ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთის 3:0 დამარცხებით B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა და ჩვენს გუნდს საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი, რასაც იმედია, მშვიდად მოახერხებს.

„ჯვაროსნები“ 2020 წლის შემოდგომაზე ორჯერ დაუპირისპირდნენ მეზობლებს, კვიპროსში ფრედ, 2:2 ეთამაშენ, თბილისში კი 1:2 წააგეს. გუშინ ნათლად გამოჩნდა ამ ხუთი წლის განმავლობაში რამხელა პროგრესი განიცადა ვილი სანიოლის გუნდმა. ჩვენი ნაკრები წინ მიიწევს და თავად ფრანგმა სპეციალისტმაც სამწვრთნელო კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უძლიერეს მეტოქეებთან მძიმე ბრძოლები ელით და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები ისევ გაგვახარებენ, რაც საკმაოდ რთული იქნება.

„ვაზგენ სარგსიანზე“ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და თავის ყოფილ დამრიგებელს ჯონ ვან ტ'სხიპს აჩვენა, როგორ უსამართლოდ მოექცნენ „აიაქსში“. ქართველი ამსტერდამულ კლუბში მაშინ შიდა ინტრიგების მსხვერპლი გახდა. „ტელეგრაფი“ წერდა, რომ სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა გუნდის

გასაძლიერებლად 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამ ფეხბურთელების (იოსიპ სუტალოს, გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გოსტონ ავილას და ჩუბა აკპომის) რეალური ღირებულებაა. სწორედ ის გახლდათ გიორგის ტრანსფერის ინიციატორი და ეს მწვრთნელის სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა.

მისლინტატი მალე სამუშაოდან დაითხოვეს, ეჭვობდნენ, რომ ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობდა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. შემდეგ გუნდის თავკაცი მორის სტეინი გადააყენეს და მის ნაცვლად ვან ტ'სხიპი დანიშნეს, რომელმაც მიქაუტაძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ნაკლებად მისცა, თავადაც მოუწია „აიაქსის“ დატოვება და სომხეთის ნაკრებში დასაქმდა. მან საქართველოსთან დაპირისპირების წინ თქვა, რომ მიქაუტაძეს ბევრ დროს ვერ აძლევდა, სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებდა, რადგან თავდასხმაში ბრობი და ჩუბა აკპომი ჰყავდა, საბოლოოდ ყველასთვის სასურველი გამოსავალი მოიძებნა და ქართველის „ლიონში“ წარმატებული ასპარეზობა უხარია.

გიორგი „აიაქსში“ დუშან ტადიჩის მემკვიდრედ განიხილებოდა, თუმცა შანსი არ მისცეს , მან თავისი მაინც დაამტკიცა და კიდევ ხშირად დაამტკიცებს. ის კარგი ფეხბურთელი, კარგი ადამიანი, კარგი ქართველია და ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს.

რაც შეეხება ტ'სხიპს, 1+1 სისტემის კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მიხვდა, ალბათ, როგორ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და არაა გამორიცხული, წლის ბოლოს პოსტის დატოვება მოუწიოს. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ კი ფილმ „მიმინოდან“ სახალისო ეპიზოდი გამახსენდა: „ძერ ნმანნერი, ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკან“ – „ისეთები როგორც თქვენ, არცხვენენ რესპუბლიკას“.

მიმომხილველი

აოხნწიქოდ
შენგელია ნბაიაში ჩაიყვანეს ათამაშებდნენ 2 წუთს და ტიპი 5 ქულას და 3 მოხსას გააკეთებდა და ვერ ქაჩავსო გუნდმა და გამოუშვეს გადახედეთ თუ გინდათ სტატისტიკას..
Semi-ს
"ძერ ნმანნერი, ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკან“ – „ისეთები როგორც თქვენ, არცხვენენ რესპუბლიკას".
Რაგბის ფანი
ამ სამსახურსაც დააკარგვინებს. დდდ
reali
2 მატჩი მეგობარო მიქაუტაძეს კიარა ბევრად დიდ ფეხბურთელებს არ ყოფნის ადაპტაციის გასავლელად.
დათა თუთაშხია
მერე ორი მატჩი საკმარისია, ახალ კლუბზე და ახალ ქვეყანაზე როდესაცაა საუბარი? ხვიჩა რომელ ორ მატჩში ადაპტირდა პსჟ-ში? 10 მატჩზე მეტი დასჭირდა, ჩვეულ ფორმას რომ დაბრუნებოდა. ჟორჟიკამ ლიონშიც კი, სადაც თვითონაა გაზრდილი, ადაპტაციისთვის ლამის სეზონი მოანდომა და ეხლაღა დაიწყო სტაბილურად გატანა. ოდნავ ნაკლები დასჭირდა მეცში, თუმცა იქაც თავიდან არ ბრწყინავდა.
G.LA
მიქაუტაძეს ჩვენც ვერ ვაფასებთ ჯერ სათანადოდ, სხიპტს რას ვერჩით? ძალიან მაგარი ბიჭია ჟორჟი და მჯერა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. შოთის შემდეგ ვნატრობდით თუნდაც შოთისთან მიახლოვებულ ფორვარდს და ჟორჟი თუ მეტია არ ნაკლები ახლავე არაა. წინ კიდევ რამდენი დროა აქვს მოსამატებლად.
Semi
მოდი გულზე ხელისდადებით მიპსუხოს ამ სტატიის ავტორმა, ჰო ჰქონდა შანსი მიქაუტაძეს? იყი თვითონ ჟორჟი ფორმაში? ეხლა მიპასუხებთ თავის პოზიციაზე საკმარისი დრო არ ქონდაო, მე გიპასუხებთ რომ ორი მატჩი ჰქონდა თავის პოზიციაზე. არც ხვიჩას ჰქონია პსჟ თავის ფლანგზე სრული მატჩი მაგრამ ხარისხი პირველივე დღიდან დადო. ჟორჟი დიდებული პიროვნება და ფეხბურთელია, დარწმუნებული ბარ გულში ბოღმა არ აქვს ჩაბუდებული, ამაზე მისი მატჩის შემდეგი გასაუბრებაც აჩვენებს ყოფილ მწვრთნელთან.
tngh
ჟორჟმა გვასახელა!!!
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
"ჯვაროსნების" მეტოქის მწვრთნელი გაირკვა - სომხეთის ნაკრებს ჯონ ვან ტ'სხიპი ჩაუდგა სათავეში
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" უკრაინელი კონკურენტი ეყოლება?
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
მიქაუტაძეს "ვილიარეალში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
Geo Team: მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
ჯონ ვან ტ'სხიპი: საქართველოს ნაკრები სამაგალითოა - რატომ არ ვაძლევდი დიდ სათამაშო დროს მიქაუტაძეს?
"კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს ხარვეზები უნდა გამოასწოროს" - "აიაქსის" მწვრთნელი მიქაუტაძეზე
ვან ტ'სხიპი: ჩვენი ფეხბურთელები ქართველების დონის მიღწევას უნდა ეცადონ
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: ეს ჩემ კარიერაში პირველად მოხდა...
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ვან ტ'სხიპი: ამ ორ მატჩს გავარჩევთ - უკვე პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერაციასთან საუბარი ჩანიშნული იყო
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს