ერთი თვე დარჩა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე,რომელსაც საქართველო მეორედ უმასპინძლებს.

პირველად მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნის 11 საუკეთესო გუნდი ჩვენს ქვეყანას 2017 წელს ეწვია. ეს იყო მე-10 ჩემპიონატი 20-წლამდელებს შორის და მსოფლიო რაგბი მას დღემდე მიიჩნევს საუკეთესოდ ორგანიზებულ ტურნირად.გარკვეულწილად ამანაც განაპირობა, რომ 9 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი კვლავ საქართველოში ბრუნდება, ახლა უკვე გაზრდილი გუნდების რაოდენობითა (16) და შეცვლილი ფორმატით. 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, რაგბის ქართველ ქომაგს 7 სათამაშო დღე და 40 დაუვიწყარი თამაში ელოდება, რომლებსაც თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.

ჯგუფები და თამაშების განრიგი

ა და გ ჯგუფის შეხვედრები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება, ხოლო ბ და დ ჯგუფების თამაშებს „აია არენა“ უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 27ივნისს, 2 ივლისს და 7 ივლისს გაიმართება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები თასის ნახევარფინალში გადიან, მეორეადგილოსნები - მე-5 ადგილის ნახევარფინალში, მესამეადგილოსნები მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდები მე-13-მე-16 ადგილებს გაითამაშებენ.

ნახევარფინალები ორ დღეზეა გაწერილი:12 ივლისს ქუთაისში მე-13 ადგილის, ხოლო თბილისში მე-5 ადგილის ნახევარფინალებია; 13 ივლისს ქუთაისში მე-9-მე-12ადგილების, თბილისში კი თასის ნახევარფინალები შედგება. ორ დღეზეა გაწერილი დასკვნითი მატჩებიც - 17 და 18 ივლისი. თასის ფინალი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზეა ჩანიშნული. მთლიანობაში, თბილისსა და ქუთაისში 20-20 უმაღლესი დონის თამაში გველოდება. 2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.განთესვის შედეგად ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

ერთადერთი ქვეყანა ტიერ2-იდან

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და წელს მე-16-ედ გაიმართება (2020-2022 წლებში ის კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა), აქამდე სულ 9 ქვეყანას უმასპინძლია. ტურნირი 3-3-ჯერ ჩატარდა იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში, 2-2-ჯერ არგენტინასა და საფრანგეთში, ხოლო თითოჯერ უელსში, იაპონიაში, ახალი ზელანდიასა და ინგლისში.

ამ ჩამონათვალში საქართველო ტიერ2-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ ჩემპიონატს მასპინძლობს და თანაც მეორედ! ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ ამომავალი ვარსკვლავების პირველი ნაბიჯები დიდ რაგბში. აქამდე ამ გზის გავლით იქცნენ მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებად: ებენ ეცებეთი (სამხრეთ აფრიკა), დარსი გრემი(შოტლანდია), ჰენრი პოლოკი (ინგლისი), სიია კოლისი (სამხრეთ აფრიკა), ჩესლინ კოლბი

(სამხრეთ აფრიკა), ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი)ელის გენჯი (ინგლისი), ბენ იანგსი (ინგლისი), მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), თიჯეიპერენარა (ახალი ზელანდია), ოუენ ფარელი (ინგლისი), აარონ სმიტი (ახალი ზელანდია),უილ გენია (ავსტრალია), ჯესი კრილი (სამხრეთ აფრიკა), დამიენ პენო (საფრანგეთი),ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), აარონ კრუდენი (ახალი ზელანდია), უილ ჯორდანი(ახალი ზელანდია), რომან ნტამაკი (საფრანგეთი), სანტიაგო კარერასი (არგენტინა), მეტიუ ჟალიბერი (საფრანგეთი) და სხვა მრავალი.

მთლიანობაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნისნაკრებში 500-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურებულა, მათგან 30-ზე მეტი (2016 წლის შემდეგ) ბორჯღალოსნებში.

R

ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?