მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში, ინგლისმა ირანი დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა.

მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო. უპირატესობას თავიდანვე ინგლისის ნაკრები დაეუფლა. 35-ე წუთზე ლუკ შოუს ჩაწოდებული ბურთი ჯუდ ბელინგემმა კარში გადაგზავნა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. "დორტმუნდის" ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. საუთგეიტის გუნდმა შეტევაში აქტიურად თამაში განაგრძო და 42-ე წუთზე ბუკაიო საკამ ულამაზესი გოლი გაიტანა. რაჰიმ სტერლინგმა 45+1 წუთზე ჰარი კეინის გადაცემით ისარგებლა და სხვაობა სამამდე გაზარდა. ირანელთა მეკარის, ალირეზა ბეირანვანდის ტრავმის გამო არბიტრმა პირველ ტაიმს 14 წუთი დაამატა.

მეორე ნახევარში მატჩის სურათი არ შეცვლილა. 62-ე წუთზე ბუკაიო საკამ საჯარიმოში ჩინებულად იმოქმედა და ეფექტური გოლით შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა. 65-ე წუთზე ირანის ნაკრების ფორვარდმა მეჰდი ტარემმა ახლო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით პიკფორდს შანსი არ დაუტოვა და პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. მოედანზე შემოსვლიდან 1 წუთში, მარკუს რაშფორდმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ლამაზი კომბინაცია თავადვე დაასრულა. 90-ე წუთზე ჯეკ გრილიშმა კალუმ ვილსონის პასით ისარგებლა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მატჩის 101-ე წუთზე არბიტრმა ინგლისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად მეჰდი ტარემმა აქცია და "პორტოს" ფორვარდმა შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამავე B ჯგუფში ერთმანეთს ამერიკისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ალ რაიანი, "ხალიფა ინტერნაციონალ სთედიუმი", 45 334 მაყურებელი

ინგლისი - ირანი 6:2

გოლები: 1:0 ბელინგემი (35), 2:0 საკა (42), 3:0 სტერლინგი (45+1), 4:0 საკა (62), 4:1 ტარემი (65), 5:1 რაშფორდი (71), 6:1 გრილიში (90), 6:2 ტარემი (90+11)

სოსო
ინგლისის ჩემპიონატი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია.გარდა ამისა,ისინი მონაწილეობენ ინგლისის ორი სხვადასხვა თასის და ევროთასების გათამაშებებში.თანაც ჩვეულებრივ დიდი წარმატებით.ამიტომ სეზონის განმავლობაში ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებზე უზარმაზარი დატვირთვა მოდის და სეზონის მიწურულს,ისინი უკვე სრუიად გამოფიტულები ხვდებიან,როგორც ფიზიკურად,ისე ფსიქოლოგიურად.ტრავმებიც უკვე დაგროვილი აქვთ და მსოფლიოს ჩემპიონატების დაწყებამდე,რეაბილიტაციას ვერ ასწრებენ.რა თქმა უნდა ერთფეროვანი თამაშის სტილიც საკმაოდ უშლით,მაგრამ ის მაინც მთავარია და ეს ყველაფერი განსაზღვრავს,ინგლისელთა სუსტ გამოსვლებს.ამჟამად,მსოფლიოს პირველობა იმ დროს დაიწყო,როცა ფორმის პიკში შედიან და არც გადაღლილები არიან.ეს მათ შანსებს,საკმაოდ ზრდის.შემადგენლობაც ძალიან თანაბარი და ძლიერი ჰყავთ,ეს კი საშუალებას მისცემთ,ყოველი შეცვლით,თამაში გააძლიერონ და საკმაოდ შორს გავიდნენ,ფინალისაკენ მიმავალ გზაზე.მეორე მხრივ,ირანელების წინააღმდეგ მათი დაუნდობელი თამაში,სიმპათიებს უკარგავს მათ და სიმპათიაც რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ნეიტრალური გულშემატკივრის მხრიდან,მგონი დამეთანხმებით.ირანელმა ფეხბურთელებმა,თავისი საქციელით,შესაძლოა საკუთარ სასიკვდილო განაჩენსაც კი მოაწერეს ხელი და ინგლისელთა მხრიდან მათი ბოლომდე გადაჯეგვა,მორალურად ძალიან არასწორ საქციელად მიმაჩნია.არ ეკადრებოდათ!70-იან წლებში,ავიაკატასტროფაში დაღუპული ტაშკენტის პახტაკორის,სასწრაფოდ აღდგენილი გუნდის წინააღმდეგ პირველი თამაში,სწორედ თბილისის დინამოს მოუწია და მათაც,როგორც სინდისი უკარნახებდათ,ისე მოიქცნენ.აცრემლებული სტადიონის თვალწინ,"წააგეს" ეს მატჩი,მიუხედავად იმისა,რომ ამით ჩემპიონობისათვის ბრძოლის შანსს თითქმის კარგავდნენ.ჩვენ წავაგეთ,მომდევნო თამაშში კი,მოსკოვის სპარტაკმა დიდი ანგარიშით დაამარცხა პახტაკორი და პრაქტიკულად ,ამით გაინაღდა ჩემპიონობა.ყველაფერი ქულებით არ იზომება.
Lasha
ინგლისი ერთი ჩვეულებრივი ხელმოცარული გუნდია, ამას ყველა სულ მალე ვიხილავთ!...
alex
ყველაფერში ინგლისელებს რავა აკრიტიკებენ)))გერმანელები უარესს უშვებიან ყველას,საერთოდ არ არის საჭირო ისე ანადგურებენ,მარა ყველას უყვარს)))ასეტი აზროვნება რომ გვაქვს იმტომ ვართ ევროპასთან თან ახლოს და თან ძალიან შორს!
ილია
100%
სოსო
ირანელმა ფეხბურთელებმა,ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმით,თავები გადადეს ადამიანური ფასეულობების დასაცავად და ინგლისელებს,ასე ბოლომდე აღარ უნდა გაენადგურებინათ.ახლა მთავრობას სათქმელი აქვს,ქვეყანა შეარცხვინესო,ყოველნაირად და ის გმირობა,არავის გაახსენედება,სავარაუდოდ,ძალიან მკაცრადაც დასჯიან.არასწორი საქციელია და სადმე წინ დაუხვდებათ,ინგლისელებს.
ადამიანი
წლებია აღარ მიმიდევნებია ფეხბურთისთვის თვალი,თუ შეიძლება გოლის გამტანი ინგლისელების სურათები დაგვიდეთ,რომ არ ვგუგლოთ
[VIDEO] ვაი პარაგვაისგან - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა!
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი გაუჩნდა
[VIDEO] "ტრაქტორის" მეკარის გმირობა, გაუქმებული კოხტა გოლი, გაძევება და ბელგიის ფრე ირანთან
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
პეტერ შმეიხელი: რონალდომ ცუდად ითამაშა, თან გასაძევებელიც იყო
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია