ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. კლასიფიკაციის პირველ ათეულში ცვლილება მხოლოდ ორ ჩოგბურთელს შეეხო. გარბინ მუგურუსამ ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე გამარჯვება მოახერხა და ამის წყალობით სამი ადგილი მოიგო. ახლა, ესპანელი მსოფლიოს მესამე ჩოგანია. ეს პოზიცია მან ყოფილ პირველ ჩოგანს, გერმანელ ანჟელიკ კერბერს წაართვა, რომელიც სამი საფეხურით დაბლა დაეშვა და მეექვსე ადგილზე იმყოფება.

მუგურუსამ ცინცინატის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა და ამ უკანასკნელს კლასიფიკაციაში ლიდერობის მოპოვების საშუალება არ მისცა. ჰალეპი ანალოგიურ სიტუაციაში იყო როლან გაროსზე, როცა ასევე ფინალის მოგება სჭირდებოდა რეიტინგში პირველ ადგილზე გადასასვლელად, მაგრამ წააგო ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან სენსაციურად.

WTA-ის კლასიფიკაციის TOP10 ასე გამოიყურება:

(1). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 390

(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 6 385

(6). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 5 860

(4). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 5 650

(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 5 350

(3). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 5 146

(7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 750

(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 410

(9). ვინუს უილიამსი (აშშ) - 4 216

(10). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 3 855

TOP10-ში ჩოგბურთელებს შორის ქულათა სხვაობა იმდენად მცირეა, რომ "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის - აშშ-ის ღია პირველობის წინ უნიკალური სიტუაციაა შექმნილი. კერძოდ, ნიუ იორკში გასამართ ჩემპიონატზე (28 აგვისტო-10 სექტემბერი) WTA-ის რეიტინგის პირველ ადგილზე პრეტენზიას რვა ჩოგბურთელი განაცხადებს.

თუ აშშ-ის შარშანდელი პირველობის ქულებს გამოვაკლებთ, მაშინ ჩოგბურთელებს ასეთი სასტარტო პოზიცია ექნებათ: ლიდერია სიმონა ჰალეპი (5955), შემდეგ მოდიან - გარბინ მუგურუსა (5790), ელინა სვიტოლინა (5400), კაროლინა პლიშკოვა (5090), კაროლინ ვოზნიაცკი (4570), იოჰანა კონტა (4510), სვეტლანა კუზნეცოვა (4340) და ვინუს უილიამსი (3976).

ამასთან, მეტოქეთა გამოსვლებზე დამოკიდებული არ იქნება პირველი სამი ჩოგბურთელი - ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, მათ გარანტირებული ექნებათ პირველი ადგილი. დანარჩენებს ამა თუ იმ კონკურენტის ნაადრევად გამოვარდნა დასჭირდებათ.

აღვნიშნავთ, რომ თუ პლიშკოვა ფინალამდე ვერ მივა, ლიდერობას ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
ფედერერის იღბლიანი 19 და უილიამსების "რისხვა" მუგურუსა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
ახალი რეიტინგები - ესპანელები დაწინაურდნენ
გარბინ მუგურუსა - სიძლიერით მესამე და ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ჩოგბურთელი [PHOTO]
აშშ-ის ღია: 24-ე პირველი ჩოგანი!
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია