ფოტო: ედო კოჩალიძე

"ბათუმის" სამწვრთნელო შტაბმა "ტიმიშოარა-სარასენსთან" გასამართი პირველი მეოთხედფინალური მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა.

შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა რუმინეთის ჩემპიონი ერთი თვის წინ ბათუმში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 20:17 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ზღვისპირელებს ორრაუნდიან პლეი-ოფში კვლავ "ტიმიშოარა-სარასენსი" ერგოთ და პირველი შეხვედრა 13 იანვარს, ბათუმის "რაგბი არენაზე" 15 საათზე დაიწყება, ხოლო განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში კლუჟში შედგება.

ხაზში ერთი ცვლილებაა და ის ტრავმითაა განპირობებული. შუამარბმა ბექა ურჯუკაშვილმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და მის პოზიციაზე გიორგი გოგიტიძემ გადაინაცვლა, ხოლო გარემარბად მარქაფიდან ნიკა ნინიძე დაწინაურდა, რომელმაც ევროთასების განვლილი ოთხი თამაშიდან ერთი სასტარტოში დაიწყო ("ვიადანასთან"), ხოლო სამჯერ შეცვლაზე შევიდა.

"კონტინენტის ფარზე" დებიუტი ექნება კვაჭ გიორგი თედორაძეს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, ხოლო ბექა მამრიკიშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. ერთი ცვლილებაა შერკინების მეორე ხაზშიც და ამირან მიქაძის ნაცვლად თამაშს არჩილ ალიქაძე იწყებს.

პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის.

კონტინენტის ფარი - მეოთხედფინალი. პირველი მატჩი

13 იანვარი. ბათუმი. „რაგბი არენა“. 15 საათი

ხაზი (ბექები): 15. ბახვა კობახიძე, 14. ნიკა ნინიძე, 13. დავით ტრაპაიძე, 12. გიორგი გოგიტიძე, 11. ალექსანდრე ტუჩაშვილი,10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები): 1. ზურაბ ერისთავი (კაპ.), 2. გიორგი თედორაძე, 3. ტარიელ დონაძე, 4. არჩილ ალიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. ვანო ფუტკარაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი;

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ირაკლი კვანტიძე, 18. შოთა გოგისვანიძე, 19. ამირან მიქაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. დურმიშხან ჯაბნიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. ნუკრი ფერსელიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

პრომეთე
თუ გინდა რომ ნერვები დაგაწყდეს, რაგბი ტვ-ს ტრანსლაციებს უნდა უყურო...
სოსო
სადაა ჩემი პოსტი?და მოაშორეთ ეს კოდი.
სოსო
წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს.მაშინ დანგრეულ დამტვრეულმა ბათუმმა თავი გადადო და უდიდესი ძალისხმევით გაიმარჯვა,მათ ახლაც შეუძლიათ გამარჯვება და ვიცით საამისოთ ყველაფერს გაიღებენ,მაგრამ რა იქნებოდა სხვა კლუბები დახმარებოდნენ და ორი სამი კაცით მაინც გაეძლიერებინათ?ეს ხომ ყველას საერთო ინტერესებშია.თუნდაც ორ თვიანი იჯარა არაფერს დაუშავებდა კლუბებს,ბათუმს კი დიდი შეღავათი ექნებოდა.
Gio
Achvenebs romelime arxi?
რამაზ
რატომ არ მოხდა გუნდის (დროებით, მხოლოდ ჩელენჯ ტურნირის მატჩებზე) გაძლიერება თუნდაც მხოლოდ დიდი10 გუნდების ბაზაზე? ჩემი აზრით ეს ტესტია - თუკი ბათუმი მხოლოდ საკუთარი ძალებით დასძლევს რუმინეთის ნაკრების საბაზო კლუბს სადაც ლეგიონერებიც საკმაოდაა, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ქართული რაგბის ევროტურნირზე დასამკვიდრებლად შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. წინ ბათუმელებო! უძნელესი მატჩები გელით, და შეძლებელის შეძლებით ქართული რაგბის ისტორიის გამარჯვებების ფურცლებში ჩაეწერებით!
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
კონტინენტის ფარი: გამარჯვებული ერთ კვირაში კლუჟში გაირკვევა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" "კალვიზანო" დაამარცხა და იტალიიდან 2 მოგებით ბრუნდება
"ბათუმმა" "კონტინენტის ფარისთვის" შემადგენლობაში ერთი ცვლილება შეიტანა
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" ორი ცვლილება "კალვიზანოსთან"
"კონტინენტის ფარი": "ბათუმმა" შეკრება დაიწყო
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა "ფიამე ოროსთან"
"ბათუმმა" "ტიმიშოარა-სარასენსთან" მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" რუმინელებთან 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" რუმინეთში ოპტიმისტური განწყობით გაემგზავრა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად