ბრიტანულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა 3 მაისს ინგლისურ გრანდთან, ‘ლესტერ თაიგერსთან’, გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

‘შავი ლომი’ 18 აპრილს შოტლანდიაში გაემგზავრა, ერთი კვირა იქ გაატარა და ‘ედინბურგისა’ და ‘გლაზგოს’ გაერთიანებულ გუნდთან გასახურებელი თამაში გამართა, ბოლო ერთი კვირაა კი ისტ-მიდლენდში ემზადება. ‘თაიგერსთან’ შეხვედრა „უელფორდ როუდზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის სუპერთასის სამგზის მფლობელი ინგლისურ გუნდს აქამდე ერთხელ ეთამაშა. მიმდინარე სეზონში EPCR-მა ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე მიიწვია და სადებიუტო შეხვედრა 9 დეკემბერს, „მიხეილ მესხზე“ ‘გლოსთერთან’ ჰქონდა. მაშინ მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა, თუმცა ჯარიმებით 15:10 იმარჯვა და მასპინძლებმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში პირველი, ნუგეშის-ქულა აიღეს.

2021 წელს დაარსებული ‘შავი ლომი’ ორი წლის წინ ტურნეზე სამხრეთ აფრიკაში, შარშან კი სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა. წელს ის ინგლისში პირველად გაემგზავრა და რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, მეორე თამაშს გამართავენ.

‘ლესტერ თაიგერსთან’ პირველ ხაზში თამაშს დავით აბდუშელიშვილი, თენგიზ ზამთარაძე და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. მარქაფაში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და დემურ ეფრემიძე შეწყვილდებიან. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება გრიგორ ქერდიყოშვილი. მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილს, სანდრო მამამთავრიშვილსა და ილია სპანდერაშვილს ვიხილავთ, შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა.

ხაზში ლუკა მატკავასა და გიორგი მარგალიტაძის დუეტს ვიხილავთ. ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე შალვა აფციაური და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძე იქნება. ხაზის შეცვლაზე არიან თენგიზ პერანიძე, გიორგი კვესელაძე და ლუკა ცირეკიძე.

წყარო: Rugby.ge

Llanfairpwllgwyngyllgogerychwyrndrobwllllantysiliogogogoch
მესმის ერთი ვადით ანდა ორი ვადით მოსულ ხერლისუფლებას უწყობდე რევოლუცია მარა თქვე ოცნებისტო არამზადებო 15 წელი შესრულდება მალე რაც ხელისუფლებაში ხართ და გამოგილპათ ძირი , სამუდამოდ აპირებთ პარპაშს?
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
დიდი გზის დასაწყისი — თბილისში „მილანის“ ოფიციალური კემპი წელსაც გაიხსნა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ირლანდია
"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ 16 წლამდელთა ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო
[VIDEO] წარმოუდგენელი სიხარული - ნახეთ რა ხდებოდა კონგოში, როცა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] განამ პანამა ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] დიდებულ მატჩში ინგლისმა ხორვატიას სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-3 დინამო (ბთ). ახალი იმპულსის აუცილებლობა
[VIDEO] რონალდოს პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება