მისი ესკიზები ნაციონალური სირცხვილის მკურნალად იქცა

1953 წელს რიო-დე-ჟანეიროს გაზეთმა Correio da Manhã კონკურსი გამოაცხადა: გუნდისთვის ახალი ფორმა მოეფიქრებინათ. გამოყენებული უნდა ყოფილიყო ბრაზილიის დროშის ყველა ფერი - ყვითელი, მწვანე, თეთრი და ლურჯი.

ასე იშორებდა ბრაზილია 1950 წლის 16 ივლისს მომხდარის კვალს. ქვეყნის ყველაზე ცუდი ხალხი, მისი ფეხბურთელები თეთრებში იყვნენ გამოწყობილები, როცა ხალხით სავსე "მარაკანის" სტადიონზე ურუგვაისთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეზობლებს გადაულოცეს.

ფეხბურთით დაავადებული ერი დიდი ხნის მანძილზე შოკირებული იყო: დამარცხების დამანგრეველ ძალას ბირთვულ ღრუბელს ადარებდნენ, რომელმაც ჰიროსიმა დაფარა, ხოლო მოასირა ბარბოზის ახლო კუთხეში მიმავალ ბურთს კი ჯონ კენედისთვის განკუთვნილ ტყვიას.

ამ კატასტროფას Maracanazo შეარქვეს.

ეს უჩვეულო დღე იყო 15 წლის ალდირ შლეესთვის. ის ბრაზილიის შტატებიდან ყველაზე სამხრეთ ნაწილში, სასაზღვრო ქალაქ რიუ-გრანდ-დუ-სულში ცხოვრობდა. 16 ივლისი კვირა დღეს დაემთხვა, ალდირი ხიდზე გადავიდა და ურუგვაის კინოთეატრში გაეშურა. შუა სეანსის დროს დარბაზში შუქი აანთეს და დინამიკებიდან ხმა გაისმა: "მოხარულები ვართ გამცნოთ, რომ ურუგვაელები მსოფლიო ჩემპიონები არიან". როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, ის, რომ ამ სიახლეს ალდირი სხვა ქვეყანაში შეხვდა, უბრალო დამთხვევა არ ყოფილა.

შლეე გამოტყდა, რომ Correio da Manhã-ს კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ გასართობად მიიღო. პირობებმა ის შეაძრწუნა: "დროშის ოთხივე ფერის გამოყენების აუცილებლობამ გამაბრაზა. სამი - ნორმალურია, მაგრამ ოთხი... მსგავსი, არც ერთ გუნდს არ აქვს. თანაც ეს ფერები ერთმანეთს, არც თუ ისე კარგად ეხამება. როგორ უნდა შეახამო მაისურზე ყვითელი და თეთრი. ასე ვატიკანის ნაკრების ფორმას ვიღებთ".

ალდირმა 100 ესკიზზე მეტი სცადა. ზოგიერთი მაისური ზოლიანი იყო, არგენტინის კლუბის "ველეს სარსფილდის" მსგავსად, მაგრამ საბოლოოდ შლეემ მათზე უარი თქვა. მან ბელოსს საკუთარი მიდგომა გაუზიარა: "თეთრი და ლურჯი ფერები ერთად დასაშვებია შორტებისთვის. რა დაგვრჩა? ყვითელი და მწვანე - ეს ფერები სხვებზე მეტად შეესაბამება ქვეყანას. ე.ი. მათზე ვიმუშავებთ".

ასე დაიბადა ბრაზილიური კლასიკა - ყვითელი მაისურები მწვანე საყელოთი და მანჟეტებით, ლურჯი შორტები თეთრი ზოლებით, თეთრ წინდებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ალდირმა ლურჯის სხვა ელფერი გამოიყენა, მან მაინც გაიმარჯვა. 300 პრეტენდენტიდან მისი ნამუშევარი ყველაზე ჰარმონიულად დასახელდა. შლეემ ყველაფერი შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი დღით ადრე შეიტყო, როცა საგაზეთო ანონსში მისი სურათი იხილა: "გავიფიქრე: ვაუ! მე გავიმარჯვე! ეს გასაოცარია!" - იხსენებდა ალდირი 2012 წელს.

ფეხბურთელებმა ახალი ფორმა პირველად 1954 წლის მარტში მოირგეს და იმავე წელს, ამ ფორმით შვეიცარიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ. ამას კარგი არაფერი მოჰყოლია: უნგრელებმა ბრაზილია მეოთხედფინალში დაამარცხეს და ალდირს ეგონა, რომ მაისურებს კვლავ გამოცვლიდნენ.

საბედნიეროდ, ამაზე არავის უფიქრია. პელესა და მისი მეგობრების გუნდმა პირველი მსოფლიო თასი 1958 წელს ლურჯ ფერებში აიღო - ფინალში შეხვდნენ მასპინძელ შვედებს, ბრაზილიელებმა კი მაისურს სამკერდე ნიშანი, თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, უახლოეს მაღაზიაში შეძენის შემდეგ მიაკერეს. ყვითელი მაისურებით დიდი გამარჯვება კი 4 წლის შემდეგ მოვიდა.

"ალდირის ყვითელი მაისურები იმდენად წარმატებული იყო, რომ შესაძლოა, ყველაზე ცნობილი სპორტული ფორმა გახდა. მის გარეშე ბრაზილიური ფეხბურთი რთულად წარმოსადგენია. ის გუნდის მომხიბვლელობისა და ჯადოსნობის ნაწილია. ყვითელი ძალიან ძლიერი ფერია, რომელიც იდეალურად ეხამება ნათელ, ელვისებურ ბრაზილიურ სტილს. ის ისეთი შთამბეჭდავი, უნიკალური და სახელოვანია, ფეხბურთელები მასში ოქროს ფიგურებს ჰგვანან. ალდირი მიიჩნევს, რომ ეს ყვითელი ფერი ბრაზილიას ცოტა ეგზოტიკას შეჰმატებს, რასაც შეიძლება აფრიკისგან ველოდოთ. ევროპელებისთვის ბრაზილია ზუსტად ასეთივე ეგზოტიკურია.

გარდა ამისა, ფერის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ დიდ საფეხბურთო ქვეყნებს შორის მას მხოლოდ ბრაზილია იყენებს. ოქროსფერი-ყვითელი ბრაზილიელის იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც სახლში, ისე მთელს მსოფლიოში. არსებითად, გუნდის მაისური ეროვნულ დროშას აღემატება. დროშა შედგება წრის, რომბისა და მართკუთხედისგან. ის რესპუბლიკის დაბადების დროს 1889 წელს შექმნეს. მწვანე ასახავს ტყეს, ყვითელი კი სიმდიდრის სიმბოლოა. ლურჯადაა დახატული დედამიწა, ასევე არის თეთრი ვარსკვლავები რიოს ღამის ცაზე. როცა ბრაზილიელს სხვა სპორტსმენი თანამემამულის მხარდაჭერა სურს, ის მაინც ყვითელ ფორმას ჩაიცვამს. ფეხბურთის მსგავსად სხვა არაფერი განაცდევინებსბრაზილიელს ეროვნულ იდენტობას"- განიხილავს ლაექს ბელოსი და თავის წიგნში ამას უფრო ვრცლად აღწერს.

შლეემ მიიღო ფულადი ჯილდო, სტაჟირების ერთწლიანი უფლება Correio da Manhã-ში და გუნდთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობა. ოცნებას ჰგავს? ასეთ შემთხვევაში ზოგი რამ ოცნებად უნდა დარჩეს და რეალობად არასდროს იქცეს. მოთამაშეებს შორის არამზადების, მექალთანეებისა და ლოთების გარდა ვერავინ დაინახა, ამიტომ სახლში სიხარულით დაბრუნდა. საყვარელი ქვეყნის მახლობლად.

შესაძლოა ეს უცნაურად მოგეჩვენოთ - ჯანდაბა, ჩვენ ხომ ისევ იმ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელმაც ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების მთავარი სიმბოლო შექმნა! - მაგრამ ალდირი მუდამ ურუგვაის ქომაგი იყო.

ბელოსი შლეეს ესტუმრა. პირველი, რაც ჯერ კიდევ კარში შესვლისას დაინახა ეს იყო რკინის ფირფიტა წარწერით "ურუგვაი". ალდირის მანქანა შეღებილი იყო ლურჯ-თეთრი ზოლიანი დროშის ფერებში და ბუნებრივია, შლეესა და მისი მეუღლის საყვარელი ადგილი აღმოჩნდა ძველი რადიოებითა და მიწეპებული ფოტოებით სავსე მონტევიდეო.

ყველაფერთან ერთად მან მწერლობაც შეითავსა, მისი წიგნები გამოიცა ესპანურ ენაზე და პოპულარული იყო ურუგვაიში.

მაგრამ, რატომ მოხდა ასე? ნუთუ არ ფიქრობდა ალდირი, რომ რაღაც არასწორი იყო? საქმე იმაშია, რომ ის ორი განსხვავებული ქვეყნის საზღვარზე დაიბადა და მათ შორის იდგა - ეს განსაკუთრებული ისტორიაა. უბრალოდ შლეემ ის მხარე დაიჭირა, რომელსაც მისგან არ მოელოდნენ. თანაც მას ბრაზილიის ხელისუფლების მიმართ კითხვებიც ჰყოფნიდა: პოლიტიკური შეხედულებების გამო ის სამჯერ იჯდა ციხეში, აუკრძალეს მასწავლებლობა, სასწავლებლად ჰოლანდიაში წასვლის უფლება არ მისცეს, მისი აკადემიური კარიერა კი 12 წლით შეფერხდა.

ალდირს მალევე აუცრუვდა გული მისი ყველაზე ღირებული ქმნილების მიმართაც. მას არ მოსწონდა გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების ქედმაღლობა, რომლებსაც თავი მსოფლიოს მეფეებად მოჰქონდათ. აღიზიანებდა თავხედობა. ხოლო, როცა 1997 წელს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ უფლება მიიღო გიგანტი გუნდისთვის Nike-ს ჩაეცვა, შლეემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. "მაისური ბრაზილიელი ხალხის სიმბოლო აღარ არის. ეს არის კორუფციის განსახიერება" - ბრაზობდა ალდირი.

კანის კიბოსთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, ის ხუთშაბათ საღამოს გარდაიცვალა, 84 წლის იუბილემდე ერთი კვირით ადრე.

მომდევნო დღეს ლონდონში მეგობრული მატჩი გამართა ორმა გუნდმა. ერთი ჩაცმული იყო ნაცნობ ყვითელ-ლურჯ ფერებში, მეორე კი მის სულს ეკუთვნოდა.

ბრაზილიამ ურუგვაი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ავტორი: ანა ვერძაძე

მომზადებულია tribuna-ს მიხედვით

ნონა
ძალიან კარგი სტატიაა...მადლობა ავტორს.
912
საინტერესოა მაგრამ თუ 2-1 ასე სამარცხვინო წაგება იყო 1950-ში 2014-ში სულ დაკარგეს ნამუსი 7-1_ის შემდეგ არუნდა შეეცვალათ მაისურის ფერი??? :D :D :D
butxa
ვინც თავს იკლავს ბრაზილიის ნაკრებზე და იზახის ფანი ვარ ყვითლებისო.დავიჯერო ეს ისტორია იცი......????????????????? :):)
გიორგი
ყოჩაღ, კარგი სტატიაა. საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი.
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
მადრიდის "რეალმა" ახალი საშინაო ფორმა წარადგინა [PHOTO]
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ინტერნეტში ლონდონის "ჩელსის" მესამე ფორმის სურათები გავრცელდა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ინტერნეტში გერმანიის ნაკრების მეორე ფორმა გამოჩნდა
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
"რეალის" 2013/14 წლების სეზონის გასვლითი ფორმა ვარდისფერი იქნება
7 წლის შემდეგ ისევ წითელი - "რეალმა" 2018/19 წლების სეზონის მესამე ფორმა წარადგინა
"რომამ" მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა