ფოტო: ijf.org

ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ძიუდოისტთა რეიტინგიც განახლდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გურამ თუშიშვილია, ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ამირან პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ტურნირზე სარეიტინგო ქულები მედალოსნებისთვის შემდეგნაირი იყო:

ოქრო - 2000 ქულა

ვერცხლი - 1400

ბრინჯაო - 1000

სასიხარულო ამბავია, რომ საერთო რეიტინგს კვლავ გურამ თუშიშვილი ლიდერობს, რომელსაც ამ დროისთვის 7202 ქულა აქვს.

ვარლამ ლიპარტელიანიც კვლავ მე-6 ადგილზე დარჩა და ამჟამად 6386 ქულა აქვს. მეტი ქართველი საუკეთესო ათეულში არ გვყავს.

რაც შეეხება ვაჟთა რეიტინგს, აქ პირველი, რა თქმა უნდა, თუშიშვილია, ხოლო ლიპარტელიანი მე-4 პოზიციაზეა. ათეულში მეტი ქართველი არაა.

ახლა კი გადავიდეთ წონებზე.

60 კგ

მართალია, ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 1000 სარეიტინგო ქულაც აიღო, თუმცა რეიტინგში მაინც დაქვეითდა. ამჟამად მან 4378 ქულით მესამე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა. პაპინაშვილს და რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს იაპონელმა ნაოშისა ტაკატომ გადაუსწრო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და 2000 სარეიტინგო ქულა მიიღო. პირველ ადგილს კი იაპონელი რუიჯი ნაგაიამა 5970 ქულით იკავებს, რომელმაც მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პირველობაზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო ლუხუმ ჩხვიმიანმა, ის 2647 ქულით ერთი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-12 ადგილზეა.

ჯაბა პაპინაშვილი (65)

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე წრეში გერმანელ სებასტიან სეიდლთან დამარცხდა, ერთ პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 3866 ქულით მეოთხეა.

ბაგრატ ნინიაშვილი (34), ლაშა გიუნაშვილი (50)

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილის პოზიცია არ შეცვლილა, ის 4107 ქულით მე-5 ადგილზეა. შავდათუაშვილი ბაქოში რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ცენდ-ოშირთან იპონით დამარცხდა.

ფრიდონ გიგანი (70), ტატო გრიგალაშვილი (78)

81 კგ

ზებედა რეხვიაშვილი 2 ადგილით დაქვეითდა და 2340 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება. რეხვიაშვილი ბაქოში პირველივე შეხვედრაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძესთან დამარცხდა. ანრი გეგუტიძე მე-12 ადგილზეა.

თამაზ კირაკოზაშვილი (35), ნუგზარ ტატალაშვილი (45)

90 კგ

ამ წონაში დიდი ამბები იყო. ბაქოში წამსვლელთა შორის სამი კანდიდატი იყო: უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. მარგიანმა წინა მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და სხვა ორ ძიუდოისტთან შედარებით გარანტირებული ჰქონდა ბაქოს საგზური. აი, ღვინიაშვილმა და ლიპარტელიანმა ეს საგზური ბრატისლავის გრან პრიზე გაითამაშეს, რომელიც ღვინიაშვილმა მოიგო.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან იპონით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა, რამაც მის სარეიტინგო ადგილზეც იმოქმედა. ბექა ერთი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 4227 ქულით მესამეა.

მარგიანი უფრო წინ წავიდა და ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა. ის 2 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 2555 ქულით მე-14 ადგილზეა.

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბაქოს მსოფლიოს პირველობა მოიგო და 5889 ქულით წონის ლიდერი გახდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილს რაც შეეხება, ის ამ წონაში ქულებს ახლა იკრეფს და ჯერჯერობით 714 ქულით 53-ე ადგილზეა.

100 კგ

წონის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანია. ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ამ დროისთვის 6386 ქულით პირველია. 7 საფეხურით დაწინაურდა ვარლამის მძლეველი სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო, რომელიც ახლა მესამე ადგილზეა. მეორეზე კი ჰოლანდიელი მაიკლ კორელია, რომელსაც 5566 ქულა აქვს.

ლაშა ტაველური (54), ონისე სანებლიძე (60)

+100 კგ

საერთო რეიტინგის ლიდერი გურამ თუშიშვილი, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, პირველობას არავის უთმობს. ამ წონაში მისი დამწევიც არავინაა. მეორე ადგილზე მყოფ ჩეხ ლუკას კრპალეკს 3671 ქულა აქვს.

ადამ ოქრუაშვილი 1218 ქულით 35-ე ადგილზეა, ლევან მატიაშვილი 1085 ქულით 39-ეა.

რაც შეეხება დაუმარცხებელ ფრანგს, ტედი რინერს, ის გასულ წელს ტურნირებში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, ცოტა სარეიტინგო ქულა აქვს. მას ახლა 1350 ქულა აქვს და 30-ე ადგილზეა.

პაატა
ძიუდოს საერთაშორისო ფედრაციის ვებ-გვერძე ძალიან მაგარი სტატიაა გურამზე, ნეტა ჩვენთან შეეძლოს ვინმეს ამ დონის ანალიზის გაკეთება!!! https://www.ijf.org/news/show/technical-analysis-by-vladimir-barta
დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
ზებედა რეხვიაშვილის იპონით გამარჯვება "ევროპის ღია თასის" ფინალში [VIDEO]
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]