"ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა ჭაბუკთა გუნდიდან 17 წლის ქართველი აიყვანა
საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის დასრულების შემდეგ თორნიკე შენგელია ესპანეთში გაეშურა და "ბასკონიას" შეუერთდა. მას გუნდთან ერთად ჯერ არც ამხანაგური მატჩი ჩაუტარებია, თუმცა "ბასკონიამ" სეზონი ქართველით მაინც დაიწყო: მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა ჭაბუკთა გუნდიდან გადაიყვანა 17 წლის ლუკა ბულაშვილი, რომელმაც პირველივე მატჩში, მოედანზე შესვლისთანავე, სამქულიანით გამოიჩინა თავი...

ლუკა ამ ზაფხულს ბასკეთში "კანარების აკადემიიდან" გადავიდა. როგორც წესი, ახალწვეულებს იშვიათად ეძლევათ უმაღლესლიგურ გუნდებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ასე რომ, ლუკას ბასკების მთავარ გუნდში გამოჩენა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი საევროლიგე თორმეტეულში აუცილებლად მოხვდება, მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ ბასკებმა მასში პერსპექტივა დაინახეს და შანსიც მისცეს.

სწორედ ასე იწყებდნენ სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების წევრები თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე...

ლუკას ესპანეთში დავუკავშირდით და პირველ რიგში, თოკოს შესახებ ვკითხეთ.

- თორნიკე შენგელიასთან ერთად თამაში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელის ოცნებაა, საბედნიეროდ, წლეულს სწორედ იმ გუნდში მოვხვდი, სადაც თორნიკე თამაშობს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ბასკონიაში" ჩამოსულს დიდი ყურადღებით დახვდნენ. მეც ესპანეთში გავიცანი. თორნიკემ პირველივე ვარჯიშის შემდეგ წამიყვანა და ქალაქი დამათვალიერებინა. თან ბევრი საინტერესო რჩევა მომცა.

- კერძოდ?

- მითხრა, მთავარია არ მოგერიდოს და არ შეგეშინდეს. მართალია, გუნდში შედარებით დიდი ასაკისანი და დიდი გამოცდილებისანი არიან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - შენ შენი საქმე უნდა გააკეთო, არავისზე ნაკლები არა ხარო.

- "ბასკონიას" პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი გაიხსენე.

- მეორელიგურ კლუბს ვეთამაშებოდით. მწვრთნელმა 7 წუთი დამითმო. მოედანზე შესვლისთანავე სამქულიანის ტყორცნის საშუალება მომეცა და გამოვიყენე კიდეც. საინტერესო მატჩი გამოვიდა, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.

ვეთამაშეთ გიორგი შერმადინის "ანდორასაც", თუმცა მწვრთნელმა ანდორაში არ წამიყვანა. როგორც ვიცი, გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა. მე კი სწორედ იმ დროს 18-წლამდელებთან მქონდა ოფიციალური შეხვედრა და ჭაბუკთა გუნდთან ერთად ბილბაოში გავემგზავრე.

- ბილბაოში როგორ ითამაშეთ?

- გავიმარჯვეთ, მე კი 20 ქულა ჩავაგდე. ეს იყო პირველი მატჩი ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში. ამ შეჯიბრების მონაწილე გუნდები ჯერ რეგიონების გამარჯვებულებს არკვევენ, შემდეგ კი ფინალურ ეტაპს თამაშობენ. თითოეული რეგიონიდან დასკვნით ეტაპზე 2-2 საუკეთესო გადის. ჩვენ ჯერ ბასკეთის ჩემპიონატზე გამოვდივართ და ვიმედოვნებთ, რომ საუკეთესო ორ გუნდს შორის ადგილს არავის დავუთმობთ.

- საკონტროლო შეხვედრები თუ ჩაატარე ჭაბუკებთან ერთად?

- ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ.

- საკუთარი მონაგარი თუ გახსოვს?

- პირველში 18 ქულა ჩავაგდე, მეორეში - 24.

- ესპანეთში ბევრი გუნდი გამოდის ება-ს ლიგაზე, სადაც ძირითადად დუბლშემადგენლობები გამოდიან. "ბასკონია" თუ ითამაშებს ახალ სეზონში ამ ლიგაში?

- ჩვენი გუნდი ერთით მაღალ, ვერცხლის ლიგაში იასპარეზებს. იქაც მომიწევს თამაში, თუმცა, ჯერ ვერ მოვასწრი "ბასკონიას" დუბლშემადგენლობასთან ვარჯიში. ასე რომ, დღეს გამიჭირდება, ჩვენი გუნდის სიძლიერეზე მსჯელობა.

- ბოლოს ვთქვათ, როგორ მოხვდი ბასკეთში.

- გასულ სეზონში კანარების აკადემიაში ვთამაშობდი. სწორედ მაშინ მივიღე მოწვევა რამდენიმე კლუბიდან. მათ შორის მალაგიდან, მადრიდიდან. თუმცა ყველაზე საინტერესო ბასკონიელთა წინადადება იყო და კარიერის გაგრძელებაც ვიტორიაში გადავწყვიტე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ კალათბურთელის პროფესიულად განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
ევრობასკეტის ამბები: ხორვატია მწვრთნელის გარეშე დარჩა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
შენგელიას 9 ქულა | "ვალენსიამ" "ბარსას" ფინალური სერია გაუთანაბრა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
ლუკა ბულაშვილმა "ინოვა ჩეფს" 26 ქულა ჩაუგდო და გუნდში საუკეთესო იყო
ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის EBA ლიგაში 30 ქულა ჩააგდო
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და გამარჯვება კონკურენტ გუნდთან შეხვედრაში
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
თორნიკე შენგელია ევრობასკეტზე თავისი მწვრთნელის წინააღმდეგ ითამაშებს
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
ესპანეთის EBA ლიგაში 20 წლის ლუკა ბულაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდს მოაგებინა
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
ლუკა ბულაშვილის 21 ქულა და იოლი გამარჯვება "როსალიასთან"
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
ანდრონიკაშვილი სასტარტოში გამოჩნდა, ბულაშვილის გუნდმა კი კონკურენტს მოუგო
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო