ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი

27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!

2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.

მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!

უელსი

უელსის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეთექვსმეტედ თამაშობს. ის ა ჯგუფში მასპინძელ საქართველოსთან, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან და ურუგვაისთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს უელსი თბილისში, “ავჭალაზე” გამართავს და 27 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს; 2 ივლისს 13:00 საათზე ურუგვაის; ხოლო 7 ივლისს 18:00 საათზე სამხრეთ აფრიკას ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.

უმცროს ბორჯღალოსნებს უელსელი თანატოლების წინააღმდეგ აქამდე ორჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა: 2016 წელს, ჩვენთვის პირველ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, უელსმა ჯგუფურ ეტაპზე მინიმალური სხვაობით - 10:9, ხოლო 2023 წელს, მე-5 ადგილის ნახევარფინალში 40:21 იმარჯვა.

უელსის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობს. 2008 წლიდან დღემდე გამართული 15 ტურნირიდან (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) ერთში, მან მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა (2013 წელს ფინალში ინგლისთან 15:23 დამარცხდა), ერთხელ მესამე ადგილს დასჯერდა (2012 წელს არგენტინას 25:17 სძლია), ერთხელ კი მეოთხე ადგილზე (2008) გავიდა.

2008 წლიდან გუნდი 20-წლამდელთა ექვს ერზეც თამაშობს და სადებიუტო მატჩში, 1 თებერვალს ინგლისთან 15:28 დამარცხდა. პირველ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს სწორედ უელსმა უმასპინძლა და სუონსში მათ პირველ შეხვედრაში იტალიას 29:10 სძლიეს (6 ივნისს). ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს სამოას მოუგეს - 74:3, თავად კი 2011 წელს ახალ ზელანდიასთან 0:92 წააგეს.

რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩატარებული 75 მატჩიდან, უელსმა 39 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 35 დათმო. 2013 წლის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე უელსელი სემ დევისი გახდა. შარშან გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება 20-წლამდელთა ექვს ერს, 2008 წლის შემდეგ უელსმა ჩემპიონის ტიტული ერთხელ, 2016 წელს გრანდ სლემით (ყველა მეტოქის დამარცხება) მოიპოვა, ორჯერ კი (2008 და 2013) მეორე ადგილზე გავიდა.

უელსში რაგბი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მთელი მოსახლეობის 44% რაგბის გულშემატკივარია, რაც მას ქვეყნის კულტურის ნაწილად აქცევს.

ქვეყნის ტერიტორიაზე პირველი სარაგბო მატჩი 1850 წელს ჩატარდა, როდესაც თამაშით მოხიბლული პროფესორი როულენდ უილიამსი, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან წმინდა დევიდის კოლეჯში ჩავიდა და იმავე წელს პირველი უელსური რაგბის გუნდი დააარსა. ახალ სპორტს მიმდევრები მალე გამოუჩნდნენ და 1881 წელს უელსის რაგბის კავშირი შეიქმნა. თავის მხრივ, უელსმა ირლანდიასთან და შოტლანდიასთან ერთად, 1886 წელს დააარსა რაგბის საერთაშორისო საბჭო, რომელიც ამჟამად მსოფლიო რაგბად იწოდება.

უელსის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც „წითელი დრაკონები“ ეწოდება, პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1881 წელს ინგლისის წინააღმდეგ გამართა (0:8). მან რეკორდული გამარჯვება 2004 წელს იაპონიასთან მოიპოვა - 98:0, თავად კი ყველაზე დიდი სხვაობით 1998 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - 13:96.

1987 წლიდან დღემდე, “დრაკონებმა” ყველა მსოფლიო თასზე (10) ითამაშა და საუკეთესო შედეგს პირველ, 1987 წლის ტურნირზე მიაღწია, როდესაც მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ამის გარდა გუნდი ორჯერ იყო ნახევარფინალში (2011 და 2019 წლები) და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

უელსი 1883 წლიდან ექვსი ერის და მისი წინამორბედი ტურნირების უცვლელი მონაწილეა და თასი ინგლისის შემდეგ ყველაზე მეტჯერ მოიპოვა - 28-ჯერ ერთპიროვნულად და 8 გაზიარებით.

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3,2 მილიონს აღწევს, 300-ზე მეტი სარაგბო კლუბი და 80-ათასზე მეტი მოთამაშეა რეგისტრირებული. უელსის რაგბის კავშირს მოცემული მომენტისთვის ოთხი ფრენჩაიზი ჰყავს - ‘კარდიფი’, ‘დრაგონსი’, ოსფრიზი’ და ‘სკარლეტსი’, რომლებიც გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატსა და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირებში - ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე თამაშობენ.

“დრაკონები” მსოფლიო რაგბის რეიტინგს 2019 წელს ორი კვირით ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო წლების რეგრესის ფონზე, ამჟამად გუნდი 75.07 ქულით, მხოლოდ მე-11 ადგილზე იმყოფება.

უელსის 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში ისეთი მორაგბეები დაწინაურებულან, როგორებიც არიან სემ უორბერტონი, ჯონათან დევისი, დენ ბიგარი, ჯორჯ ნორთი, ტაულუპე ფალეტაუ, ჯასტინ ტიპურიკი, ლიამ უილიამსი და სხვები.

Rugby.ge

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - არგენტინა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია

20 წ. | ცვლილებები გაფართოებულ რაზმში

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი

საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა

მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს

[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა

საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს

[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...

ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა

პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის

ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ

პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა

ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა

მენსანამ რუსთავში იმარჯვა და 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ

[VIDEO] ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია - მბაპემ მოდელის იმიჯიც მოირგო

[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა

[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია

შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია

მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება