სერბეთი გამთამაშებლის გარეშე დარჩა
საბოლოოდ გაირკვა, რომ სერბეთის ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოშიჩი ვერ შეძლებს ევრობასკეტზე გამოსვლას.

სერბები კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

არადა, ცოტა ხნის წინ, სერბული პრესა წერდა იმის შესახებ, რომ მცველის აღდგენითი პროცესი წარმატებით დასრულდა, თუმცა ექიმებთან ტეოდოშიჩის გუშინდელი ვიზიტი ფატალური გამოდგა - კალათბურთელს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო "ვალენსიას" ფორვარდმა ვლადიმირ ლუჩიჩმა, რომელმაც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოაცხადა, რომ ვერ მოასწრებდა საჭირო კონდიციების აკრეფას.

ასე რომ, ტეოდოშიჩის გარეშე სერბების საბოლოო განაცხადმა ასეთი სახე მიიღო:

მცველები: სტეფან მარკოვიჩი (უკლუბოდ), ნემანია ნედოვიჩი ("გოლდენ სტეიტი", NBA), დანილო ანჯუშიჩი ("ბოლონია", იტალია), ვასილიე მიჩიჩი, ნემანია კრსტიჩი (ორივე - "მეგა ვიზურა");

ფორვარდები: ნემანია ბიელიცა ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ბოგდან ბოგდანოვიჩი ("პარტიზანი"), ნიკოლა კალინიჩი ("ვოივოდინა");

ცენტრები: ნენად კრსტიჩი (ცსკა, რუსეთი), რაშკო კატიჩი ("ცრვენა ზვეზდა"), ვლადიმირ შტიმაცი ("უნიკახა", ესპანეთი), ჯორჯე გაგიჩი ("ოსტენდე", ბელგია).

ევროპის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, აფრიკაში კი კონტინენტის პირველობა დასასრულს მიუახლოვდა. იქ უკვე გამოვლინდნენ ფინალისტები - ეგვიპტე და ანგოლა.

ეგვიპტელებმა ნახევარფინალში 70:63 დაამარცხეს სენეგალი, ანგოლას ნაკრებმა კი კოტ დ'ივუარს სძლია - 66:59.

ფინალის საგზურის მოპოვებით, ეგვიპტემ და ანგოლამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდეს. ეგვიპტელებისთვის ეს იქნება პლანეტის პირველი ჩემპიონატი 1990 წლის შემდეგ, ანგოლა კი 2002 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს პირველობის უცვლელი მონაწილეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრობასკეტი 2013: გუნდების საბოლოო განაცხადები

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
ოფიციალურად: ტეოდოშიჩი "კლიპერსმა" გაიფორმა
NBA: მილოშ ტეოდოშიჩი "კლიპერსში" გადავიდა
ო, კოკოშკოვი! - ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან
ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი: დამაჯერებელი ბალტიისპირელები
მილოშ ტეოდოშიჩი: ერთ წელიწადში NBA
"ᓔᓤᓔᓡᓘ" ᓕᓐᓠᓡᓙᓕᓚᓐᓕᓔᓑᓡ ᓐᓒᓠᓝᓕᓔᓑᓡ
ესპანეთი-ხორვატია 68:40: ფავორიტმა სლავებს ხელ-ფეხი შეუკრა
მილოშ ტეოდოშიჩის შანსი "იუტას" აქვს
ევრობასკეტი 2013: I ტური სენსაციებით დაიწყო
თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" უარი უთხრა და სავარაუდოდ, NBA-ში ბრუნდება