ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „ფლორასთან“ ფრეს დასჯერდა (2:2), ორი შეხვედრის ჯამში 5:4 სძლია და მეორე რაუნდში გავიდა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მომენტები შექმნეს და მიზანსაც მიაღწიეს: მეკარე გრუნვალდმა ორჯერ გადაარჩინა ტალინური გუნდი, შემდეგ კი საჯარიმოდან კუციას ჩაწოდებულ ბურთს სიხარულაშვილმა მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი. 36-ე წუთზე სიხარულიშვილმა დადიანის პასით დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნაჭყებიას ეფექტურად გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. იბერიელების უპირატესობა აშკარა, ხოლო ვარიუნდისგან გაშვებული გოლი თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ალოგიკური იყო. მერე კულიევმა საჯარიმოში მეტოქე წააქცია და საპინენმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ესტონური გუნდი იერიშებზე გადავიდა, თუმცა, საბედნიეროდ ვერ გაიტანა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

„იბერია 1999“ მომდევნო ეტაპზე „სლოვანს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ვლადიმერ ვაისის ნაცვლად იაია ტურე ჩაუდგა სათავეში და ცხადია, ასეთი თამაშით ბრატისლავური გუნდის ძლევა გაუჭირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - ფლორა 2:2

გოლები: 1:0 სიხარულაშვილი (13), 2:0 სიხარულაშვილი (36), 2:1 ვარიუნდი (69), 2:2 საპინენი (84, პენ)

იბერია: მაკარიძე, ზოჰური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლია, ქარდავა, დადიანი, კუცია (კულიევი 74), ბედოშვილი (კაფე 85), ნაჭყებია (ქობულაძე 90+2), სიხარულაშვილი (ძაგანია 90+2)

დემბელეს დედა თამთა
ლორიას უყვარდა ხოლმე დროის გაყვანა, განსაკუთრებით ნაკრებში. ეს მაკარიძე იმაზე უარესი ყოფილა. მოკლედ არაა ქართული ფეხბურთის საშველი, სვარკის ყურება ჯობია ბევრად. უკანპასა ფეხბურთს ვთამაშობთ, საზიზღრობაა საყურებლად. ბიჯო, თუ სირბილი არ იცით, არ შეგიძლიათ მეტი ან გეზარებათ, ვინ გაძალებთ ამ ფეხბურთელობას, მოსინჯეთ ძალები სპორტის სხვა სახეობებში, მაგალითად შაშში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ძალოსნობაში, ჩვენც დავისვენებთ და თქვენც. 35 წელია უკვე რაც შემტევი ფეხბურთი აღარ გვითამაშია, ეს რა უბედურება გვჭირს, შეგვაზიზღეს ყურებაც და საერთოდ ამ ქვეყანაში ცხოვრებაც. როგორ ყველგან და ყველაფერში არაპროფესიონალიზმია გაბატონებული? ევროპა კი არა მეცხრამეტე საუკუნის დონეზე ვართ დაცემული.
საჩინო
სულ მიკვირს და ვერ ამომიხსნია,რატომ მოძრაობენ ჩვენი ფეხბურთელები ასე ცუდად,ასე დუნედ.მსაჯი ყველაზე სწრაფად დარბოდა. არცერთი არ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ ორმა მაინც მთლად ყველას გადააჭარბა: მაკარიძე და სილიმიჩი ნამდვილად ,რომ გამოირჩენ.მაკარიძეზე ერთი სიტყვა შეიძლება თქვა____კატასტროფა.ხოლო რაც სილიმიჩმა მოახერხა ,ყველა ვერ შეძლებდა___ბურთს ჩვენი კარისკენ ერთადერთი გზა,ერთადერთი კალაპოტი ქონდა და სილიმიჩმა სწორედ ის გზა გაუხსნა.ლეგიონერი სწორედ ასეთი უნდა იყიდო.
გავედით
გოლი რომ არ ჩაითვალა, გულმა მიგრძნო, ეს ფლორა რომ დაუტრიალებდა, იკითხებოდა მსგავსი სცენარი.თუმცა საბედნიეროდ მაინც გავიდნენ
ტიტე
როცა ქვეყანას ესე სჭირდება რეიტინგი, როცა შეგიძლია ეს მონინააღმდეგე დიდი ანგარიშით დაამარცხოს და არ ამარცხებ, არ ვიცი ამას რა დავარქვა. 60=წუთის მერე თეთრ ფორმაში გამოწყობილი სირცხვილი დადიოდა მოედანზე.
100%
უნდა დამეწერა, რომ მაკარიძეს არა სწორ მოქმედებას მოყვა პირველი გოლიმეთქი და პირველი კომენტარი დამხვდა))) მინდა ბიჭებს ვუთხრა, რომ ყოველი თამაში გახადეთ შემდეგის გენერალურ რეპეტიციად. ყველას უნდა გოლის გატანა რათქმაუნდა, მაგრამ არასწორ გადაწყვეტილებებს და პასის არ მიცემას მოყვა ის, რომ ვინერვიულეთ ყველამ ერთად. გაკეთებული თამაში ლამის გავაფუჭეთ. ისე ფლორას გააქტიურებამ მანახა თქვენი ძალა. არ ვყოფილვართ მთლად ჯაბანნი. ,,ფლორა,, გუნდია და ამ გუნდს გარკვეული დროის მონაკვეთში ჩავუტარეთ საფეხბურთო გაკვეთილი. წარმატებას გისურვებთ ,,სლოვენთან,,!
ნელსონ მანდელა
ყოველ წელს ჩანს თუ როგორ ვიჩაგრებით ფიზიკურად ნებისმიერ გუნდთან 1 ტაიმი და მერე მორჩა, პროფესიონალი ფეხბურთელი არიან არ მესმის რატომ არ არიან ფიზიკურად თავიანთი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია... ის ბედოშვილი სრულიად მარტო გავიდა ერთი ერთზე თან პირველი წუთები იყო და ელემენტი დაუჯდა უკვე რომ უნდა გაესროლა... თვითონ ჯინჯილავამც რომ აღიარა ისინი ფიზიკურად უკეთესები არიან და არც კი რცხვენიათ...
დათო
მართლა ქვეყნის სირცხვილია ქართული კლუბები
თორნიკე
გაუქმებული გოლი ნამდვილად თაამშგარის გამო იყო? რამდნეიმეჯერ ვუყურე და ბარე 3 ესტონელი ფეხბურთელია თავდასხმელზე უკან, რა თამაშგარე?
A
ნეტა გასვლა ჯობდა თუ გავარდნა ნაბრძოლი ანგარიშით
SS
ეს არის ამ კლუბის მაქსიმუმი!
მაკარიძეს
რომელი გოლი იყო მაკარიძის ბრალი?
rona
ბიჯო ეს დედაფეთქებული ხომ არსებოს მეთოდი, რომ შემოწმდეს ფეხბურთელის მზაობა, ვისაც იმის ფიზიკური მონაცემი არ ააქ, რომ 90 წუთიან დატვირთვას გაუძლოს გააგდეთ რა გუნდიდან.
ხოდა
იმაზე ვიფიქროთ, რო ბათუმის დინამომ იზეიმოს საქართველოს ჩემპიონობა, ჯერ არ გასულან ევროტურნირზე და რა კაი ტრანსფერებს აკეთებს ახალი მენეჯმენტი. აღარ შეიძლება ამ იბერიის ჩემპიონთა ლიგის გზა. წყნარად მოსაგები თამაში ჯოჯოხეთად აქციეს.
Lelo
ხო ენა მოუᲩლიქეᲗ, ასეᲗი ᲗამაᲨიᲗ კიარა, საერᲗოდ ამაᲗ ფეხბურᲗელები ვინ დაარქვა, ეს საცოდავი რა დᲦეᲨი იყვნენ, ესტონეᲗის Ჩემპიონი რო ასეᲗ დᲦეᲨი Ჩაგაგდებს, არაქაᲗს გამოაცლის სერბეᲗის ან ხორვატიის Ჩემპიონი რაᲦას გიზავს, სლოვაკეᲗის Ჩემპიონ სლოვანᲗან Შანსი არ აქვს.
მეზღვაური
ასეთი თამაშით არამარტო სლოვანთან თამაში,არამედ კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლაც გაუჭირდებათ.მინიმუმ კონფერენს ლიგის ფლეიოფში/მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გარანტირებული გვაქვს,მაგრამ ამ ხარისხით და ქაოტურობით ძალიან გაგვიჭირდება.არაფერს აღარ ვამბობ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე,სადაც გადავინაცვლებთ თუ სლოვანი გამოგვაგდებს. ჩემი აზრით იბერიას ყველა პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება და ცუდია აქამდე რომ არ გაკეთდა ეს.მინიმუმ აგვისტოს ბოლომდე ევროტურნირზე იქნება გუნდი და არის დროს 1-2 ტრანსფერისთვის.სხვა მხვრივ სამწუხაროდ მე ფლორასთან მთლიან ჯამში ვერ დავინახე ის თამაში,რაც შეიძლება იძლევოდეს ოპტიმიზს,რომ თუნდაც კონფერენს ლიგის ჯგუფში შევალთ.აწი ფლორას დონის მეტოქეები აღარ შეგხვდებიან.
ალფა
დემჩენკომ უნდა შეიგნოს, ასეთი თამაშით აქ კვდებიან ნახევარი საათის მერე ფეხბურთელები, უკრაინაში არ ვიცი რას ირჭობენ ან რას აკეთებენ, მაგრამ აქ ფიზიკა პრობლემაა. აი, კულიევისნაირი დებილი რატო უნდა იყიდოს გუნდმა საერთოდ. რა 0.50 ამოგვეცალა ჯიბიდან, როდის უნდა ისწავლონ მოგების და კოეფიციენტების მნიშვნელობა.
alexandre
რა ჩემი ბრალია, რომ მახსოვს ქართველი მებრძოლი ფეხბურთელები, კბილებით რომ იბრძოდნენ ყველა ბურთზე, ყველა მომენტში. ამ საცოდავებს ეტყობა ყველას კბილები არ აქვთ, აქვთ პროტეზები. ასე რომ, ნუ ველოდებით თავდადებას, ბრძოლას, ჟინს.
Leo
ფიზიკაში ძალიან სუსტები ვართ, სლოვანთან შანსი არ გვაქვს. იმედია კონფერენც ლიგის პლეი ოფში გაგვიმართლებს.
Ardiles78
ვაი ჩვენს პატრონს!
მაკარიძე
მოგზავნილია ეს მაკარიძე?)))
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონია [VIDEO]
ზაქარია ბეგლარიშვილი: კარგი გრძნობაა, როცა მთელი წელი შრომობ და სეზონს ტიტულით ასრულებ
"იბერია 1999"-მა ბრაზილიელი მცველი დაიმატა
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში მე-14 გოლი გაიტანა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 მეშახტე. როცა შეგიძლია, გართულება თავიდან აიცილო...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე
ბეგლარიშვილი თავისას არ იშლის - ესტონეთის ჩემპიონატზე ჰეთ-თიკი შეასრულა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 რუსთავი. სუპერგოლით და "ქამბექით" მოპოვებული ლიდერობა, დემჩენკოს ჩამწარებული დებიუტი...
ახალი მწვრთნელით - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა