საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში მეოთხედფინალის საგზურისთვის მატჩში ნიდერლანდები 12:8 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შედეგად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან გოლები მარკო ელაჩამ (3), ანდრია ბითაძემ (2), ბორის ვაპენსკიმ (2), ხვიჩა ჯახაიამ (1), დუშან ვაშიჩმა (1), ნიკა შუშიაშვილმა (1), ფაბიო ბარალდიმ (1) და ვალიკო დადვანმა (1) გაიტანეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარე ნოკოლოზ შუბლაძე, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი და პენალტი მოიგერია.

6 სექტემბერს, მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.

სოსო
ვულოცავ ბიჭებს და ვულოცავ საქართველოს!თანაც როგორი დამაჯერებლობით გაიმარჯვეს,ეგაა საკვირველი.ნაკრების ლეგიონერები,უკვე დიდი ხანია რაც ნაკრებში არიან და სტაბილურად ასპარეზობენ.ეგ კი არა,ასაკის გამო შესაძლოა ზოგიერთი ისეთ ფორმაში ვეღარც კი არის,როგორშიც ადრე იყო,თუმცა მთლიანობაში ნაკრები პროგრესირებს და ეს რა თქმა უნდა, მათ გვერდით დავაჟკაცებული ქართველი ბიჭების დამსახურებაცაა.პირველად მოვხვდით 8 საუკეთესოში და ხორვატებს ვხვდებით.რა თქმა უნდა მეტოქე ჩვენზე ძლიერია,მაგრამ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს,თავისუფლად ვითამაშებთ და ვინ იცის,ეშმაკს არ სძინავს.ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს,უკვე გამარჯვებულები ვართ.დაე ხორვატებმა ინერვიულონ. ყველამ იცის ეს ანეგდოტი,გიჟებს რომ უთხრეს,ჯერ ცურვა ისწავლეთ და აუზში წყალს,მერე ჩაგისხავთო.ჰოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ათეულში მოვხვდით,ევროპის ჩემპიონატზე,უკვე რვა საუკეთესოში გავინაღდეთ ყოფნა და ვერ დაიმსახურეს ერთი სტანდარტული ზომების აუზი?ქვეყნის სირცხვილია და ენთუზიაზმსაც აქვს საზღვარი.
DOON...
კიდევ 3-4 უცხოელი დაიმატონ და იქნებ ფინალშიც კი გავიდნენ, რა იცი რა ხდება...
Soso
მართლა საოცრებებს აკეთებენ ეს ბიჭები ისტორია დაწერეს გუშინდელი განარჯვებით
ATP 16
რასაც ეს ბიჭები აკეთებენ , ამას თავდადება და ქვეყნის უზომო სიყვარული ჰქვია . წარმოუდგენელ შედეგს დებს ხალხი და ამაში ბიჭებთან ერთად ნიკოლეიშვილისა და რურუას უდიდესი თავდადებაა . ჩემთვის ყველანი გმირები ხართ გუშინდელი შეხვედრის მერე , თანაც რევანში აღებულია ჰოლანდიასთან . ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ხორვატებთან და შეიძლება კიდევ ერთი სენსაციაც მოხდეს .
მიშა
კიდევ კარგი გაგახსენდათ ევროპის ჩემპიონატი რომ მიმდინარეობს წყალბურთში,თან ჩვენმა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია.წარმატებები ბიჭებს.
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს