ტიუმენში თენგიზ პაპოშვილმა და ამბროსი კონკროშვილმა იჭიდავეს
ტიუმენში ჩატარდა "დიდი მუზარადის" ტურნირი ძიუდოში, სადაც ჩვენს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია, საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოდიოდა საკუთარი ხარჯით - თენგიზ პაპოშვილი (73) და ამბროსი კონკროშვილი (+100). სამწუხაროდ, ორივე უმედლოდ დარჩა.

თავად ტურნირი ვერ გამოდგა იმ სიძლიერისა, ამ სტატუსს რაც შეეფერება, თუმცა ზედ ოლიმპიადის წინ ეს მოსალოდნელიც იყო - ახლა ყველა წამყვანი ნაკრები, ყველა ძლიერი სპორტსმენი თამაშებისთვის ემზადება, ოთხწლეულის ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირამდე სამი კვირით ადრე კი შეჯიბრებაში გამოსვლით საოლიმპიადო შანსებს არავინ დაასამარებს.

საბოლოოდ ტიუმენში 25 ნაკრების 124 სპორტსმენი ჩავიდა (თან - ქალებში და ვაჟებში ერთად აღებული), რაც კონტინენტური თასებისთვისაც კი ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ, მეორე გუნდით ჩავიდნენ იაპონელები, რომლებსაც შემადგენლობაში ოლიმპიურ ნაკრებს მიღმა დარჩენილი რამდენიმე მართლაც ძლიერი ფალავანი ჰყავთ.

ჩვენი დუეტიდან უფრო უკეთ პაპოშვილი გამოვიდა, ვინც მეშვიდეზე გავიდა. მან პირველ შეხვედრაში ამოსმულით და გარეფეხით ორჯერ ვაზარიზე დააგდო ლატვიელი ალექსანდრს პეტროვსკი, მაგრამ მერე მეოთხედფინალში მოხსნეს რუსთა მომავალ გამარჯვებულთან, მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორ მუსა მოგუშკოვთან. სამწუხაროდ, სანუგეშო წრეში ჩვენებური პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუსთა კიდევ ერთ ლიდერთან, ევროპის ჩემპიონ ალიმ გადანოვთან, ვინც საბოლოოდ მეშვიდეზე გავიდა.

კონკროშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს ანტონ ბრაჩევთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია