ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ინტენსიურ მზადებას განაგრძობენ.

გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, მანამდე კი, 2 აპრილს, სამხრეთ აფრიკაში ჩავა და სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 9 აპრილს მასპინძელთა 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან; 13 აპრილს ჩვენი მეტოქე არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება, ხოლო 17 აპრილს ნამიბია XV-ს ვეთამაშებით.

მომავალი ტურნეს მიზანია, რომ მოთამაშეებმა მაღალ სათამაშო ტემპს ალღო აუღონ და 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოემზადონ:

"გათვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე კეთდება და სამხრეთაფრიკული ტურნირი მზადების შემადგენელი ნაწილია, რათა სადაც საჭიროა, სწორედ იქ ვიყოთ საუკეთესო ფორმაში. აფრიკაში სამი ურთულესი შეხვედრა გველის. ეს თამაშები ოფიციალური ტურნირის წინ ძალიან კარგი გამოცდილება იქნება" - ამბობს ამონაშვილი და აღნიშნავს, რომ დიდი, დასკვნითი შეკრების პირველი ორი კვირა ფიზმომზადებას დაეთმო:

"დიდი შეკრების პირველ ორ კვირაში ძირითადი აქცენტი ფიზმომზადებასა და ჰიპერტროფიაზე გაკეთდა. მოთამაშეთა ნაწილს კუნთის მასა აქვს მოსამატებელი; ზოგს პირიქით, გამოშრობა სჭირდება. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ფიზმომზადების მწვრთნელები ძალიან კარგად მუშაობენ. გვაქვს მოთამაშეთა მონაცემები და ვაკონტროლებთ ენერგიის დანახარჯსა და აღდგენას. მოსამზადებელი ეტაპი ცოცხალი პროცესია, რასაც მუდმივი დაკვირვება სჭირდება. სამხრეთ აფრიკაში რომ ჩავალთ, მოიმატებს ბურთით ვარჯიშები და მეტს ვიმუშავებთ უნარებსა და ტაქტიკაზე".

მარტის დასაწყისში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ფრანგ 20-წლამდელებთან თბილისში ორი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს, რამაც მწვრთნელებს პრობლემები დაანახა და ახლა მათ აღმოფხვრაზე მიდის მუშაობა:

"ორი ძალიან კარგი და დროული თამაში გვქონდა საფრანგეთთან, რამაც პრობლემები დაგვანახა. აქ ბიჭებმა ის სათამაშო ტემპი შეიგრძნეს, რომელიც ძალიან ახლოსაა იმ ტემპთან, რაც ჩემპიონატზე გველოდება. გარდა ამისა, ეს თამაშები გამოვიყენეთ სელექციისთვის, გავსინჯეთ მოთამაშეები. ჩვენთან არიან ისეთი მორაგბეები, რომელთაც აქამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშიათ და მათ მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება. ფრანგებთან მატჩებმა დაგვანახა დაცვის ხარვეზები; ასევე, სრულად ვერ გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში და ახლა სწორედ ამ კომპონენტების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ".

რეზერვი უმნიშვნელოვანესია!

მოცემულ მომენტში შეკრებაზე 38 მორაგბეა შესული და მათგან სამხრეთ აფრიკაში 30 გაემგზავრება. სამწუხაროდ, აფრიკულ ტურნეზე გუნდს რამდენიმე ლეგიონერი დააკლდება. გაფართოებულ შემადგენლობას დაემატა გეგა მურუსიძე "არმაზიდან".

ამონაშვილი აღნიშნავს, რომ აფრიკაში წამსვლელი 30 მორაგბის შერჩევა დანარჩენების "ჩამოწერას" არ ნიშნავს და არგენტინაში წამსვლელთა სია ბოლო მომენტში გახდება ცნობილი:

"სამწუხაროდ, სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე ის მოთამაშე ვერ დაგვეხმარება, ვისი საქმეში ხილვაც გვსურდა. ფორმატიდან გამომდინარე, ამ ტურნეზე 30 მოთამაშე მიგვყავს, თუმცა წინა ტურნირების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, სარეზერვო მოთამაშეების მაქსიმალური მზადყოფნა. აფრიკაში სამი, ხოლო არგენტინაში ხუთი ურთულესი თამაში გველის შემჭიდროებულ ვადებში. ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა და შესაბამისად, შესაძლოა ნებისმიერ მორაგბეს დასჭირდეს შეცვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქ დარჩენილმა მორაგბეებმა სრული დატვირთვით გააგრძელონ მზადება და სათანადო ფორმაში იყვნენ".

