FIFA მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთი ისევ იმ საერთო ემოციად უნდა ვაქციოთ, რომელიც ყველას გვაერთიანებს, როგორც მაშინ, საქართველო რომ ევროპაზე გავიდა. როცა მთელი ქვეყანა ერთ ეკრანს უყურებდა, ერთად ყვიროდა და თითოეულ გოლს ერთად ზეიმობდა. ახლა კი, FIFA World Cup 2026-ის წინ, McDonald’s საქართველომ სწორედ ამ განწყობის საქართველოში გადმოტანა დაიწყო.

გლობალური პარტნიორის სტატუსით, McDonald’s FIFA World Cup 2026-ს სპეციალური შეთავაზებებით, კოლექციური ნივთებით, ინტერაქციული აქტივობებით და ფეხბურთის კულტურასთან დაკავშირებული გამოცდილებებით ხვდება.

წლევანდელი ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართება და კამპანიის მთავარი იდეაც სწორედ იმ ენერგიის გაზიარებაა, რომელიც ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე ემოციურ მოვლენად აქცევს. კამპანიაში მონაწილეობენ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები და ლეგენდები: Lamine Yamal, Son Heung-min, Thierry Henry, David Beckham და Ronaldinho. სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნება მათი გამოსახულებებით გაფორმებული საკოლექციო ჭიქებიც.

McDonald’s საქართველოს კამპანია კი ადგილობრივ გამოცდილებას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს გრიმასი, მაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, იასამნისფერი ფუმფულა პერსონაჟი და გულშემატკივრებს ადგილზე ფეხბურთთან დაკავშირებულ თამაშებში ჩართავს. აქტივობის მთავარი გამოწვევა იქნება „გაუტანე გრიმასს გოლი“, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად მინი ბურთები გადაეცემათ.

მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფერო სრულად გადმოინაცვლებს მაკის რესტორნებშიც. ყველა რესტორანი მოირთვება FIFA World Cup 2026-ში მონაწილე ქვეყნების დროშების ვიზუალით გაფორმებული გირლანდებით, რითაც სტუმრებს საფეხბურთო განწყობა მაკდონალდსის ყველა რესტორანში დახვდებათ. კამპანიის ფარგლებში გადაიბრენდება კიოსკებიც, ხოლო ყველა დრაივიან რესტორანში სპეციალურად მოეწყობა ბრენდირებული დრაივის თაღი.

განსაკუთრებული საფეხბურთო ვიზუალით იქნებიან წარმოდგენილი მაკის თანამშრომლებიც, ყველა რესტორანში ქეთო თემატური კოსტიუმებით მოემსახურება სტუმრებს. შერჩეულ რესტორნებში კი სპეციალური სათამაშო მოედნებიც განთავსდება, სადაც ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.

კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ციფრული გამოცდილებაც. FIFA-ს მსოფლიო თასის ფარგლებში მაკის აპში განსხვავებული აქტივობები დაგხვდებათ. ერთგული მომხმარებლები ყოველდღიურად ითამაშებენ, შეასრულებენ დღის ჩელენჯებს და მიიღებენ განსაკუთრებულ შეთავაზებებს. გამოწვევების შესრულებისას შეთავაზებების მიღების შანსიც იზრდება. მომხმარებლები FIFA-ს მსოფლიო თასის მილების შეძენისას აპლიკაციაში 2X ქულებს მიიღებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება FIFA-ს მსოფლიო თასის მილიl საკოლექციო ჭიქებით, ხოლო Happy Meal-ში თემატური ფიგურები. რესტორნებში კი მთელი კამპანიის განმავლობაში ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები და ფანებისთვის შექმნილი გამოცდილებები გაზიარდება.

McDonald’s საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანიის მთავარი მესიჯია: „აი რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“, იდეა, რომელიც აერთიანებს იმ ემოციებს, რის გამოც ფეხბურთი მილიონობით ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. იქნება ეს ღამის მატჩისთვის შეკრებილი მეგობრები, ბოლო წუთზე გატანილი გოლი თუ დილის ყავა თამაშის განხილვისას. მაკი ამ მომენტების ნაწილი ხდება.

FIFA World Cup 2026-ის კამპანია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გაგრძელდება და ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ემოციები საქართველოში, საკუთარ ქალაქში და მაკთან ერთად განიცადონ.

R

თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
სამწუხარო ამბავი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?