მე-19 ტურის მატჩში ბოლო ადგილზე მყოფმა "აკადემიამ" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
მე-19 ტურის მატჩში ბოლო ადგილზე მყოფმა "აკადემიამ" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" 77:74 დაამარცხა.

"აკადემიამ" მოიგო ამ გუნდების წინა წრის ბათუმში გამართული მატჩიც, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ გელა წულაძისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი აჭარელებისთვის მეტად უხერხული მეტოქეა. არადა, დღევანდელი მატჩი ზღვისპირელთათვის კარგად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ დავით უსტიაშვილის გუნდი 9 ქულით დაწინაურდა. აკადემიელებმა მეორე პერიოდის შუაწელში თამაში გამოასწორეს, ანგარიში გაათანაბრეს და ბოლო წუთებამდე შეხვედრა ასე ქულა-ქულაში გაგრძელდა.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლო წამები. ქულით ჩამორჩენილმა ბათუმელებმა ბოლო წუთზე შეტევაში ბურთი დაკარგეს და ეს შანსი "აკადემიამ" ხელიდან არ გაუშვა. ამერიკელმა გამთამაშებელმა რეი-არ სთროუბრიჯმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და 3-ქულიანი ლიდერობა თბილისელებმა ბოლო წამებამდე შეინარჩუნეს. გამთანაბრებელი სამქულიანი ორჯერ ესროლეს ბათუმელებმა, თუმცა არც აკაკი დვალიშვილის და არც ირაკლი მიქელაძის ნასროლი კალათში არ ჩაეშვა.

გამარჯვებულებს 20-20 ქულით სთროუბრიჯმა და კოკა ტომარაძემ ულიდერეს. "ბათუმში" კი 20 ქულით და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა. იგორ კრივცოვის ანგარიშზე 19 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს "რუსთავი" და "მგზავრები" დაუპირისპირდებიან.

თამაშის დასრულების შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მათავარი მწვრთნელი): "კარგად დავიწყეთ თამაში, ასევე მესამე პერიოდის პირველ ნახევარშიც არაგვიშავდა, თუმცა უპატიებელმა შეცდომებმა მოიტანა ის, რომ დავმარცხდით. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გვქონდა. რამდენიმე ეპიზოდში ფარქვეშიდან, რომ იტყვიან, ჩასაგდები ბურთები ავაცილეთ. "აკადემიამ" დაამტკიცა, რომ მებრძოლი გუნდია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია".

გია კაზანჯიანი ("აკადემიას" მწვრთნელი): მივულოცავ პირველ რიგში ჩემს გუნდს გამარჯვებას. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ბოლო სამი ვარჯიში ამას მივუძღვენით, მოწინააღმდეგის ტაქტიკა გავშიფრეთ. აღსანიშნავია, რომ რაღაც მომენტებში ძალიან ცუდად ვთამაშობდით, თუმცა, დაცვამ გაამართლა და აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას, უბრალოდ ჩვენ "ბათუმზე" მეტად გაგვიმართლა.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
სუპერლიგა. X ტური: გეგმურად
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
აკაკი დვალიშვილის ბენეფისი - "ქუთაისმა" "ტიტებს" სძლია და ნახევარფინალშია
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
სუპერლიგა. XIV ტური: დინამიადა დასრულდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ბალტიის ლიგა - ახალი ერა ქართულ კალათბურთში
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
აკადემია-ოლიმპი 62:93 - პირველი ტაიმის წერტილი
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია
აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა