დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ტორპედოს" რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი აქვს ჩაფიქრებული
ქუთაისის "ტორპედოში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე გულშემატკივარი უკვე ინფორმირებულია. გუნდის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის გაახალგაზრდავება და შემადგენლობისა და მწვრთნელთა შტაბის შეცვლა გადაწყვიტა.

როგორც ამბობენ, გუნდი შარშან, სლოვენიაში გამართულ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებიც ამჟამად თბილისის "ლოკომოტივსა" და გორის "დილაში" თამაშობენ.

"ლოკომოტივიდან" "ტორპედოში" გადადის ესპანელი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულე, რომელიც "ესპანიოლის" დუბლშემადგენლობასა და კატალონიის 17-წლამდელთა სანაკრებო გუნდს ხელმძღვანელობდა, რამდენიმე წელი კი ყატარის საფეხბურთო აკადემიის სკაუტად მუშაობდა.

ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება კარგია, მაგრამ საკადრო რევოლუციას პირველი "მსხვერპლი" უკვე მოჰყვა: გუნდი დატოვეს გიორგი დათუნაიშვილმა და გიორგი ბერიაშვილმა. ჯერ უცნობია, ეს ფეხბურთელები კარიერას რომელ გუნდში გააგრძელებენ. თუმცა ამ უკანასკნელზე ორი კვირის წინ იყო ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი შესთავაზეს.

26 წლის თავდამსხმელი ქუთაისურ გუნდში გასული სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა და 33 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა.

დათუნაიშვილი კი "ტორპედოში" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ გამოჩნდა. საყრდენმა ნახევარმცველმა 105 მატჩში 12 გოლით გამოიჩინა თავი.

"ტორპედოს" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბი ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ორი მოთამაშის შემცვლელის სასწრაფოდ მოძებნა ქუთაისელებს ძალიან გაუჭირდებათ.

თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ტორპედოს" რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი აქვს ჩაფიქრებული. იგეგმება "ზესტაფონის" მცველის - გიორგი ხიდეშელის, გორის "დილას" მცველის - გულვერდ თომაშვილისა და ცენტრალური ნახევარმცველის - გიორგი აბურჯანიას დამატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედო" გიორგი დათუნაიშვილსა და გიორგი ბერიაშვილს დაემშვიდობა

გია გეგუჩაძის გარეშე - ქუთაისელთა ახალგაზრდული და ესპანური კურსი

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
გულვერდ თომაშვილი "ლოკომოტივში", ბიძინა მახარობლიძე "ტორპედოსკენ"?
თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა
დინამო(თბ)-ლოკომოტივი 3:0 - როგორც დინამიური მანქანა [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
ქუთაისის "ტორპედო" გია გეგუჩაძემ და მწვრთნელთა შტაბმა დატოვეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა