როდესაც მოტოსპორტის სამყაროში სიტყვა „ლეგენდას“ ვახსენებთ, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იტალიურ გიგანტს – Aprilia-ს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ველოსიპედების პატარა საწარმოდან დაწყებული ისტორია მალე იქცა მოტო-ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ბრენდად, რომლის ანგარიშზეც დღეს ზუსტად 54 მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია.

სწორედ ამ ლეგენდარული იტალიური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მოტო მაღაზია “პიტსტოპ მოტო” კი ამ სტატიაში ბრენდის მორიგი აღიარების შესახებ გიამბობთ Bajas European Championship-ის მორიგ ეტაპზე სარდინიაში.

ბრენდს კიდევ ერთი დიდი აღიარება მოუტანა European Baja Championship-ის მორიგმა ეტაპმა სარდინიაში. იტალიელმა მოტომრბოლელმა, რომელსაც Moto Rally-ს იტალიის ჩემპიონატის მოგების დიდი გამოცდილება აქვს, ამჯერად სრულიად განსხვავებული გამოწვევა მიიღო - მან ევროპის ჩემპიონატზე სრულიად ქარხნული, სერიული წარმოების Aprilia Tuareg 660-ით იასპარეზა!

„ძალიან მაინტერესებდა, რას შეძლებდა ჩვეულებრივი, ქარხნული მოტოციკლი პროფესიონალურ, მოდიფიცირებულ ბაიკებთან კონკურენციაში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა!“ – აღნიშნავს მრბოლელი.

მოტოციკლში მხოლოდ მინიმალური ცვლილებები შევიდა – მრბოლელის სიმაღლიდან გამომდინარე, ოდნავ ამაღლდა სავარძელი და დაკიდების სისტემა მის მართვის სტილს მოერგო. დანარჩენი ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც Aprilia-ს შოურუმში შეხვდებით. გარდა ამისა, სპორტსმენისთვის სრულიად ახალი აღმოჩნდა ახალი ციფრული ნავიგაცია.

ბოლონიიდან სარდინიამდე - რბოლა კოკისპირულ წვიმაში

მოგზაურობა ბოლონიის აეროპორტიდან დაიწყო. მრბოლელმა ჩასვლისთანავე ადმინისტრაციული და ტექნიკური შემოწმებები გაიარა - შემოწმდა მრბოლელების მოტოციკლების, ჩაფხუტების, ეარბეგებისა და ციფრული ნავიგაციის გამართულობა.

პირველი დღე მძიმე პირობებში ჩატარდა. 190 კმ-იანი გზა დაიწყო დილის 6:30-ზე და მრბოლელემა მთელი მარშრუტი წვიმაში გაიარეს - „შხაპის ქვეშ ვდგავართ" ამბობდა იაკოპო ჩერუტი. ტალახიანი მონაკვეთები განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, ვინაიდან საბურავები იდეალურად არ შეეფერებოდა ასეთ პირობებს, რამაც კონკურენტებს გარკვეული სარგებელი მისცა.

მეორე დღეს სრულიად განსხვავებული პრობლემა შეიქმნა: წინა დღის თავსხმა წვიმის გამო, წყალი ელექტრონულ კონექტორებში შევიდა, რის გამოც ციფრული ნავიგაცია საერთოდ გაითიშა. რადგან ამ რბოლაში იაკოპო მექანიკოსის გარეშე იყო და ამ როლს თავადვე ასრულებდა, მან სტარტამდე სცადა გაუმართაობის აღმოფხვრა. მართალია, ნავიგაცია ვერ ჩართო, თუმცა გზაზე წინა დღის წვიმისგან დარჩენილი კვალი დაეხმარა, რომ არ აბნეულიყო. მოგვიანებით მას წინ გამოცდილი მოტოციკლელი Andrea Gava დაეწია. იაკოპო მას უკან მიჰყვა, მის მიერ აღებულ მაღალ ტემპს აჰყვა და ასე შეძლო რთული მონაკვეთის წარმატებით გავლა.

სერიული მოტოციკლის ტრიუმფი – აღმოაჩინე ლეგენდარული Aprilia „პიტსტოპ მოტო“-ში

„ეს გამარჯვება ამტკიცებს იმას, რომ სერიული მოტოციკლით ამ დონის რბოლებში ნამდვილად კარგად შეიძლება გასვლა" - ასე შეაჯამა იაკოპომ გამარჯვება.

Aprilia Tuareg Rally 660 უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში - პიტსტოპ მოტოს მეშვეობით, Aprilia-ს ოფიციალური წარმომადგენლის, სადაც მოტოციკლის გარდა მომხმარებელს სრული ეკიპირება, აქსესუარები და სათადარიგო ნაწილებიც ელის.

Aprilia-ს ბრენდის მოტოციკლებისა და მოპედების მრავალფეროვანი არჩევანი “პიტსტოპ მოტოს” შოურუმშია წარმოდგენილი.

შოურუმში შეხვდებით შემდეგ მოდელებს - SR APRILIA 150 ABS, RS 457, RSV4 1100, TUONO 457, SR GT 200, RS 600 E5+, RX 125 E5+, SR GT SPORT 200, TUONO 660 FACTORY, RX 125, SR GT 200 REPLICA.

თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეძენაში კი “პიტსტოპ მოტოს” პროფესიონალი კონსულტანტები დაგეხმარებიან. შოურუმში წარმოდგენილია ყველაფერი, რაც მოტოციკლსა და რაიდერს შეიძლება დასჭირდეს - ბაიკერის შარვლები, ხელთათმანები, ქურთუკები, ფეხსაცმელი, მოტოციკლის აქსესუარები და ნაწილები.

ამიტომ ეწვიეთ მაღაზიას რაფაელ აგლაძის 11ა-ში კვირის ნებისმიერ დღეს 10:00-დან 19:00-მდე!

R

თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
სამწუხარო ამბავი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?