ავთანდილ ჭრიკიშვილი ოლიმპიადაზე ფინალამდე არ ხვდება ყველაზე საშიშ კონკურენტს, ტაკანორი ნაგასეს
დასასრული. იხ. დასაწყისი:

ძიუდოისტთა რეიტინგები: ვინ გველოდება ბრაზილიაში [დასაწყისი, -60 კგ]

მარგველაშვილი: ანი, ებინუმა-ზანთარაია

ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66) მსოფლიოს რეიტინგში მეათეა, თუმცა ოლიმპიურში მერვე იქნება, ანუ განთესვაში მოხვდება, რადგან წინ მდგომი ორ-ორი იაპონელიდან და მონღოლიდან თითო ამოვარდება.

თუმცა მაინცდამაინც კარგი ბადე არ შეხვდება, რადგან მისი გზა კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონ ბაულ ანსა და იაპონელთა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებულზე, ოლიმპიურ პრიზიორ მასაში ებინუმაზე გადის. ვერაფერს იტყვი, უფრო ცუდს, უბრალოდ, ვერ მოიფიქრებდი, მაგრამ იქნებ მარგველაშვილმა თანაქალაქელ ლაშა შავდათუაშვილივით სიურპრიზი შემოგვთავაზოს, რომელმაც წინა ოლიმპიადაზე ებინუმა დაამარცხა და ჩემპიონიც გახდა.

თითქმის გამორიცხულია, წინა შვიდეულიდან ვინმე შეიცვალოს, მარგველაშვილმა წინ რომ წაიწიოს და ამ "აზიურ ხაფანგს" თავი დააღწიოს. ჩვენ წინ ისეთი ქვეყნებია, მხოლოდ თითო ლიცენზიანტი რომ ჰყავთ. შეცვლა მარტო იაპონიას და რუსეთს თუ შეუძლიათ (შეგახსენებთ, რომ შემცვლელიც უნდა შედიოდეს სალიცენზიო, 22-კაციან სიაში). იაპონელები ისედაც აკეთებენ ერთ ცვლილებას - მეოთხეზე მყოფი ტომოფუმი ტაკაჯოს ნაცვლად მეშვიდეზე მყოფ ებინუმას აყენებენ (ჯერჯერობით საოლიმპიადე შემადგენლობა იაპონიამ და საფრანგეთმა დაასახელეს) და არა გვგონია, მესამეზე შეაჩერონ არჩევანი.

არადა, გაზაფხულზე იაპონიის წლევანდელი პირველობა ამ წონაში 18 წლის ჰიფუმი აბემ მოიგო, ფინალში ებინუმა დაამარცხა, მაგრამ ჩანს, იქაური მწვრთნელები გამოცდილებას უფრო ენდნენ.

რუსებს განთესილი მსოფლიოს ორგზის ფინალისტის - მიხაილ პულიაევის ნაცვლად განუთესავთაგან ორი არჩევანი აქვთ: ევროპის ფინალისტი კამალ ხან-მაგომედოვი ან ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი, თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში ცუდად ჭიდაობდა. ოღონდ პულიაევს ბევრად ხელსაყრელი ბადე ელოდება, ვიდრე ეროვნებით ტაბასარანელ ხან-მაგომედოვს ან გალსტიანს, რაც მათი წასვლის შანსს ამცირებს.

მარგველაშვილს მასტერსზე რომ ეჭიდავა, იქნებ ცოტა წინ წაეწია, მეორე მხარეს აღმოჩენილიყო და ამ უსიამოვნო წილისყრისთვის თავი დაეღწია, ახლა კი ბოლომდე უნდა იომოს. თუმცა გავიხსენოთ, რომ ერთი წლის წინ ამ წონაში საგზურის მოპოვებაც კი ოცნებად ჩანდა, არათუ - განთესვა, რაც მარგველაშვილმა რეალობად აქცია და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მის მიმართ.

მეოთხედფინალში იკვეთება მარგველაშვილისა და უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას გზები, თუმცა არსებობს რაღაც შანსი, რომ ისინი ერთმანეთს ასცდნენ.

ზანთარაია რეიტინგში მეხუთეა, თუმცა რადგან იაპონელები ტაკაჯოს შინ ტოვებენ, საოლიმპიადოდ მეოთხეზე გადავა. მისი წილისყრა ახლა მონღოლებზეა დამოკიდებული - უკრაინელთა ქართველი იდეალურ განთესვას მიიღებს, აზიელები მეორეზე მყოფ ტუმურკულეგ დავაადორჯს სახლში თუ დატოვებენ და მეექვსეზე მყოფ ალტანსუკ დოვდონს დაეყრდნობიან. ამ შემთხვევაში ზანთარაია მესამეზე გადაინაცვლებს და ებრაელ გოლან პოლაცკისა და პულიაევზე გადის, დავაადორჯის შემთხვევაში კი მეოთხეზე რჩება და მეოთხედფინალში ებინუმა, მერე კი ანი ელის. აი, სწორედ ამ ვარიანტში იკვეთება მისი გზა მარგველაშვილთან, თუმცა ეს - თეორიულად, პრაქტიკულად კი რამდენად განხორციელებადია, თავად განსაჯეთ.

ტატალაშვილს იოლი, შავდათუაშვილს - ძნელი ბადე

აქ ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი მესამეა, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი - მეხუთე.

ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს შემადგენლობა ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა საქმე იქით მიდის, რომ შავდათუაშვილს წაიყვანს. მან ეს მართლაც დაიმსახურა, რადგან ბოლო შეჯიბრებებში აშკარად ძლიერად იასპარეზა, კონკურენტზე უფრო უკეთ წარმოაჩინა თავი და აპრილში კინაღამ ევროპის ჩემპიონიც გახდა - ცოტა მეტად რომ გაეკონტროლებინა თავი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი უკვე გატეხილი ჰყავდა და ძალიან იოლად დაამარცხებდა.

თუმცა ტატალაშვილს ოლიმპიადაზე ბევრად იოლი ბადე შეხვდებოდა - ასცდებოდა კორეელთა მსოფლიოს მესამეპრიზიორ ჩანგრიმ ანის და იაპონელთა მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულ შოჰეი ონოს, ხოლო დასკვნით ეტაპებზე ჯერ რუს დენის იარცევს, ხოლო შემდეგ მონღოლ ოლდბაიარ განბაატარსა და ორუჯოვს შორის მოგებულს შეხვდებოდა.

ტატალაშვილის სახლში დატოვებით ყველა განთესილი ერთი ადგილით წინ წაინაცვლებს - მესამეზე ებრაელთა ევროპული თამაშების გამარჯვებული საგი მუკი გადავა, შავდათუაშვილი მეოთხე გახდება და სწორედ ანი-ონოს მხარეს ხვდება...

ესეც უარესთა შორის ყველაზე უარესი ვარიანტია, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს...

ნაგასე აგვცდა, ავიცილოთ პიეტრი

ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი რეიტინგის ლიდერია და ფინალამდე არ ხვდება ყველაზე საშიშ კონკურენტს, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს.

განუთესავებშია მისი კიდევ ერთი საშიში კონკურენტი, ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონი ლოიკ პიეტრი, თუმცა იქ კიდევ რამდენიმე ანგარიშგასაწევი ფალავანია. განთესილებიდან პირველად, შესაძლოა, ბერძენთა ქართველთან - რომან მასტოპულოსთან მოუწიოს შეხვედრა. თუმცა ჯერ არ ვიცით რუსების გუნდი - ისინი მეექვსეზე მყოფ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ხასან ხალმურზაევს თუ არ ენდობიან და ვინმე სხვას ამჯობინებენ, მაშინ მასტოპულოსი წინ წაიწევს, ჭრიკიშვილი კი მის ნაცვლად არაბული საემიროების მოლდოველ ევროპის მედალოსან სერგიუ ტომას შეხვდება, მაგრამ ესეც იოლი ლუკმაა.

რუსებს ინგუში ხალმურზაევის ალტერნატივად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ივან ნიფონტოვიც ჰყავთ, თუმცა ის რუსების გუნდში მხოლოდ მეოთხეა - მას ოსი ალან ხუბეცოვიც უსწრებს და დაღესტნელთა ავარელი ევროპის ორგზის გამარჯვებული სირაზუდინ მაგომედოვიც.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილის სავარაუდო მეტოქე ბულგარელ ივაილო იორდანოვსა და ამერიკელ ტრევის სტევენსს შორის მოგებული იქნება, ან ის ფალავანი, ვისთანაც ესენი მანამდე წააგებენ.

ლიპარტელიანი: გვაკი-დენისოვიდან ერთ-ერთი

ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი რეიტინგში მესამეა და მეოთხედფინალში ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი ელოდება, ნახევარფინალში გასვლისას კი კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონ დონჰან გვაკსა და რუს კირილ დენისოვს შორის გამარჯვებული.

ეს აშკარად კარგია, რადგან რუსი მისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა - 10 პაექრობიდან 7 წააგო მასთან.

კორეელთან ადრეულ წლებში ორჯერ კი მოიგო, მაგრამ შარშან მსოფლიოზე დამარცხდა, ანუ ორივე ძლიერი კონკურენტია, თუმცა მათგან ერთი ნაადრევად გამოაკლდება.

ლიპარტელიანს ცოტა კიდეც წაადგა, მესამემდე რომ დაქვეითდა, თორემ მეორეზე დარჩენით დენისოვს მეოთხედფინალში ხვდებოდა. ახლა ვილოცოთ, რომ განუთესავებიდან მის მხარეს არ მოხვდნენ კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი და ბერძენთა ქართველი, მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი.

სულაც არ ვამბობთ, რომ ჩვენებური რომელიმე მათგანთან უშანსოდაა, მაგრამ მათი ჩამოწერაც არ იქნება გამართლებული.

ვინაიდან ვაჟებში 100-შიც და მძიმეშიც, აგრეთვე - ქალებში 70-ში განუთესავებში ვართ, აქ შეუძლებელია რაიმეს გათვლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tngh
მედლის რეალური შანსი შვიდივე ძიუდოისტს აქვს. მთავარია არ "დავთარსოთ" გადამეტებული ოპტიმიზმით და ზედმეტი პასუხისმგებლობით. მსაჯუბის ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება. გამარჯვებებს გისურვებთ ბიჭებო!!!
სსს 21
ჭრიკი აუცილებლად ოქრო, ლიპო ოქრო, მარგველაშვილი ოქრო, შავდათუაშვილს დიდი მეორედ ოქრო რომ ლეგენდებში შევიდეს დატაინსონა ხო ოქრო და ოქროა.სხვებმაც თითო ოქრო რავქნა სხვა მედალი ვერ გავიმეტე თქვენთვის....
დაა
ტაისონამ თუ მაღალ მოწინააღმდეგეებს უპოვა გასაღების, ყველაზე რეალური მელის კანდიდატი ეგაა, სხვები რავი, 50-50-ზე აქვთ შანსი
judo
ტაისონა სამეულში შევა უეჭველი.კაი შედეგი გაკეთდება
fraternity
მარგველაშვილი თუ მოტივირებული იქნება და ტრავმაც არ შეუშლის ხელს, დარწმუნებული ვარ ყველასთან შეუძლია თანაბრად ჭიდაობა. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ეს ბიჭი და მიმაჩნია რომ ბექას შემდეგ ყველაზე სანახაობრივი სტილი აქვს და ძალიან მრავალფეროვანი არსენალი. 73კილოში კიდევ ერთი არგუმენტი ტატალაშვილის სასარგებლოდ. რეალურად ვთქვათ რა შანსი აქვს ლაშას ანის და ონოს წინააღმდეგ? ძალიან დაბალი. ასე რომ მთლიანად უზნაძეს მოუწევს ამაზე პასუხიმგებლობის აღება. ჭრიკიშვილი ჩავთვალოთ რომ ფინალშია. ერთადერთი ტრავმები მაეჭვებს. ფილმი რომ გადაიღეს იქ იძახის დაშლილი ვარო და რა არის რა უბედურებაა. ან რა საჭირო იყო ამ დაშლილი კაცის გუნდურში გამოყვანა,ან მიხედონ რა ბოლო ბოლო. პიეტრიზე ნერვიულობა მგონი არ ღირს ისეთ საზიზღარ ფორმაშია. ლიპომ ნახევარფინალი თუ გაიარა მაშინ ჩემპიონიც გახდება. გვაკი-დენისოვი უფრო დიდი საფრთხეა ვიდრე ბეიკერი. მე ასე მგონია
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ზანთარაია ბუნკერში ცხოვრობს - "არსად წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება"
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..