ....

• დათო-სიმართლე

ბ.ტ. ბიძინა სიმართლესთან ახლოს ხართ, ოღონდ ბოლომდე არ ამბობთ სათქმელს ... დაუშვებელია სახელმწიფოსა და ბიუჯეტზე ჩამოკიდებული გუნდები ,მათი დაფინანსება კორუფციის წახალისებაა და ხალხის ფულის უმიზნო გაფლანგვაა

• aba baba

დიახ, დიახ: კერძო

• kika

სოციალიზმი არ ამართლებს. კერძო სჯობს ყოველთვის.

• სიმართლე

გუნდებს კერძო საკუთრებაში გადაცემას კობიაშვილი არ დაუშვებს რადგან მერე ხომ ფული აღარ დარჩება მას ჯიბეში ჩასადებად და მის ახლობლებს ხომ გამოუშვებენ ამ გუნდებიდან, კობიაშვილი უნდა გადადგეს და წაიყოლოს მისი კორუმპირებული საძმაკაცო, როგორც ფეხბურთს თამაშობდა ისე გააკეთოს საქმე და ყველაფერი დალაგდება. იმ დონეზე მაინც ავალთ რაც 2003 სელს ვიყავით. წადი ბიძია და ბოროტების სავანეს უყურე ფეხბურთზე ყურებას. როგორ არ გრცხვენია კობიაშვილოოოოოოოოო?

• goga

სქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ კერძო კლუბები უნდა თამაშობდნენ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ამ მილიონების გადაყრას კიდევ სჯობია ბიზნესს შეღავათები დაუწესდეს, ვინც ფეხბურთს დააფინანსებს. და კიდევ. ზესტაფონის საკითხი აუცილებლად გადასაწყვეტია და ძალიან სწრაფად!

• megre

ქართული ფეხბურთის ყველა პრობლემა მოგვარდება როცა კლუბები იქნება კერძო საკუთრებაში, მანამდე ქართული ფეხბურთი იქნება კორუფციის ჭაობში

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

"გიჟდებიან ამ ბიჭზე იტალიაში... საოცარია, ვზივარ რომში ტაქსიში და..." - ბიძინა ბარათაშვილი კვარაცხელიაზე

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ბიძინა ბარათაშვილი: რომან ფიფიასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია

კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

დაფასება: ფეხბურთელიც, პიროვნებაც...

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

PRO & CONTRA:

დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

ბიძინა ბარათაშვილი: ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...