35 წლის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მანჩესტერში გამართულ UFC-ს მორიგ ღონისძიებაზე დასანანი მარცხი განიცხადა.

ჩვენებურის მეტოქე ბრიტანელი არნოლდ ალენი გახლდათ. გიგამ მასთან პირველ რაუნდი მსაჯების გადაწყვეტილებით 10:9 მოიგო, თუმცა სამწუხაროდ, შემდეგი ორი ამავე ანგარიშით დათმო და საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძელს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლო ორ დაპირისპირებაში მარცხისა, ალენი რეკორდსმენი გახლავთ და მის ანგარიშზე აქამდე დადებითი ბალანსი 19-3 გახლდათ, ახლა კი მე-20 გამარჯვება იზეიმა.

კელვინ კატართან წაგების შემდეგ, ეს UFC-ში ჭიკაძის მეორე მარცხია.

ადამიანი
ოდალა-კოდალა იქნებ ყურმოკვრით მაინც გაგეგო,გიგას ჯანმრთელობის მდგომარეობა და მერე გამოგეფინა შენი ბრძნული აზრები?! იტყვი,თუ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს რატომ გამოდის შეჯიბრზეო და სადღაც მართალი იქნები,ოღონდ მაგას თავისი ნიუანსები აქვს, უფც-ა და ,,მჭიდიდან" არ უნდა ამოვარდე
simartle
გიგა არის უდაოდ ნიჭიერი მაგრამ მმა-ში საჩხუბრად სამწუხაროდ არ არის სრულყოფილი მოჩხუბარი. Dაიხალა წერ. Kი ბატონო გეთანხმები დაიღალა , მაგრამ სულ გარბოდა მთელი ჩხუბი რომ არ დანოკაუტირებულიყო, რადგან რა დაზიანებაც მიიღო კატართან ჩხუბში იმის ასე დავიწყება ძნელია, და ბევრი ვერც ბრუნდება და არც ბრუბნდება ასეთი დამარცხების შემდგომ. შენი და ჩემი ნაბოქსავები ახალგაზრდობაში არა მგონია შორს წაგვიყვანდეს. როდესა უკან უკან გარბიხარ შეუძლებელია დარტყმაში იმდენი ძალა და სისწრაფეც ჩასდო რომ ვინმეს დიდი ზიანი მიაყენო. Gიგა იყო კიკბოხერი და დარჩა კიკბოქსერად მაგრამ არ აქვს ტაილანდური მენტალიტეტი და არც ტექნიკა. მაგ კიკბოხინგშიც უფრო ევროპული კიკბოქსინგის მიმდევარი იყოდ და ბევრი განსხვავებაა.განსაკუთრებით მომზადებაში. მისი ძმაკაცი დარიუშიც უკვე დაბერებულ ჩამოწერილებში გადის და ბოლო ჩხუბებში ყველა წააგო რაც მინახავს, თან უმეტესად ითიშება. ბევრი დანოკაუტებული უკან ვერ ბრუნდება ისვე იმ დონეზე რომელზეც ნოკაუტამდე აღწევდნენ რადგნა უდათ თუ არ უნდათ ავტომატურად ტვინში შიში ინერგება. მაგიტომ გარბოდა 3 რაუნდი უკან უკან. გიგას თუ ამ სპორტში დარჩენა სურდა ან კვლავ სურს, უნდა შეეცვალა სამწვრთნელო შტაბი რადდგან არასწორად მოამზადეს კატართანაც და ამ უკანასკნელ წაგებაშიც. მე გიგას დიდ პატივს ვცემ და კატართან ჩხუბის დროს ცრემლები ვერ შევიკავე ისე შემეცოდა და იმ კუთხის(მწვრთნელებზხე მაქვს საუბარი) დედას მოკითხვა, რომელიც მოჩხუბარს ასე გასწირავს. მაშინვე უნდა მოეშორებისა ეს სამწვრთნელო გუნდი. კი მისი სამუშაოა და ასე არჩენს ოჯახს მაგრამ ცოტა თავის ჯანმრთელობასაც უნდა მიაქციოს ბევრად მეტი ყურადღება რადგანის მის ლამაზ ოჯახს და ჩვენ როგორც ქართველებს გვიყვარს და გვჭირდება როგორც საუკეთესო პიროვნება და ადამიანი. რადგან ის არის ერთ ერთი საუკეთესო ადამიანი და სუფთა ყველა კუთხიდან. ვურჩევდი გახსნა სკოლა და ავრჯიშოს ბავშვები და ჩამოკიდოს თავისი ხელთათმანები. საკმარისია.
მაგდენს ვერ იშოვის
წაგების შემთხვევაშიც მაინც იმდენს შიულობს, კარატის და კიკბოქსის სკოლაში ვერ იშოვის. თვითონ იცის თავის საქმის. ხომ ხედავთ ისეთ ეტოქეებს არჩევს, ძალიან რომ არ სცემონ და ხანდახან მოიგოს. მაგალითად ჯოშ ემეტს არ ეჩხუბა შარშან დეკემბერში, ტრავმა მაქვსო. კარგია რომ არ ეჩხუბა. ალენმა დიდი ვერაფერი უქნა, ის მართლა მაგრად სცემდა, მძიმე დარტყმები აქვს
ეგრეა !
გაიხარეთ ! აბსოლუტურად გეთანხმებით. ჯანმრთელობა და შემდეგში, გამარჯვებები ძალიან კარგ სპორტსმენს და კარგ ქართველს, გიგა ჭიკაძეს ! --------- პ.ს. სამწუხაროდ, არც/ვერც ოლიმპიადაზე არიან ჩვენები წარმატებულები ... ყველა მათგანს მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება ! აუცილებლად იქნება გამარჯვებები(ც)!
odala
ვინც უყურა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა. ტყუილად არ იყო ფავორიტი ალენი. ყოველ წამს იყო საშიშროება ისეთი მოერტყა ჭიკაძისთვის, დაემთავრებინა ბრძოლა. ამიტომ გაურბოდა გიგა. გაცვლებში რომ შესულიყო ისეთ დარტყმას გაუშვებდა, ვერ გაუძლებდა. ის უძლებდა ამის ფეხებს, მაგრამ ეს ვერ გაუძლებდა იმის მუშტებს. ალენი-თოფურია იქნება მაგარი ჩხუბი. ევლოევთან ჰქონდა ალენს ბოლო წაგებული და როგორც ჩანს ევლოევიც მაგარი მებრძოლია.
მამუკა
სულ სამი რაუნდია და თუ მეორე რაუნდში უკვე იღლები ესეიგი სხვა რამე სამსახური უნდა მოძებნო. გახსენი კარატის სკოლა და აკეთე ის საქმე რაც უკეთესად გამოგდის.მაინცდამაინც თავ-პირი უნდა დაგალეწონ და მერე მიხვდე რომ ეს შენი საქმე არ არის.
ეს მისი სამსახურია
ბევრი უაზრი კომენტარი იწერება, რინგზე რა უნდა, თავს რატომ აცემინებს. თუ არ გესმით საერთოდ იუეფსი, აუცილებელი კი არაა კომენტარი გააკეთოთ. თქვენ რომ გისმინოთ კაცმა, მარტო ის უნდა ჩხუბობდეს, ვინც ყველა ბრძოლას იგებს. ჯერ ერთი, ყველაფერს რომ დავანებოთ, სამაახურია ამ კაცის, რომელშიც ფულს იღება და ოჯახს ინახავს. მეორე, ასე აშკარადაც არ წაუგია. პირველი რაუნდი მოიგო, მეორეს ბოლოდან დაიღალა. როცა იღლები, თავს ვეღარ იცავ, ხელები გიმძიმდება. კრივშიც ასეა, ვვარჯიშობდი კრივში. მესამე კიდევ, ორი ბრძოლა აქვს სულ წაგებული იუეფსიში. ამის წინ მოიგო. იუეფსის წესებით კიდევ, თუ არ ვცდები, ზედიზედ სამჯერ უნდა წააგო რომ გავიშვან. ამის შემდეგ, სხვა ნაკლებად პრესტიჟულ დივიზიონებში მიდიან მორჩხუბრები. მაგალითად ბელატორში. იქ ამდენი ფული არ იშოვება, მაგრამ როცა დრო მოუვა, თავად მიხვდება ჭიკაძე როდის გადავიდეს. ახლობელი ალ ვარ. საერთოდ არ ვიცნობ. უბრალოდ იუეფსი მიყვარა და ვგულშემატკივრობ ქართველებს
რატი
ჩემი რჩევაა ჭიკამ თავს მიხედოს ჯობია თორემ ასე გალახული ყოველ ბრძოლაზე ....
მამუკა
არ მიწყინოთ მაგრამ ამას რინგზე რა უნდა მართლა, გადის იმიტომ რომ თავი აცემინოს. შეიძლება იჩხუბო და წააგო, მაგრამ ასე მთელი ბრძოლა გაურბოდე მოწინააღმდეგეს მართლა არ მესმის რატომ გადიხარ მაშინ საჩხუბრად
xaxvi
სკოლის კარატის მასწავლებელია სამზოლიანი რეიტუზებით და 1 რაუნდის საწვავით.ufc-ს მებრძოლი არც არასდროს ყოფილა.
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
გიგა ჭიკაძე ტრავმის გამო ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა
ჭიკაძის მარცხი - მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს