26 დეკემბერს "არენა 2"-ის დარბაზში გამართულ მატჩში მონაწილეობა ქართული ფეხბურთის ცნობილმა წარმომადგენლებმა მიიღეს
საქართველოს ახალგაზრდული და ფუტსალის ნაკრებების ყოფილ წევრს, კახა ახალაძის ურთულესი დაავადება დაუდგინდა და ძვირად ღირებული სარეაბილიტაციო პროცედურები ესაჭიროება.

26 დეკემბერს "არენა 2"-ის დარბაზში (ყოფილი "ქარიშხალა") ვეტერანი ფეხბურთელის დასახმარებლად საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. ორგანიზატორები საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია და ფუტსალის ასოციაცია იყვნენ.

საქველმოქმედო მატჩს მხარს უჭერდნენ ქართული ფეხბურთის ცნობილი წარმომადგენლები: ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია, დავით მუჯირი.

კახას მეგობრების ნაკრებში ითამაშეს ალექსანდრე იაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა, რატი ალექსიძემ, ალექსანდრე ამისულაშვილმა, ლადო დვალიშვილმა, გიორგი ღუდუშაურმა, დავით თარგამაძემ, რევაზ გოცირიძემ, გიორგი ადამიამ, ჯაბა მუჯირმა, მიხეილ მაზიაშვილმა.

ისინი ფუტსალის ნაკრების სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეების (ჯამბურია, მაისაია, სებისკვერაძე, ალთუნაშვილი, ლუკავა, ბოკერია, ასათიანი, კუბლაშვილი, ცნობილაძე, გაბუჩია, ჭანუყვაძე) ნაკრებს შეხვდნენ.

შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. მაგრამ ჩვენ ახლა მის დეტალებს არ მოვყვებით. მთავარი ისაა, რომ საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა კახა ახალაძის მკურნალობას მოხმარდება.

გულისხმიერ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კახას დასახმარებლად "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებს შეგიძლიათ, დარეკოთ ნომერზე - 0901700083. ხოლო "თი-ბი-სი" ბანკში გახსნილია ანგარიში: TBCBGE22 GE90TB7008717365100011.

"კახა ახალაძეს მკურნალობაში, რეალიბილატაციასა და მედიკამენტებში უზარმაზარი სახსრები სჭირდება და მას ვეღარ აუდის. ამიტომაც გადავწყვიტეთ ბიჭებმა მისი თანადგომა.

სულ 40 წუთი ვითამაშეთ და ამას მხოლოდ სურვილი სჭირდებოდა. მთავარი კი ისაა, რომ კახა დაინახავს - მას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც გაჭირვებაში გვერდში დაუდგნენ.

კარგი თამაშიც გამოვიდა და სპონსორებისა და ფეხბურთელების დახმარებით ის თანხაც შეგროვდა, კახამ და მისმა ოჯახმა ორი თვე მაინც რომ არ იფიქროს მედიკამენტებზე.

კახა მადლიერია ყველა ამ ფეხბურთელის, მედიის, უბრალო გულშემატკივრების, რომლებმაც ეს დიდი სითბო და თანადგომა გამოხატეს", - ამბობს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
ალეკო ამისულაშვილი: თემურს ჩემთან აქვს კითხვები, მე კი - მასთან
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ჯაბა მუჯირი: კონტრაქტში ისეთი პირობებია, ფეხბურთელი დაუცველი გამოდის
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
საქველმოქმედო აქცია: ერთად დავეხმაროთ კახაბერ ახალაძეს!
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ხსოვნა: კაცი, რომელიც ყველას უყვარდა...
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"ატლეტიკო", "დნიპრო" და "მაქაბი" თბილისში - ოთხთა ტურნირს "ლივერპულის" სკაუტიც დაესწრება