ახალი დრო ახალ დამრიგებელს ითხოვს...
სანაკრებო მატჩები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სავარაუდო შემადგენლობა - სწორედ ესაა ჩვენი რუბრიკის მთავარი თემები...

ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება

საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ესტონეთთან თამაშზე რაღა უნდა ვთქვათ? არის ხოლმე მატჩები, რომელთა დავიწყებაც ეგრევე გინდა. ბალტიისპირელებთან სპარინგიც ამათ შორისაა.

გნებავთ, ამხანაგური დაარქვით, გნებავთ, სხვა რამ სახელი მოუძებნეთ - საქართველოს ნაკრები ესტონეთთან ასე არ უნდა აგებდეს. არ უნდა აგებდეს თუნდაც განახევრებული შემადგენლობით. რა თქმა უნდა, თავისი წილი შეცდომები დაუშვა სამწვრთნელო შტაბმა, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ფეხბურთელთა მონდომება უნდა ყოფილიყო საკმარისი საიმისოდ, რომ ესტონური კოშმარი არ მომხდარიყო.

მთელი მატჩის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი შეგირდებს მეტი აგრესიულობისა და ფეხბურთის თამაშისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ამ საქმიდან ეგრეც არაფერი გამოვიდა - ესტონეთმა გადაგვირბინა.

ალბანეთთან კი, თამაში მოგებული რომ გვეგონა, მაშინ გაგვითანაბრეს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე "არწივებმა". კახა ცხადაძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთებზე "ჩაძინება" დასჩემდა და ეს პრობლემა მუნდიალის შესარჩევ ციკლამდე აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იტალიელი არბიტრი დავიდე მასა ახსენა. არ ვიცი, რა მოხდა იმ 10 წუთში, რომელიც ინტერნეტსტრიმის უვარგისობის გამო ვერ ვნახეთ, დანარჩენ დროში კი მასამ ძალიან კარგად, ვიტყოდი - საჩვენოდაც კი იმსაჯა.

ინტერნეტით ნანახ თამაშზე თამამად ვერ იმსჯელებ, მაგრამ ისე ჩანდა, რომ მასას თავისუფლად შეეძლო ჩაეთვალა ის გოლი, გაშიმ რომ შეაგდო ქართველთა კარში.

ცვლილებების ზღვარზე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში განადგურდა და გორში მინიმალურად წააგო შვედეთთან. ესპანეთში თამაში იოლი არ არის. შვედეთთან ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ სკანდინავიელთა ძალამ და უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ თავისი გაიტანა.

რიგ შემთხვევებში კარგად ვატყუებდით შვედებს და საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ბოლოს ფავორიტმა ისე მოგვიგო, სტუმრებს კაცი თითქმის არ მოუტყუებიათ.

ერთხელაც გაცხადდა, რომ დღეს მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და ტექნიკით თამაშს ვერ მოიგებ. მთავარი გუნდურობა და სათამაშო დისციპლინაა. ამ მხრივ, მეტოქეს ჩამოვრჩით...

როცა ალექსანდრე ჩივაძეზე წერ, ძალიან დიდი დაკვირვება გჭირდება. პირდაპირ უნდა ვთქვა - ბატონ საშასთან რამდენჯერმე მომეცა არაფორმალურ გარემოში საუბრის საშუალება და იმ წუთებმა ბევრი რამ მასწავლა ფეხბურთში. თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს, ესე იგი, გიყვარს ალექსანდრე ჩივაძეც - მისი ლეგენდა. ის კია, რომ თანამედროვე ფეხბურთი თავისი გზით მიდის და მგონია, რომ დრო ახალ დამრიგებელს ითხოვს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის.

ამბობენ, ჩივაძის წასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავიაო. მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რატომღაც მგონია, რომ მისთვის ახალგაზრდულის მწვრთნელობა არ იყო მთლად სასიამოვნო ტვირთი, უფრო ქართული ფეხბურთის საჭიროებისთვის გადადგმულ ნაბიჯად მეჩვენება.

ერთი კია - დღეს ფეხბურთი მხოლოდ მინდორზე არ იწყება და არ მთავრდება. თამაში რომ მოიგო, საქმე ყველა სეგმენტში სწორად უნდა აკეთო. მწვრთნელი და ფეხბურთელი ბოლო საფეხურია და თუ იქამდე საქმე არ კეთდება, ვერც ზიდანი და ანჩელოტი გიშველიან.

საქმე ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა აკეთონ ერთად, ახალგაზრდულს კი კარგი მწვრთნელი სჭირდება - ნაკრებს ახალ დონეზე რომ გაიყვანს. თანაც, შედეგის თვალსაზრისით, ეს ციკლი უკვე ფორმალობაა.

ვასკას ბიჭები

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია. კიდევ კარგი, რაღაც გასახარი მაინც გამოერია ქართული ფეხბურთისთვის დანავსულ დროის ამ მონაკვეთში.

საქართველოს ნაკრებმა იწვალა და მაინც გავიდა. ბევრ დიდ გუნდს დაუწყია ასე წვალებით და ბოლო კეთილი ყოფილა. კარგია, ჩვენს შემთხვევაშიც ასე თუ იქნება. თაობა კი არის.

ამ ასაკში ევროპის ბევრი ნაკრები ინატრებს ისეთ ინდივიდუალისტს, როგორიც გიორგი არაბიძეა. ეგაა, ჩვენმა და მირჩა ლუჩესკუს "ჯილამ" გუნდურ თამაშში უნდა მოუმატოს. გიორგი ჯერაც ბავშვია და ამას აუცილებლად გააკეთებს.

საქართველოს მაგრად შეეშველა ალბანეთი, ბოლო ტურში მოულოდნელად რომ დასცა ჩვენი მძლეველი უელსი. ამბობენ, ვასილ მაისურაძე იღბლიანი მწვრთნელიაო. სამწვრთნელო საქმე ისეთია, იღბალი ყველას სჭირდება - მაისურაძესაც და ჟოზე მოურინიოსაც. უამისოდ არაფერი გამოდის. ფაქტი კი ისაა, რომ აგერ, უკვე მერამდენე წელია, ეს კაცი და მისი სხვადასხვა ფორმაციის გუნდი ქართველ ქომაგს ახარებს.

ცუდი კი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებზე ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ვართ კი კიდევ საფეხბურთო ქვეყანა?

მადლობა, "ვასკას ბიჭებო"!

ახლა დღევანდელებს უნდა უკმიონ გუნდრუკი...

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაა. უკვე გაცხადდა იმ ადამიანების ვინაობა, აღმასრულებელ კომიტეტში შესვლას რომ ეცდებიან. აღმასკომის სავარაუდო წევრთა შორის ახალი სახე მრავლადაა და ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ, გაკეთებულ საქმეებთანაც ასოცირდება, მაგრამ შენიშვნები მაინც არის.

არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რატომ აქვს ზოგიერთ იმ ადამიანს აღმასკომის წევრობის დაუოკებელი სურვილი, ვინც უკვე წლებია, იქ არის და "გრენლანდიის" არ იყოს, ვერც ვერაფრით გავიტანეთ...

ისინი წლების განმავლობაში მიეჩვივნენ მორჩილი უმრავლესობის რანგში ყოფნას. ისინი მიეჩვივნენ ყველაფერზე თანხმობას და დიდი ალბათობით, ისევე უნდათ, უკმიონ გუნდრუკი ახალ ხელმძღვანელობას, როგორც არაერთ წინას. ასეთ ხალხს ყველაზე მეტად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა უნდა ერიდოს!

ქართული ფეხბურთი ახლა ისეთ დღეშია, მისი უკეთესი მომავალი მხოლოდ გაცხოველებულ ძიებასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლაში თუ გამოიჭედება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიჟპოეტა
სანამ "ლელო" იქნება, ფეხბურთი არ მოკვდება! ბავშვებით და ბურთებით მინდორი დამშვენდება! ლიონელს და რონალდოს, ქართველები დავათრობთ, დღისით მინდორს მოვუხნავთ, ღამღამობით - ქალბატონს. როგორიც ქვეყანა გვაქვს, ისეთი გვაქვს ფეხბურთი. ვისაც ჩვენი არ ესმის, ყველას დედას ....!
aleks 78
საღამოს დაენიშნად და მეტი მოვიდოდა
aleks 78
სამუშაო დღეს დღის ორ საათზე რომ დანიშნავ თამაშს.მაყურებელი საიდანმოვა?

უკვე აღარ ვართ საფეხბურთო ქვეყანა რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა.
ლერი კაკაურიძე
ყოველთვის საინტერესოდ და სწორად აანალიზებ ალეკო!
king
მადლობა ალეკო კაკაურიძეს და ლელოს. მიყვარს ეს რუბრიკა.
[ოთხშაბათის საკითხავი] ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა?
აღარ ვართ, აღარ სამწუხაროდ, გერმანელების ნათქვამი გაიხსენეთ საფეხბურთო კუთხით ჯუჯა სახელმწიფო აი ასე გვიცნობენ
me
ეს ის შემთხვევაა როდესაც ვეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში ავტორს, ძალიან უკნ ვართ ძალიან ჩვენდა სამწუხაროდ!!! ნაკრებში ფეხბურთელი მოუმზადებელი რომ ჩამოვა იმ ნაკრებს რა უნდა მოთხოვო ?!
amiro
კარგად წერ ავტორ
vaxo
კი, ბრაზილია ვართ....
zviadi
ქვეყანა ვართ კი საერთოდ?
Davit
ტრიბუნების სიცარიელეა, მარკეტინგის უქონლობის ბრალია,, იმ ხალხს ვინც ამ საქმეშია არ აქვთ უნარი გაყიდონ პოდუიუქტი რასაც ფეხბურთის მატჩი ჰქვია. ჩვეულებრივი საბჭოთა ჭაობია,,და საჭიროებს შეცვლას..
დემე
რას გადაეკიდეთ მსაჯს? აბსაიდი ნაღდი იყო და არ ჩათვალა.
გგგ
არაბიძე და კომპანია აუცილებლად დადებს შედეგს, შახტარის ძირითადში თუ ხვდება, რა საქართველოს ძირითადში რატომ ვერ შეძლებს ვითომ. შახტარი საქართველოს ნაკრებს სადაც დაიჭერს იქ მოუგებს! რა ასე არაა?
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!
[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]