"ბარსელონას" მესიმ და ტელიომ მოაგებინეს
მიკელ გონსალესმა კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. ცენტრალურმა მცველმა ორივე გოლი თავით გაიტანა, რის გამოც "მარკას" ჟურნალისტებმა "სოსიედადის" ფეხბურთელს მიკელ "კოვაჩევიჩ" გონსალესი უწოდეს. ბასკებმა მესამე დივიზიონის "რასინგს" 3:1 მოუგეს და 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა ეს ნაბიჯი გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა, 83-ე წუთზე გოლი რომ არ გაეშვათ. მიუხედავად ამისა, ამ წყვილში მაინც ყველაფერი გადაწყვეტილი გვგონია და ინტრიგა უფრო მოჩვენებითი უნდა იყოს.

აი, "ლევანტე"-"ბარსას" ორმატჩიანი დუელის მიმართებაში კი სიტყვა "ინტრიგა" მხოლოდ თამაშამდე იყო აქტუალური. საინტერესო გახლდათ, შეძლებდა თუ არა ვალენსიური კლუბი მრისხანე მეტოქის ზედიზედ მეორედ დამწუხრებას. ამ კითხვაზე პირველი ტაიმის შემდეგ ერთი პასუხი იყო: "კი".

აი, მეორე ტაიმმა კი ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა და "ბარსამ" "ბაყაყებთან" რამდენიმე დღის წინ დაკარგული ქულებისთვის რევანში აიღო. შეხვედრის გმირები კი ლიონელ მესი და კრისტიან ტელიო გახდნენ. ზოგადად, როდესაც ერთი ფეხბურთელი შეხვედრაში 4 გოლს გაიტანს, ვამბობთ, რომ მან "პოკერი" შეასრულა. 23 იანვარს ლიონელ მესიმ, რომელიც კატალონიური კლუბის რიგებში თავის მე-400 თამაშს ატარებდა, "კარე გახსნა" - არგენტინელს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ოთხივე გოლი მან შექმნა. სამ შემთხვევაში მისი გადაცემით სწორედ ტელიომ იხეირა, ერთი გოლი კი არგენტინელის დარტყმის შემდეგ გავიდა.

სიტუაცია ძალიან სასაცილო იყო - მესის დარტყმული ხიმენესმა კი მოიგერია, მაგრამ იქვე გაჩნდა ვინტრა (ვინც "ბარსას" ჩემპიონატში გაუტანა), რომელიც ბურთი მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ამის ნაცვლად, ხუანფრანს გაარტყა და ანგარიშიც გათანაბრდა. ამის მერე კი მასპინძლები გატყდნენ და მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

საოცრებების ნაკლებად გვჯერა, შესაბამისად, უკვე ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1/2-ფინალში ერთმანეთს "სოსიედადი" და "ბარსელონა" შეხვდებიან.

სოსიედადი-რასინგი 3:1

გოლები: 1:0 მ. გონსალესი (4), 2:0 მ. გონსალესი (33), 3:0 ველა (62), 3:1 მ. კონე (83)

სოსიედადი (4-2-3-1): სუბიკარაი - სალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ხავი როსი (71. რუბენ პარდო), იონ გასტანიაგა - ველა (64. სურუტუსა), ჩაბი პრიეტო (77. გრიზმანი), გ. კასტრო - სეფეროვიჩი

რასინგი (4-2-3-1): მარიო ფერნანდესი - ფრანსისი, ორიოლი, ხავიერ ბარიო, ინიაკი - ანდრეუ, ხავი სორია (64. ბორხა გრანერო) - ანდერ ლაფუენტე (59. მარიანო სანსი), მიგელესი (71. რუბენ დურანი), საული - მ. კონე

გაფრთხილება: არავინ

კუთხური: 5-9; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 18-17 (6-5); ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 18 911

ლევანტე-ბარსელონა 1:4

გოლები: 1:0 ელ ჟარი (31), 1:1 ხუანფრანი (53-საკ. კარში), 1:2 ტელიო (60), 1:3 ტელიო (81), 1:4 ტელიო (86)

ლევანტე (5-4-1): ხავი ხიმენესი - ნაგორე, ვინტრა, ელ ადუა, კარაბელასი, ხუანფრანი - ელ ჟარი (77. ნონგი), კამარასა, სერჟიუ პინტუ, სუმეტრა (62. პედრო რიოსი) - ბარალი (72. ანხელი)

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, ბარტრა, პუიოლი (57. მასკერანო), ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, სერხი რობერტო - პედრო (77. ა. სანჩესი), მესი, ტელიო

გაფრთხილება: ნაგორე - ბარტრა, ადრიანო

კუთხური: 1-15; ჯარიმა: 8-7; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 8-21 (2-8); ბურთის ფლობა: 22%-78%

მაყურებელი: 18 852

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
[VIDEO] გენიალური ლიონელ მესი - არგენტინელის გოლი და ორი საგოლე პასი "ტორონტოსთან"
ქართველების "სან ხოსე" პლეი-ოფს მიღმა დარჩა, კარლოს ველამ MLS-ის რეკორდი დაამყარა
უეფას სიმბოლურ ნაკრებში "ბაიერნის" ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა
სერხიო რამოსი: იცოდნენ ინდიელებმა, ვინ მართავს დედაქალაქს [VIDEO]
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
კრისტიან ტელიო ამ ზაფხულს "ბარსელონაში" არ დაბრუნდება
MLS-ის სეზონის MVP ველაა - მან იბრაჰიმოვიჩზე ხუთჯერ მეტი ხმა მიიღო
"მოედანსა და მოედნის გარეთ ის კარგი ადამიანია, თუმცა..." - გაურკვეველია, ხუანფრანმა ნეიმარს წაკბინა თუ კომპლიმენტი უთხრა
სიმეონემ ხუანფრანის შემცვლელი "ბარსელონაში" აარჩია
სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო საგოლე გადაცემა ჯექსონ მარტინესისგან [VIDEO]
დანი ალვეშმა პირველივე მატჩში "სან პაულუს" გამარჯვება მოუპოვა
კრისტიან ტელიო MLS-ში წავიდა
ბეილის ახალი კლუბი ცნობილია - უელსელი ევროპაში აღარ ითამაშებს
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
კარლოს ველა "ბარსელონაზე" - ვის არ უნდა მესისთან თამაში?
ევრო 2016-ის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები უეფას ვერსიით
"ბარსელონას" 5 ფეხბურთელი დატოვებს
მექსიკის ნაკრებს მუნდიალზე 2 ვარსკვლავი დააკლდება
"მესისთან კონფლიქტი არასდროს მქონია" - პოჩეტინომ ლეოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
კარლოს ველამ "ბარსელონაში" ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი - 28 აგვისტოს დაიჯესტი
"ჩემს თავს მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მახსენებს" - ლიონელ მესი
ლევანტე-ბარსელონა 1:4 - კრისტიან ტელიოს ჰეთ თრიქი [VIDEO]
[VIDEO] თავის სტილში - მესის ულამაზესი გოლი MLS-ში
ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით უკვე 400 მატჩი ჩაატარა