"უმცროს ბორჯღალოსნებს" კაპიტანი შეემატა

ამ შეკრებაზე "უმცროს ბორჯღალოსნებს" გუნდის კაპიტანი, მგეზავი თედო აბჟანდაძე დაემატა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" რიგებში თამაშობდა. მან შარშან ნოემბრიდან ეროვნული ნაკრების კვართი ზედიზედ შვიდ მატჩში მოირგო, ახლა კი 20-წლამდელებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში მიდის:

"სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ძალიან კარგი ორკვირიანი შეკრება გვაქვს. ძირითადად, ფიზმომზადებას გავდივართ, ნელ-ნელა სასურველ ფორმას ვუახლოვდებით და ეს გუნდსაც ეტყობა. სამხრეთ აფრიკაში შარშან ჩატარებულმა შეკრებამ კარგად დაგვანახა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები და რაც მთავარია, შევეგუეთ იმ სათამაშო ტემპს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გველოდა.

ამ ტურნეზე სამხრეთ აფრიკის და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებებს, ასევე, ნამიბია XV-ს ვეთამაშებით. სამივე ძალიან კარგი გუნდია და ეს მომზადებაში დაგვეხმარება. წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ ტურნირზე დარჩენაა, თუმცა, თუ საშუალება გვექნება, უკეთესი შედეგის ჩვენებას ვეცდებით".

ეროვნულის შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრებზე გადმორთვა არ გამჭირვებია, რადგან ამ ბიჭების მხარდამხარ არაერთხელ მითამაშია. შეკრება ძალიან კარგადაა დაგეგმილი და ვემზადებით საერთო მიზნისთვის, რაც ჩემი აზრით, უმთავრესია".

საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად

"უმცროსი ბორჯღალოსნების" უკანახაზელი დემე თაფლაძე ფიქრობს, რომ სამხრეთაფრიკული ტურნე გუნდს მაღალ ტემპში თამაშთან მიჩვევასა და თავდაჯერების შეძენაში დაეხმარება:

"საფრანგეთის ძლიერ ნაკრებთან გამართულმა ორმა შეხვედრამ დიდი გამოცდილება შეგვძინა. მათთან თამაშმა დაგვანახა ჩვენი სუსტი წერტილები და შეცდომები. ახლა ამ შეცდომების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. ფიზმომზადების შეკრებაა და ინტენსიური, დატვირთული ვარჯიშები გვაქვს, რაც სამხრეთ აფრიკის ტურნესთვის გამოგვადგება. ასევე გვიწევს მაღალ ტემპთან შეჩვევა.

საფრანგეთს ორივე თამაშში დიდი ბრძოლა გავუმართეთ და ორივეჯერ მცირედით ჩამოვრჩით. აქ მთავარი იყო დაგვენახა, რამდენად ვიყავით ფიზიკურად მზად და როგორ იმუშავებდა ჩვენი ტაქტიკა ძლიერ მეტოქესთან. შეკრებაზე ეროვნული ნაკრებიდან და საფრანგეთიდან რამდენიმე მორაგბე დაგვემატა. ამჟამად რადიკალურად განსხვავებული, ძალიან კარგი ვარჯიშები გვაქვს.

სამხრეთაფრიკულ ტურნეზე ძალიან მაღალ ტემპთან მოგვიწევს შეჯახება, რაც 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ ძალიან კარგია. არგენტინაში ზუსტად ასეთ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და შევიძენთ გამოცდილებას, საკუთარ ძალებში დავრწმუნდებით. მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი თამაშის მოგება ძალიან დიდი შედეგია და ვეცდებით ამ შედეგის გამეორებას, პროგრამა-მინიმუმი კი 12 უძლიერესს შორის ადგილის შენარჩუნებაა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ...
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ფრანგ თანატოლებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
ზურაბ ამონაშვილი: საფრანგეთთან კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
18 წ. | ზურაბ ამონაშვილი: ზედმეტი ემოციებისთვის დავისაჯეთ