ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დინამო (თბ)-სამტრედია 5:0 - ძლევაი საკვირველი [VIDEO+PHOTO]

დინამო (თბ)-სამტრედია 5:0 - ძლევაი საკვირველი [VIDEO+PHOTO]

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი 2014/15. ფინალი
საქართველოს თასის გათამაშების ფინალი ისეთი სცენარით წარიმართა და ისე მორჩა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა. თბილისის "დინამომ" 5 უპასუხო გოლი გაუტანა "სამტრედიას" და ალალად დაიმსახურა ჯილდო, რომელიც მატჩის შემდეგ ჩაიბარა.

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დინამოს" იღბლიანად დაუბრუნდა ოდინდელი დამრიგებელი გია გეგუჩაძე. სადაც გეგუჩაძის ღვაწლზე ვთქვით, აქ არც კახი გოგიჩაიშვილის დამსახურება უნდა დავივიწყოთ - ფინალამდე ხომ გუნდი სწორედ მან მიიყვანა...

მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ გუშინდელი ფინალის ანგარიში აბსოლუტურად კანონზომიერია. ყველაზე მეტი, რასაც "სამტრედია" იმსახურებდა, ერთი გოლი იყო. საამისო შანსები იმერლებს ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში სიზუსტე დააკლდათ.

ახალგაზრდა დინამოელებმა შედარებით გამოცდილ მეტოქეს სათამაშო კლასითა და ცივსისხლიანობით აჯობეს. აი, გიორგი პაპუნაშვილის გარჯას კი მართლაც "ბრწყინვალე" ეთქმის. ეჭვგარეშეა, მის სანაქებო თამაშს ჩაინიშნავდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელიც ფინალს ესწრებოდა.

იხილეთ მატჩის ვიდეო

სამტრედიელთა სამწვრთნელო შტაბმა კარგად უწყოდა, რომ შედარებით ასაკოვანი გუნდი მალე დაიღლებოდა და ამდენად, აქცენტი სწრაფ გოლზე გაკეთდა. თამაშის დასაწყისმა ზაზა ზამთარაძის გუნდის უპირატესობით ჩაიარა.

უკვე მე-3 წუთზე სამტრედიელებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. გრიგოლ დოლიძემ გადააწოდა ალექსანდრე იაშვილს, რომელმაც პასი არ დაუგვიანა რევაზ გეწაძეს - დამაგვირგვინებელი დარტყმა დინამოელთა კარის დარაჯმა ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია.

"სამტრედიამ" შეტევა გააგრძელა. პირველ წუთებში უაღრესად აქტიურმა დავით კვირკველიამ საჯარიმოში შეუცურა ბურთი გიორგი გაბედავას. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ფორვარდს უფრო მარტივად ეთამაშა, მაგრამ ამ სიტუაციაში მან ქუსლით მოინდომა გოლის გატანა და სიზუსტე დააკლდა.

რამდენიმე წუთში "სამტრედიას" ორი საგოლე შანსი მიეცა - ჯერ დოლიძე ვერ მისწვდა კვირკველიას ჩაწოდებულს, მერე კი გიორგი დათუნაიშვილმა უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა ჰრდლიჩკას კარს.

"დინამო" პირველად მოწინააღმდეგის ნახევარზე მე-15 წუთზე გადავიდა და გაიტანა კიდეც. მარცხენა ფლანგზე გიორგი ჯანელიძემ მეურვე მოატყუა და პაპუნაშვილს დაასვა ბურთი თავზე, ვინც დარტყმა არ დააგვიანა და ეგებ სამტრედიელთა კარის დარაჯი რევაზ თევდორაძე ვალდებულიც იყო, ამ ეპიზოდში თავისიანები გადაერჩინა...

ანგარიშში დაწინაურებულმა "დინამომ" მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში მოახვია თავს. გეგუჩაძემ იმერელთა სწრაფ შემტევებს (რომელთა შორის რამდენიმე მისი ყოფილი შეგირდი იყო "ტორპედოსა" და "ზესტაფონში") სივრცეები ჩაუხურა. სამტრედიელები თამაშს ვეღარ ამწვავებდნენ და თამაში ისე მიდიოდა, რაც "დინამოს" ხელს აძლევდა.

34-ე წუთზე დინამოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დიდებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ესპანელი მანუელი. თევდორაძემ, რომელიც გუშინ საღამოს დამაჯერებელი ვერ იყო, ამ ეპიზოდში კარი დროულად დატოვა და თავისიანებს საფრთხე აარიდა.

არ ვიცით, რა უთხრა შესვენებაზე შეგირდებს გეგუჩაძემ, მაგრამ ფაქტია, რომ მინდორზე სულ სხვა "დინამო" გამოვიდა - უზომოდ მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული და გოლებზე დაგეშილი.

"სამტრედიამ" მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო. დოლიძემ იაშვილს (სამტრედიელთა რიგებში უდავოდ საუკეთესო იყო) გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი დიდებული პასით დათუნაიშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ჰრდლიჩკამ ურთულესი მომენტი განმუხტა.

მალევე, "დინამომ" სწრაფი კონტრშეტევა გაათამაშა, სამსვლიანი კომბინაციის ბოლო აკორდი ესპანელმა მანუელმა შეასრულა - 2:0.

ეს იყო და, კვლავ პაპუნაშვილმა გაიბრწყინა - მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ასე 22-23 მეტრიდან ბურთი თევდორაძისგან ახლო დაბალ კუთხეში გაახვია.

სამბურთიანი ფორა თასის ფინალში უეჭველი გამარჯვების (თუ "მილანი"-"ლივერპულის" ფინალს არ გავიხსენებთ) წინაპირობაა და დინამოელებიც ყველანაირი ფსიქოლოგიური ტვირთისგან გათავისუფლდნენ. მეოთხე გოლი კვლავ შეუჩერებელმა პაპუნაშვილმა "გამოძერწა" - კარგად მოატყუა ორი სამტრედიელი მცველი და არ დაუგვიანა პასი მანუელს, ვისაც დუბლის შესრულების გარდა, არაფერი დარჩენოდა.

ბოლოსკენ, გეგუჩაძემ მოედანზე შეუშვა ძალზე ნიჭიერი ფორვარდი დავით ვოლკოვი, რომელმაც ცოტა ხანს კი ითამაშა, მაგრამ ყვითელი ბარათის მიღება და გოლის გატანაც მოასწრო. საგოლე პასი ამჯერადაც პაპუნაშვილმა ჩაიწერა აქტივში.

ფინალი დასრულდა - 5:0. საქართველოს თასის ფინალში ამხელა სხვაობა ორ გუნდს შორის არასოდეს ყოფილა. "დინამოს" წარმატება კი აუცილებლად გაახარებდა "ცხინვალის" ხელმძღვანელობას. თასის ფინალში დაფიქსირებულმა შედეგმა კახა კაჭარავას გუნდს ევროპალიგისკენ გაუხსნა გზა.

სამტრედიელ ფეხბურთელთა იმედგაცრუებას კი საზღვარი არ ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ურთიერთობა დაიძაბა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის...

აღსანიშნავია, რომ სამტრედიელმა ქომაგებმა ტაშით გააცილეს ალექსანდრე იაშვილი...

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდეგ:

გია გეგუჩაძე: მადლობა მათ, ვინც "დინამო" ფინალამდე მოიყვანა!

გიორგი პაპუნაშვილი: თბილისის "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...

საქართველოს თასი 2014/15. ფინალი

26.05. თბილისი. "მიხეილ მესხი". 5 000 მაყურებელი

დინამო (თბ)-სამტრედია 5:0

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 მანუელი (50), 3:0 პაპუნაშვილი (53), 4:0 მანუელი (68), 5:0 ვოლკოვი (87)

დინამო (4-5-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, რენე ფერეირა, გველესიანი, თოთაძე - პაპუნაშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი (75. პარუნაშვილი), ჯანელიძე, ჭანტურიშვილი (85. ვოლკოვი) - მანუელი (69. ლობჟანიძე).

სათადარიგოები: დაუშვილი, ბუკორაცი, ჯიღაური, ჩირგაძე.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სამტრედია (4-4-2): თევდორაძე - თედ. გრიგალაშვილი (46. ბეჭვაია), კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - დოლიძე, დათუნაიშვილი (58. გორგიაშვილი), შარიქაძე, გეწაძე (66. კაპანაძე) - გაბედავა, იაშვილი.

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თორ. გრიგალაშვილი, შალიკაშვილი, ბოლქვაძე

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: კაკაბაძე (12), დათუნაიშვილი (36), კვირკველია (64), კაკუბავა (75), ვოლკოვი (86)

არბიტრი: მარკო ფრიტცი (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaxo

პირველი გოლი აფსაიტი იყო

• Tamriko

საღოლ დინამოს მიხარია რომ ასეთ გამოცდილ გინდს ანუ(დაკომპლეკტებულ)მოუგეს მე ვთქვი დინამო ძაან მაგარ ფეხბურტს თამაშობს და თასსაც აიღებსთქო..............

• ბმბ

ამ თამაშის მერეც თუ არ დააბრუნებენ ხიზანიშვილს ნაკრებში, არ ვიცი ძმაო, რა ინდაურივით დადის ტიპი დააკვირდით პროსტა

• mesi

სამტრედიამ ბოლო თამაშები რომ ყველა წააგო იქ ეტყობოდა როგორ მოიგებდა თასს!!დაუთმეთ ადგილი ახალგაზრდებს და ფეხბურთის მცოდნე მწვრთნელებს და პრეზიდენტებს!!! მადლობა დინამოს სამართლიანი თამაშისთვის.

• chiko-სამტრედიელი

შეცდომა ისაა რო ხიზანიშვილი და კვირკველია მარტო გვარებია დარცენილი. იაშვილი მაინც მებრძოლი ფეხბურთელია, თუმცა ეგეც გასაშვებია. ამხელა ხელფასები აქვთ ტიპებს მთელი რაიონის ფულს მაგათ უხდიან, სოფლებში გაზი ვერ გაყავთ და გზებს ვერ აგებენ რო მაგათ ხელფასები უხადონ და ეგენი ტურისტებივით თამაშობენ. კიდე ერთი მომენტი- სამტრედიელი არავინაა გუნდში, ტეხავს. ეს მეკარე კიდე სად იპოვეს?! 2-3 ბურთი მარტო მეკარემ თოხლა. მოკლედ იმ ფინანსებით რაც სამტრედიას აქვს კაი გუნდს ააწყობდა კაცი და არა ამ ხარახურას. ზამთარაძე ბოლოს რას იჭიმებოდა ვიცოდე 5ით ნოლი წააგო გუნდა და იმის მაგივრად ბოდიში მოეხადა გულშემატკივარს გაეჯგიმა. დინამოს ვულოცავ გამარჯვებას.

• chero

პირველი გოლი აფსაიდს გავს.

• ჯორდანო უბრუნებელი

ჩაამქვრალი და უსახური "ვარსკვლავების" ბოდიალი ლოკომოტივის სტადიონზე,ერთი ეულად დარჩენილი მებრძოლი იაშვილი. კლუბი რომელსაც თავმოყვარეობა არ აღმოაჩნდა რომ დონეზე ეთამაშა,ებრძოლა მაინც. ზამთარაძეს და მის კამანდას კი გააგდებენ მაგრამ,ეს არაფერს ცვლის. დასაშლელია მთელი კლუბი,რადგან ასეთი "ვარსკვლავების" კრებული უმწვრთნელოდ უნდა იგებდეს ნებისმიერ მატჩს. სამტრედიელ გულშემატკივრებს მხნეობას ვუსურვებთ,გული არ გაიტეხოთ.მომავალ წელსაც იგივე სცენარი იქნება, დიდი ბიუჯეტი,უსახური ფეხბურთი,ცრუ მოლოდინები,ხმაურიანი განცხადბები და ასე შემდეგ. სადაა კლუბის ოფიციალური მფლობელი?რატომ ხმას არ იღებს?

• G

უნამუსოდ მოექცნენ დინამოს ფორვარდები ხიზანას..ხო იციან რო კაცი ასაკშია და სისწრაფე შენელებულიაქვს,თან კალაძის ძმაკაცია და რა პონტში გაუკეთეს ეგრე....სამტრედიელ გულშემატკივრებს თანაუგრძნობ გულით.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

კახი გოგიჩაიშვილი: უკეთესი იქნება, თუ გიორგი არაბიძე გუნდს შეიცვლის...

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა

გიორგი პაპუნაშვილი: თბილისის "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...

სამტრედია-დინამო (თბ) 0:1 - ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება [VIDEO]

ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

დავით ვოლკოვი: ვცდილობ, ყველა პოზიციიდან დავარტყა...

თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის

დინამო-კორონა 2:0 - დამაჯერებელი გამარჯვება პოლონელებთან [VIDEO]

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ზუგდიდმა" პირველი ტესტ-მატჩი ტყიბულის "მეშახტესთან" ფრედ დაასრულა

სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები, როგორც გუნდი, შედგა"

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით