"ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილი პირველ გუნდში დაარეგისტრირა. აქამდე ის ოფიციალურად მეორე გუნდის მეკარედ ითვლებოდა, ახლა კი ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ და მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევრო იქნება.

"ვალენსიამ" 27 წლის ნახევარმცველი კარლოს სოლერი პსჟ-ს 18 მილიონად მიჰყიდა და კიდევ 3 მილიონს ბონუსების სახით მიიღებს. გასულ სეზონში მან ლა ლიგის 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 30 აგვისტოს სოლერმა "ღამურებში" ბოლო შეხვედრა "ატლეტიკოსთან" ჩაატარა და ანტუნ გრიზმანმა მისგან რიკოშეტით გამარჯვების გოლი გიტანა.

"რომამ" 23 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჯასტინ კლუივერტი ამჯერად იჯარით "ვალენსიაში" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გაუშვა. გასულ სეზონში მან "ნიცაში" 24 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ვალენსიამ" "ბარსელონას" აღზრდილ 19 წლის ნახევარმცველ ილაიშ მორიბას იჯარა ერთი წლით გაუხანგრძლივა.

სოსო
სამი წლის წინ,ხვიჩას და ჩვენი ოცნების საგანი,მისი რუბინის ძირითადში ადგილის დამკვიდრება იყო.შარშან კი,უკვე იქიდან თავის დაღწევა გახდა პრობლემა და არ იყო ეგ ჭაობი?მამარდასთვისაც, შარშან სათადარიგო მეკარეობაც საოცნებო იყო,მაგრამ გარემოებების დამთხვევამ,ის ძირითად მეკარედ და ამომავალ ვარსკვლავად აქცია.დღეს,4 სექტემბერს უკვე დაიწერა,რომ ბარსა ტერ შტეგენს მომავალ წელს გაუშვებს და მამარდაც სამიზნეში ჰყავთ.ბარსელონასთან შედარებით,ვალენსია მართლაც ჭაობია.ვალენსიას დღესდღეობით ფაქტობრივად არავითარი ამბიცია არა აქვს და თავის გადარჩენისათვის იბრძვის.ბარსაც გაჭირვებაშია,მაგრამ მისი რესურსი,საპრიზო სამეულია სულ მცირე და ჩემპიონობისათვისაც იბრძოლებს,ხოლო თუ გუნდი დალაგდა,სულაც ევროთასების პერსპექტივა ექნება.გიოთი დაინტერესება ინგლისური გრანდებიდანაც იყო,ასე რომ უზარმაზარი გამოსასყიდი,მისთვის მართლაც მუხრუჭი იქნება.იქიდან გიოს არაფერი ხვდება და მხოლოდ მფლობელი ხეირობს.ძალიან ძნელია გამოჩნდეს ისეთი გუნდი,რომელიც მეკარეში ამდენ გამოსასყიდს გადაიხდის და ეს სულაც არ არის გიორგისათვის სასარგებლო.
nika
უკვე ვალენსია ჭაობი გაგვიხდა? მადა ჭამაშიო
Gaguuu
რა შუაშია წასვლა მოსვლა ოღონდაც ჭ კლასში ხო არ თამაშობს ვალენსიაშია პრიმერაში მეტი რა უნდა ქნას რა აზროვნება და ლოგიკა გაქვთ
ჟორა
კავანი პასპორტში თუ ჩაიხწდა ვინმემ? რონალდო აღარ უნდათ ასაკის გამო და კავანი უშველეს ვალენსიას?
vasia
კავანი დაიმატეს
სოსო
ზოგს ალბათ გაუხარდება 100 მილიონის გამოსასყიდი,მაგრამ რაც ხვიჩას შემთხვევაში მოხდა შარშან,წასვლა რომ უნდოდა და 20 მილიონი მოითხოვეს,ახლაც იგივე შეიძლება გათამაშდეს.გუნდს ორი ფეხბურთელი ჰყავდა და ორივე გაყიდა.რეალურად ძალიან სუსტი შემადგენლობაა და გიოს მსურველი რომელიმე დიდი კლუბი რომ გამოჩნდეს,100 მილიონს რომ მოსთხოვენ,ბევრი გადაიხდის?არავინ არ გადაიხდის და გიოც ისეთივე ჭაობში ჩაიფლობა, ხვიჩა რომ იყო შარშან.გიორგი, ახლა,რამდენიმე წელი,ორივე ფეხითაა გაბმული.
ვალენსიელი
კავანი იყიდეს, მართალია ძველებურად ვეღარ გააქვს გოლები, მაგრამ , იქნებ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს. მაქსი გომესსაც არა უშავს
თემო
სიმართლე ვთქვათ.ვალენსია ლამაზ და დალაგებულ ფეხბურთს არასდროს თამაშობდა,მაგრამ ეხლა რაც ხდება უკვე ყოველგვარ საზღვრებს ცდება. ისე ატარებენ 90 წუთს მოედანზე, რომ ერთ საგოლე მომენტსაც ვერ ქმნიან.არ ყავთ თავდამსხმელი,არ ყავთ გოლეადორი, ნახევარდაცვა გადასულია მთლიანი შემადგენლობით დაცვაში....მოკლედ სატრანსფერო ფასი მამარდასი კი გაიზარდა ,მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ვალენსია რაიმე შედეგს დადებს და საუკეთესო შემთხვევაში იბრძოლებს მხოლოდ ლიგაში დარჩენისათვის.ძალიან მეშინია რომ გიორგის მოუწევს მართლაც დიდი დატვირთვით მუშაობა და ვალენსიის წარუმატებლობის შემთხვევაში მას არ დასრულდეს ყველაფერი. გატუზო კი იყო საკმაოდ კარგი დამცველი, მაგრამ ქარიზმის გარდა არაფრით გამოირჩეოდა და ეხლაც გუნდი თამაშობს გაურკვეველ ქაოტური ფეხბურთს.
Gogi
სოლერის გარდა ვინ ყავთ წინ მოთამაშე? გედეშიც წავიდა….დარჩნენ მამარდაშვილის იმედზე? არ გამოვა მასე არაფერი….
Record: ქოჩორაშვილი ბუნებით ლიდერია და ყველა გააკვირვა
მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
მეორე ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში - კლუივერტმა იოვეტიჩის შედეგი გაიმეორა
პატრიკ კლუივერტი: "რომა" ჩემი შვილისთვის იდეალური ვარიანტი იყო
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
"ნაპოლიმ" და "პარი სენ ჟერმენმა" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
მამარდაშვილის თანაგუნდელს "ბარსელონა" 20 მილიონად შეიძენს?
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს "ლევანტეს" ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
"ლივერპულმა" "მამარდას" შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა" - "ბარსას" სპორტული დირექტორი
Golden Boy 2018-ის პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია
კლუვერტი: საშინელ დღეში ვარ, "რომა" გარეთ არ მიშვებს, უკვე უშველებელი წვერი გამეზარდა...
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: მამარდაშვილს "ლივერპულის" მეკარის სტატუსი მიენიჭა და ცნობილია, როდის შეუერთდება ახალ გუნდს
"ბარსელონას" მამარდაშვილის თანაგუნდელების შეძენა შესთავაზეს
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა - მესი და რამოსი საფრთხის ქვეშ არიან
6059 დღის შემდეგ! - "ვალენსიას" სახელით კვლავ კლუივერტმა გაიტანა!
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
მბაპემ საფრანგეთის თასზე 5 გოლი გაიტანა - პსჟ-მა დიდი სხვაობით მოიგო [VIDEO]