ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

"სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა!

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ბაქოში, "გაბალასთან" განცდილი მარცხის მთავარ მიზეზს ხსნის
"სამტრედია" ევროპალიგის გათამაშებას რომ გამოეთიშა, ამბავი არახალია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ამის გამო ფეხბურთელების შეურაცხყოფა საქმეს არ წაადგება, დღევანდელი გადასახედიდან კი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელთა დამარცხება მაინც შეიძლებოდა.

"ჩვენ უფრო გამოცდილები რომ ვყოფილიყავით, ამ ბარიერის დაძლევა შეიძლებოდა, მაგრამ მე ბიჭების მადლიერი ვარ. მათ ამ თამაშებში სული და გული ჩადეს, აჩვენეს, რომ პოტენციალი აქვთ.

არადა, მესმის და ვკითხულობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს უსაფუძვლო და ცინიკური კომენტარებით აკომპლექსებენ. არავის აქვს უფლება, ამ წაგების გამო ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიოს.

მათ თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა. იმავეს ვიტყვი "ჩიხურასა" და "დილას" ფეხბურთელებზეც", - ამბობს ცეცაძე.

სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:

"სანამ სეზონი დაიწყებოდა, ვთქვით, რომ ხუთეულში მოხვედრას ვუმიზნებდით, მაგრამ მოხდა სასწაული და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ევროპის ლიგიდან გავარდნის მიუხედავადაც, ზესტაფონში ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და სახე მთლად არ დაგვიკარგავს. ეს აზერბაიჯანელებმაც აღნიშნეს, კარგი გუნდი ყოფილაო და გაუკვირდათ, ბაქოში რა მოგვივიდა.

მოგვივიდა ის, რომ ერთი წლის გუნდით ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია. გუნდს მყარი საფუძველი და დრო სჭირდება, დიდი ნახტომი რომ გააკეთოს. მე კი მიმაჩნია, რომ 9 თვის გუნდით ევროპის ლიგაზე გასვლა და ჩვენზე ბევრად გამოცდილი "გაბალასთვის" თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდი საქმე იყო.

ეს მომავალი წარმატებებისთვის სტიმულს მოგვცემს. დრო თუ გვექნება და გუნდის შენების საშუალება გაცილებით ხანგრძლივი დროით მოგვეცემა, მჯერა, ამ ბიჭებით ბევრის მიღწევა შეიძლება".

"სამტრედიამ" მზადება ადრე დაიწყო, ევროპალიგის შემდეგ კი გუნდი ისვენებდა:

"ბიჭები 10 დღე დავასვენეთ, მაგრამ ბოლო 5 დღე ინდივიდუალური დავალებები მივეცით. 18 ივლისს თბილისში შევიკრიბეთ და ჩემპიონატისთვის მზადება "ამერის" სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დავიწყეთ.

პირველ ტურამდე სამ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ: 22 ივლისს ნაკრების ბაზაზე ბოლნისის "სიონს" შევხვდებით, 26-ში იქვე - "ჩიხურას", ხოლო 30-ში ლანჩხუთში "გურიას" გავეჯიბრებით".

ცეცაძის თქმით, გუნდში უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა:

"უკვე გეცოდინებათ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა დაგვტოვა. შოთა კერძევაძე კი ფოთის "კოლხეთში" სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით გავუშვით და დეკემბერში დაგვიბრუნდება. თუ სასურველი დონის მოთამაშეები გამოჩნდებიან, გაგვიხარდება. მაგრამ ჯერ ახალი არავინ დაგვიმატებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიზო

გია ცეცაძის ლანძღვა გინებას თავი დაანებეთ!!! თქვე... სამტრედიის გულშემატკივრებმა იციან გია ცეცაძის კაცობა... ყველამ....

• თაზო

რომა - თქვენ ხართ ადამიანი რომელმაც თვითრეალიზაციას ვერ მიაღწია ცხოვრებაში და ბოღმას ანთხეთ წარმატებულ ადამიანებზე, რომლებმაც ნიჭით და შრომით დადეს შედეგი ფეხბურთში. ჩემი აზრით გუნდების ჩამოყალიბებას დრო ჭირდება, ხოლო ცეცაძის მსგავსი კომპეტენტური და შედეგის მომცემი მწვრთნელი ბევრი არ ვიცი. პატივს ვცემ თქვენს ასაკს, მითხარით რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს მწვრთნელი? ერთი მიზეზი მითხარით რატო უნდა "გამოაბუზურონ"?

• roma

თაზო-ს,პირადულზე გადასვლას დაანებეთ თავი,ეს საქციელი არამცოდნე არსებების საქმეა,შენ რა იცი მე ვინ ვარ,1964-წლიდან ყველა მატჩი მაქვს ნანახი და რადიო რეპორტაჟი მოსმენილი,რაც მომხდარა მსოფლიოში თითქმის ყველაფრის საქმის კურსში ვარ დღემდე,კიდევ ვიმეორებ,საბჭოთა კავშირის დროს სამტრედიის ლოკომოტივი თამაშობდა A კლასის მეორე ლიგაში,ხოდა იმ გუნდის აჩრდილიც არაა დღეს სამტრედია,არამარტო სამტრედია,მაშინ იმ მეორე ლიგაში გამოდიოდნენ:ლოკომოტივი,ტყიბულის მეშახტე(ამ ქალაქში მაშინ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული),მახარაძის მერცხალი,გორის დილა,კოლხეთის ფითი,დინამო ბათუმი და სხვები,ეს გუნდები გაცილებით ძლიერები იყვნენ მაშინ,დღევანდელ გუნდებთან მათი შედარებაც კი სისულელეა,ამიტომ ეს ყველაფერი,გუნდების შენება არ დაწყებულა 9-თვის,ან 26-ი წლის წინათ,არა ბატონებო გაცილებით დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი მათ შექმნას და ისმის კითხვა რა ვერ შექმენით?რა ვერ ააშენეთ?ამდენი ხნის განმავლობაში,მაგრამ პასუხი ერთია,ყველგან არაკომპენტენტური ხალხის დოღია დღეს საქართველოში,მიდის ფულის კეთება, სამტრედია და სხვა გუნდები ყველას ფეხებზე ჰკიდია,ხოლო უბედურება ისაა,რომ თქვენისთანა ხალხი ამას ვერ ხვდება და ადვილად ბოლდებით,მოვა დრო და ცეცაძეს გამოაბუზურებენ სამტრედიიდან და მერე მაინც გამიხსენე და გულში მაინც მოიხადეთ ბოდიში,წარმატებები ქართულ და სამტრედიულ ფეხბურთს.

• Vakhtangi

წინ სამტრედია!!!!!!!!!!!! ერთი რასაც ვხედავ არის ბოღმა ცუდას რათ უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი.....

• მურთაზი

ბატონო თაზო თქვენ სწორად აღნიშნეთ მე არა ვარ უბრალო გულშემატკივარი-ფეხბურთით დავაადდი 1964 წლიდან მაშინ როცა 8 წლის ვიყავი,ახლა რაც შეეხება ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებს მე არ მიგულისხმებია რომელიმე კონკრეტული გუნდი ეს ეხება მთლიანად ჩვენს საფეხბურთო სკოლას როგორია როცა მასიურად ფეხბურთელებს არ აქვთ გამძლეობა,სისწრაფე ტანის მოქნილობა და ბურთთან ხეებივით მიდიან, მესმის რომ 20 წლის კაცისთვის ძნელია ელასტიურობის, სისხარტის და ტექნიკის შეძენა (რაც მათი ბავშვობის მწვრთნელების ბრალია)მაგრამ როცა ამას დაემატება შიში და დაბნეულობა თვითონაც იცით თუ რას ვღებულობთ ჯამში,აი ეს მკლავს მე და არც ამის გამოსწორების რეცეპტი ვიცი.ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებები კი ჩემზე მაგრად არავის გაუხარდება.ბოდიში თუ თავი მოგაწყინეთ

• simartle

ცეცაძზე რო წუწუნებს 9 თვის გუნდი მყავს გამოუცდელები არიანო , გაბალას მწვრთნელმა ძირითადში სამტრედიასთან პირველი თამაშის დროს 6 ახალი დამატებული ფეგბურთელი ათამაშა კვეკვესკირის თამადობით . უბრალოდ კლასში და პროფესიონალიზმშია დიდი სხვაობა როგორც ფეგბურთელებში ისე მცვრთნელებს შორის არც შეადაროთ.... ცეცადზე გრეგორჩუკს .....

• simartle

მაგასაც ვერ ხვდებით არა ?... სად გაგიგონიათ რო მოწინააგმდეგის მწვრთნელს ეთქვას თქვენი გუნდი ფეგბურთს არ თამაშობსო უბრალო დიპლომატიააა .... მითუმეტეს 5-1 გახია პირველი თამაშში და ანგარიშიც მეტკველებს რასაც თამაშობენ.... როგორც აზროვნებთ ისეთი გუნდიც გგყავთ, მაგათ სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს! ხო გყავთ მილიონერი პატრიოტი კალადძე მაგრამ მასაც პეხზე კიდია თავისი რაიონის გუნდი .....

• simarTle

სიმართლე სამტრედიამ რო ფეხბურთი ითამაშა ზესტაში გაბალასთან გრეგორჩუკმა დაინახა და შენ რა დაინახე?

• simartle

თუ ფეგბურთს თამაშობენ კი მაგრამ ფეგბურთის თამაში მე ვერ დავინახე სამტრედიის შესრულებით? ნამდვილად დაცინვის ღირსები არიან მრწვთნელის თამადობით .....

• Dato

სამტრედიის თამაშზე თბილისიდან მარშრუტკით წავსულვარ ქობულეთში თამაშზე. სუპერთასის ბილეთი მაჩუქეს და დასავლეთიდან დამეზარა თბილისში ჩამოსვლა ან ვის უნდა ვუბალეშიკო ბარსა თუ სევილია? ჩვენ პატივს ვცემთ და გვჯერა ჩვენი გუნდის

• xalxs

თუ ასე ცუდია სამტრედია ამდენი კომენტარი რა საჭიროა მარა ეტყობა ამჩნევთ პოტენციალს ამ გუნდში და სახვადახვა გუდს ბალეშიკების ...... გაქვთ მოახლოებულ ჩემპიონატთან დაკავშირებით ჯერ წინასწარმეტყველებდით დაიშლებაო რო არ დაიშალა გაცოფდით ეხლა როგორ გინდა ამათ მოუგოო სულ ეს არი

• samtredski

ბატონ გიას სამტრედიელების ჯრეავს აქ კომენტარშნიკები უბრალო შურიანები არიან სამტრედიელებმა ვიცით ჩვენი გუნდის ავი და კარგი ასე რომ რაც არ უნდა წეროთ ვრაფერს მიაღწევთ სამტრედიის თამაშებზე სამიდან ოთხ ათასამდე კაცი დადის იარეთ თქვენც და მერე გაგიჩნდეთ კრიტიკა ფეხბურთთან მოდებასი არ ხართ.

• თაზო

მურთაზ და რომა, არ ვიცი კიდე რამდენი ხართ - ობიექტურობის ნატამალი არ ჩანს თქვენს კომენტარებში. თქვენ არ ხართ უბრალო გულშემატკივრები, რაგაც ინტერესი გაგაჩნიათ. სუბიექტურები, მხდლები და ჩასაფრებული ადამიანების კატეგორიაში ხართ. რაგბის გულშემატკივრებმა თუ არაფერი იცით ფეხბურთის - უყურეთ რაგბს!!!

• Mandela

ისეთი კომენტარებია რო ეს სიმღერა გამახსენდა - სოფელო ჩემო სოფელო - გაგრძელება იცის უმრავლესობამ სამტრედიის ფანებიდან დარწმუნებული ვარ მაგრამ რამდენად იციან ან გაუგიათ საერთოდ პროტესტის გრძნობა ამაზე რა მოგახსენოთ . უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა, უნახავმა რა ნახაო ხომ გაგვიგია ყველას , ხო და პრინციპში ამათმა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ნახეს 20 წლის მერე და ყმაყოფილების ზენიტში მყოფებმა ანგარიში სულ დაივიწყეს . მერე რაა რომ 5-1 განადგურდნენ და ასე კუდამოძუებულები დარჩენ აზერებისგან, ზატო აზერბაიჯანი ხო ნახეს:)). ისეთი ჩემპიონატის რა ვთქვი კიდე ასეთი გუნდი რო მეორე ადგილზე გავა, ხო იქ დაერხა იმ პირველობას ეგრევე. კიდევ ჰოფენჰაიმის მეტსახელს სიამოვნებით გადავცემდი სამტრედიას, თან იმათთვის მართლაც მეტისმეტია ხოლო ამგენისთვის ზედ გამოჭრილი. ამავდროულად იმედს დავიტოვებ რო კიდევ მომდევნო 20 წელი ეს გუნდი არ ვიხილოთ ევროტურნირებზე, თუ არადა ვიხილავთ ცეცაძის მიერ დამოძღვრილი გუნდის მორიგ "გრიგალისებურ" შეტევებს და ქართული საკლუბო რეიტინგის აშკარად დაკლებულ ქულებს.

• kaxa

Batono merah statiis avtoro rato ar aketebt realur analizs da arascor aqcentebs svamt rit an rato amartlebt am vaifexburteles da mcvrtnelebs 30 welia sul ertidaigives rom gaizaxian moefanis sapari ds gasaxdeli aqvt turme prolema shexedet chven vazhkac moragbeebs aspltze tamashobdnen da 10 arian venacvle magat ris rcmena ar sheuryioto gasayrelebi arian saertod yvela dascit scori itxvebi dareakursd sheexet dzurgamomal sistemas bavshvebis donze 10 wlis asakshi midis tamasebus ertmanetze micema da atasi sibindzure grcxvenodet mivmartav yvela gulshematkivars davayenot sakitxi pederaciashi shevides gulshenatkivarrta carmonadgenelta jgupi garkveuli kontrous mewanizmis uplebit rom amat aghar eqnet pulis bindzurad ketebus upleba da sashaualeba.P.Ssamtredielebs da yvelas nuracis gegonebat rom gvrikva guli da martla GUlSHEMATKIVARI tu xar moitxove sheni gundis gamchrvaloba da cagebebis realuri mizezi

• მურთაზი

ბატონი გია ამბობს რომ "სამტრედიის", "ჩიხურას" და "დილას" ფეხბურთელებს თანადგომა სჭირდებათ და არა - დაცინვა. ჯერ ერთი ეს არ არის დაცინვა ეს არის ჩვენი დიდი უკმაყოფილების გამოხატვა და თქვენი სირცხვილი,აზერბაიჯანელები და სომხები კი მართლა დაგცინიან,მერე მეორე არ იფიქროთ რომ მხოლოდ ფეხბურთელებს ვსაყვედურობთ-წაგებასა და მოგებაში ლომის წილი მწვრთნელებსაც მიუძღვის

• roma

არადა არ დაღვინდა ქართველი გულშემატკივარი,ვერ ვისწავლეთ აზროვნება და დასკვნების გამოტანა,ტვინი,ტვინი გაქვთ უმეტესობას გაყინული და ვერ იქნა მისი გალღობა,რა გუნდი ვერ დააყენეთ,უკვე 26-ი წელია ვაყენებთ და ვაყენებთ გუნდებს,დინამოს,ტორპედოს,ზესტაფონს,დილას,სამტრედიას და ა.შ.მაგრამ შედეგი ნულია,არავითარი წინსვლა,ახლა იმ 250 მილიონსაც გამოჭამენ და ნახევარი ატკატების სახით გაქრება და დაუკარით მერე ფაყვე ტაში,ყველა მწვრთნელის ხელში თუ რომელიმე გუნდი ან ასაკობრივი ნაკრები რამეს გაიფართხალებს,მაშინვე წამოვა ქება დიდება,აი რა მაგარი ბიჭებია,რა კარგი მწვრთნელია,მომავალში გამოცდილებას მიიღებენ და უკეთეს შედეგს დადებენ,ასე იყო; მაისურაძის,დევდარიანის,ფრუიძის,სოსიაშვილის,გეგუჩაძის და ცეცაძის შემთხვევაში,მაგრამ არ სრულდება ეს პერსპექტივები და ნათელი მომავლები,რატომ იცით? ამ 26 წლის განმავლობაში ვინც ქართულ ფეხბურთში ტრიალებდა(მცირე გამონაკლისის გარდა)ყველა იყო და არის ბოთე,სრული ამ სიტყვის მნიშვნელიბით,ბოთეები,ასეთ ხალხს არ ძალუძს არაფლის წინ წაწევა,ე.ი ამ შემთხვევაში ლაპარაკია სამტრედიაზე და ვამბობ ხმამაღლა,რომ ცეცაძე არის ბოთე და დანარჩენს ძვირფასო სამტრედიელებო თქვენ თვითონ მიხვდით,დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია,მე პირადა მინდა ქართული ფეხბურთის წარმატება და მათ შორის სამტრედიის კლუბის გამარჯვება,ეს არის ჩემი მიზანი.

• vache

იცი რა მიკვირს ხალხო ? აი დინამო ხომაა ქართული ფეხბურთის უპირობლო ლიდერი და შარშან მართლა 3 თვის შეკრქმნილ-შეკრებილმა გაბალამ გამოაგდო (ვისაც არ გახსოვთ გახსენებთ). არადა დინამოს ფეხბურთელებიც ბაზაც დაფინანსებაც ეკიპირებაც მკურნალი ექიმებიც სტადიონიც და საერთოდ ყველაფერი სამტრედიზე 5-ჯერ უკეთესი აქვს.... სირცხვილის სამტრედიის გუნდის ლანძღვა, გუნდი მართლა 9 თვის შექმნილია და ბავშვებითაა დაკომპლექტებული. ვაცადოთ, ვნახოთ რას იზამენ წელს და კიდევ საპრიზო ადგილზე თუ გავიდნენ და ევროპა ლიგაზე გავიდნენ ასე მგონია გაისად ბევრად უკეთეს შედეგს დადებენ... რაც შეეხება მწვრთნელის ბაქიბუქს, გეთანხმებით - არ იყო საჭირო, მაგრამ ის ამ ბაქიბუქით თვითრწმენას უმაღლებდა საკუთარი გუნდის ახალგაზრდა ფეხბუთელებს. და საერთოდ გაბალას ფინანსების 30%მაინც რომ ქონდეს სამტრედიას ვფიქრობ გაბალას გააგდებდნენ... ვაცადოთ ხალხო , ვაცადოთ, ამ ახალგაზრდა გუნდს. მე ესე მგონია და რა ვიცი აბა :)

• თაზო

ვკითხულობ კომენტარებს და ვხედავ ბოღმიან მასას რომელსაც წარმოდგენა არა აქვს გია ცეცაძის დამსახურების შესახებ თანამედროვე ქართულ ფეხბურთში. 1. U-19 ევროპის ჩემპიონატზე 2012-2013 ვინ გაიყვანა? - ცეცაძემ 2. გორის დილაში ცეცაძის დამსახურება 3. ეროვნულ ნაკრებში 4. სამტრედიის დიდი წარმატება ეროვნულ ჩემპიონატში მოკლედ ცეცაძემ სადაც იმუშავა ყველგან ნათელი წერტილი დატოვა!!! ავის მთქმელებო თქვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგათ იცით. ნუ ურევთ ტვინს სამტრედიის გულშემატკივრებს. სამტრედიელებო თქვენი გუნდი საუკეთესო ხელშია, ეგეთი მწვრთნელი თითოოროლაა საქართველოში. გისურვებთ წარმატებებს რომელიც ძალიან ახლოსაა. ვიცი, ვიცი მე ეს!!!

• nikolozi

გაგა - "გუნდმა შემტევი ლამაზი ფეხბურთი უნდა ითამაშოს! გვოძღვრავს გაგა. "მაგარი" მოსაზრებაა ჩემა მზემ. აბა რა!! უნდა ითამაშო შემტევი, გახსნილი ფეხბურთი, მიუხედავად იმისა რა დონის გუნდს ეთამაშები, გაიტანო 1 და გაუშვა 5 ბურთი. მთავარია ლამაზად გაიტანო ცოტა და ასევე ლამაზად გაუშვა ბევრი გოლი. ოოოოო, საოცრებავ, მაგარია. ვრავო გაგა.

• devi

ნათია-ს. შედი რა ნათია კუხნაში და სამტრედიული ვარია შეწვი. ქალის სახელის მითვისება რა საჭიროა!!! არადა აზრი მამაკაცური დადე. "ისე" როგორ ხარ ლამაზო?

• me

აუ სამტრედიელების გუნდია მარტო ხოო?ბიუჯეტიდან, რომ იღებს დაფინანსებას მაშინ არ არი სამტრედიის? მიდით და სამტრედიელებმა დააფინანსეთ მაშინ მე ჩემი გადასახადებიდან მაგ გუნდის შენახვაში შემაქ წვლილი და რაშიც ვიხდი იმაში პასუხის მოთხოვნას ვერავინ ვერ დამიშლის გინდა სამტრედიელი იყო და გინდა ზემო მაჩხაანელი! აი როცა თქვენით დააფინანსებთ მერე მითხარით მასე. ეს პირველი და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი გაგიკვირდებათ და სამტრედია საქართველოს ნაწილია და საქართველოს სახელით გამოდის და მასე რო შერცხვება საქართველო შერცხვა და იმდენს თუ ვერ ხვდებით, რომ გული გვტკივა ესე, რო ხდება და არ დაგცინით და ქალაქ სამტრედიას არ ვაკრიტიკებთ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. დინამომ, რომ წააგო ნიუკასლთან მასეთი ანგარიშით მაშინაც ესეთები იწერებოდა და რა უნდა გვეთქვა მარტო თბილისელების გუნდიაო?

• kako

tato-ს. რა უაზრო კომენტარს აკეთებ ჯიგარ! დაფიქრებულხარ ამაზე? თუ სამტრედიელების მეტს არ ეხება, რომ აზრი გამოთქვას სამტრედიის სახელით მოთამაშე გუნდზე, მაშინ ჩართეთ თქვენი გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატში და აღარავის გაახსენდებით სამტრედიელების გარდა. კრიტიკა კი არა, გასაროზგები ხართ. 5:1 ვინ წააგო აზერების თქვენსავით პროვინციულ გუნდთან? თქვენ იმასაც კი ვერ ხვდებით რამოდენა ტრამვაა ეს ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრისათვის. გაჩერდით მაინც რა!!! დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შენ სამტრედიის გულშემატკივარი კი არა, გუნდის მოთამაშე ხარ. ეხება და მერე როგორ!!!

თუ პირობები არა აქვთ, ან არ შეუძლიათ, ყანა გათოხნონ; დასაცინია აბა რა მათი "ფეხბურთი"

• გივია

ლაპარაკში და თავის მართლებაში რო იმართებოდეს მსოფლიო ჩემპიონატი ამდენი ხანი გინესის რეკორდს დავამყარებდით მოგებული თასებით. რაში გჭირდებათ თანადგომა თამაშების გაყივაში, ქართველი ხალხისა და საფეხბურთო კულტურის მიწასთან გასწორებაში, გასვლაზე მოგებული თამაშის შემდეგ სახლში ხალხის დაცინვაში, სომხებისა და აზერბაიჯანლების მიერ საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვაში? რომელ ერთში გჭირდებათ თანადგომა? გაბალასთან 5–1 ჩემი უბნის გუნდიც წააგებს რაში იღებთ ხელფასს (ცოტას მაგრამ მაინც ხო იღებთ, ასე ცოტას ვიღებთ ყველანი)? იძახეთ ეხლა დაფინანსება დაფინანსებაო და რამდენი მილიონია წყალში გადაყრილი აბა ერთი მოთვალეთ და თუ არ შეიძლებოდა თუნდაც გაბალას დონის გუნდის დაყენება ამ 10 წელიწადში. აზერბაიჯანულ ფეხბურთს 10 წლის წინ 50 წლით ვასწრებდით დღეს კი 150 წლით გვასწრებენ ესაა გაკეთებული საქმე? ამაში გჭირდებათ თანადგომა? ჯერ დაიმსახურეთ იოტისოდენა საქმე გააკეთეთ და მერე ილაპარაკეთ თანადგომაზე.

• tato

სამტრედიელების მეტს არ გეხებათ ჩვენი გუნდის კრიტიკა ბოღმიანებო დაიწყება ჩემპიონატი და რომ მოსვამს ყველას მერე აკრტიკეთ ფიქტიებო

• ნიკოლოზი

კი მქონდა გაგონილი რომ ცეცაძე დაუმსახურებლად გაზულუქებული ახალი თაობის მწვრთნელი იყო, მაგრამ ასეთი "ნაგლი" თუ იქნებოდა არ მეგონა ბოდიში მაინც მოუხადე გულშემატკივარს

• დათო

ნახე ესენი კიდე რეებს ბედავენ?! დაცინვა კი არა, ფეხებით უნდა ჩამოგკიდონ მწვრნელიან-ფეხბურთელიანად. გაგიტკბათ არა მუქთა დაფინანსება? მე გადასახადი ვიხადო, ამათ პაეზტკებში იარონ და აზერებთან 5-1 აგონ და კრიტიკაც არ უნდათ? უარესი ღირსები ვართ! თავზე უნდა დაგვასაქმონ... შარლატანებით გაივსო ფეხბურთი. ცეცაძე თუ არა, ეგეც არ მყავდეს ანჩელოტი.

• Mamuka

სამტრედია გასაგებია, არა მგონია ვინმეს დაეცინოს ამ გუნდისთვის. გორის დილას პრობლემაც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ესეც გასაგებია, 2013 წლის მერე იშლება და იშლება ეს გუნდი, ფინანსური პრობლემების გამო ნორმალური მოსამზადებელი პერიოდიც არ ჰქონიათ. აი ჩიხურას როგორ არ უნდა დაცინო, პიროქით ნახევარ გუნდს დავითხოვდი ალბათ მე რომ ვაფინანსებდე ამ გუნდს. სამმარცხვინო და სატირალი იყო თუ როგორ ითამაშეს ზესტაფონში.

• paata xuchua

იმიტომ არ უნდა დაცინოთ რომ სამტრედია ჯერ ახალშექმნილი გუნდია სადაც ახალგაზრდა გამოუცდელი ბიჭები ტამაშობენ ერთი ორი გამონაკლისის გარდა და ამ ბიჭებს დაცინვა კი არა გვერდში დგომა უნდათ ჭირშიც და ლხინშიც.მე პირადად მჯერა რომ ეს ბიჭები კიდევ ბევრჯერ გაახარებენ როგორც სამტრედიის ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგს.ჩვენ გვჯერა ამ ბიჭები და ცეცაძის

• status quo

რატომ არ უნდა დაგცინოთ, ჯერ ამაზე გაგვეცით პასუხი.

• paata xuchua

არავის საქმე არაა ასეტი კომენტარების კეტება რომელშიც სამტრედიის მწვრტნელს და ფეხბურტელებს ლაფში სვრიან.ჩვენ სამტრედიელებს გვჯერა როგორც ბატონი ცეცაძის ასევე ჩვენი გუნდის ფეხბურტელების და არცერთ სამტრედიელს ამ წაგების მერე აუგი არ დაქვცდენია მათზე პირიქით მომავალში უფრო გულმხურვალედ ვუქომაგებთ ჩვენს გუნდს

• ნათია

რომელი გყავთ ერთი ამ კაცზე უკეთესი მწვრთნელი? 1 წელიწადში გუნდი შექმნა ამ აადამიანმა , თქვენ რაღაც საქართველოს მოგებამ ესპანეთთან ძაან აგაბლატავათ და ეხლა სასწაულებს ნუ ითხოვთ.

• gaga

შეეშვით სამტრედია შურიანებო ჩვენ სამტრედიელებმა ვიცით როდის გამოვთქვათ უკმაყოფილება ასე რომ დააყენეთ ერთი ადგილი ვითომ რომ გული შეგტკივათ სამტრედიაზე.

• romandro

კარგით რა ყველა პროფესორი როგორხართ? ეს არც კრიტიკაა და არც ფეხბურთის სიყვარული რასაც ზოგიერთები წერთ, ინტერვიუ ვერ აუღიათ ვერც ფეხბურთელს,ვერც მწვრთნელებს,ვერც ფედერაციაში მომუშავე პირებს,და ვერც ამსაქმეში ჩახედულ ადამიანებს. ყველას როგორ უნდა ასწავლიდეთ ჭკუას?ვინმეს რომ ჭკუას არიგებთ და აკრიტიკებთ მათი ფრჩხილის ოდენა თუ გაკიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის რამე? ან მათი მეათედიც მაინც თუ გაგეგებათ ფეხბურთის? აქ რაც იწერება ნახევარზე მეტი დაბოღმილი ადამიანების კომენტარებს უფრო გავს, ვიდრე ვისაც მართლა შეტკივა ქართული ფეხბურთისთვის გული. კარგი გუნდები თუგინდათ და კარგი ფეხბურთელები რომ გვყავდეს ჯერ გულშემატკივრობა უნდა ვისწავლოთ და ჩვენი გუნდების გვერძე დგომა, და არი ისე როგორც ზოგიერთები ყველას ჭკუას არიგებდეს, და იმ ადამიანებზე მეტი არაფელი გაეგებოდეს ამ სფეროში.

• jumveri

იყომარეს ფული აიგეს და ახლა პატივი უნდა ვცეთ კოჩაგ

• ianeteli

"სამტრედიელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ გუნდმა ამ ეტაპისთვის ისედაც ბევრს მიაღწია:". ვაი საოცრებავ!!!! რას მიაღწია! პირველ ეტაპზევე სასაცილოდ გამოვარდა, ესაა მიღწევა! გია, გვეღადავებით თუ რაშია საქმე! მეორე თამაში მოვიგეთო, ესაო, ისაო... მერედა მაგ მოგება რაში გამოგადგათ? ან აზერებს ქონდათ კი მოტივაცია ბოლომდე ებრძოლად? უბრალოდ დაგითმოთ ეს თამაში, თქვე საცოდავებო. კარგით რა, გეყოთ...

• gio

გია ცეცაძე მგონი რეალობას ვერ აღიქვამს სწორად, 5-ით 1,, იმისი ბრალია რომ ზარმაცები ხართ შენ და შენი ფეხბურთელები, არც პროფესიონალიზმი გაგაჩნიათ და არც თავმოყვარეობა!

• imereli

არადა ამას ჭკუას ეკითხებიან კიდევ, რა დაბალი დონის ჩემპიც იყო შედეგიც ისეთია,ნამუსი რო გქონოდა 5-1 მერე წავიდოდი გუნდიდან როგორც ჭიამ ქნა 5-2 ზეე-ნეფტჩის მერე,ნამუსიც კაი საქონელიააა

• me

ეს კაცი ფეხბურთის შეურაწყოფაზე სხვებს მიუთითებს??? გაბალას 5:1-ს მერე? კიდე მწვთნელი ქვია? რა უცნაური ქვეყანაა

• me

დაცინვა კი არა რო არ გცემთ რატო არ გიკვირთ? კლუბების 90 % სახელმწიფო დაფინანსებაზე არი და და ამ ფულს იმაში იყენებთ, რომ შეგვარცხვინოთ და შეურაწყოფა მოაყენებინოთ ვიღაც სამარცხვინო ჭ კლასის კლუბებს. აზერბაიჯანელების დასაცინი გაგვხადეთ 5:1 როგორ უნდა წააგოთ, რა თანადგომა. თანადგომა არა მოვალთ შოკოლადით და ყვავილებით ყოველ დილით არ გინდათ? მორჩით ამ ბალაგანს რასაც ფეხბურთს ეძახით და ეგ ფული მიმართეთ ბავშვთა ფეხბურთისკენ და ისე მოიქეცით, როგორც სხვა ქვეყნებში მოიქცნენ ესეთი მდგომარეობის დროს. მოაშორეთ ეს ფულის შოვნაზე გამწარებული მწვრთნელები, ნამუსი საერთოდ, რომ დაკარგეს და ყოველ წელს რაღაც ახალ ტავის გასამართლებელ საბუთს, რომ ბოდავენ დაასრულეთ!!!! მოიყვანეთ ფიზმომზადების მწვრთნელი ტაქტიკის და დიეტოლოგი და ბავშვებს მიხედეთ 25 წლის კაცმა ფეხბურთი გაბალას და ბანანცის დონეზე, რომ არ იცის იმას არაფერი არ ეშველება!!!!!!! მორჩით ხალხის ფულების და ნერვების ფლანგვას დაამთავრეთ. ჰა მოიგებს დღეს დინამო თუ მოიგო და მერე რა? ეგ ხორვატებს გაცდება? რომც გაცდეს მერე რას იზამრ? დონე არის ქართული ფეხბურთის დაბალი . თანამედროვე ფეხბურთს ყველაზე კარგ შემთხვევაში ვითამაშებთ 20-25 წუთი მერე მორჩა დანარჩენი 70 წუთი გადაგვივლის ყველა კარგი გუნდი, როგორც ნიუკასლმა გადაგვიარა (შინ და გარეთ) ასე, რომ მოვრჩეთ საუბარს... პ.ს მეც მინდა 30 წლის ასაკში ერთხელ წესიერად გავიხარო ქართველების წარმატებით და ევროპას და მსოფლიოს არ ვუყურო ვიღაც გადამთიელი გუნდის გულშემატკივრის რანგში და აღარ მინდა ეს გულისამრევი ფარსი, რაც თბილისში ხდება დიდ ფორუმებზე სხვა ქვეყნის ფანკლუბების შექმნა და სხვისი დროშების და ყალბი სიხარულის ყურება აღარ მინდა მოვისმინო ბარსა და რეალი და ბაიერნიდა მილანი დამანჩესტერი. მინდა მესმოდეს დინამო ან ტორბედო ან სამტრედია და თუ გინდათ საპოვნელა და თუ გინდათ ონის მამისონი მარა ქართული კლუბი საქართველოს ნაკრებიიიიი. და ყველაფერი ამისთვის საჭიროა მორჩეს ბალაგანი ვითომ პროფესიონალების.

• 9999999999999999

რატომ ერთი საყვედური არ ითქმის რეგბისტების მიერ,განა რეგბის თამაში ფეხბურთზე მეტია საქართველოში(რეგბისტრებო ბოდიში) რეგბში სისტემა არის ჩამოყალიბებული,არის მიზანი სანაკრებო მიღწევების,მოთამაშები არ იკადრებენ არა პრესტიჟულ გუნდებში თამაშს,ფეხბურთში ჩემი აზრით ფეხბურთელი რომელსაც ფეხბურთი არ უთამაშია ოცნებობს ითამაშოს ევროპაში,მიტომ რომ ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში ფული აქვს გადახდილი თამაშის რეკლამისათვის,შედეგი სახეზეა.მასინ როცა ველოდებოდით თბილისის დინამოს თამაშს კვირიდან კვირამდე,ის იყო ჩვენთვის თეატრი,ხელოვნება და ეროვნული სულის გამოხატვა. (დემოკრატია და გამოვხატავ ჩემს აზრს )

• svani

nukri-ს კარგი არ გვინდა ეს დაბოღმილი ლაპარაკი რეგიონების ფანებს არ მოეწონება რაც ვილაპარაკე))) ერთ სიტყვას ვერ მეტყვი გასასამართლებლებს რაც დავწერე))))

• ბეგი

Dinamo-ს. შენც მართალი ხარ, მაგრამ ისიც ხომ გაგიგია -"ავადმყოფი///". ჰოდა ///. ისიცაა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს ამოუვიდა ყელში ამდენი წარუმატებლობა. ყველაფერი ხომ ღირსების საქმეა. თქვე კაი დედმამიშვილებო (მივმარტავ გიას და მის ფეხბურთელებს), თამაში და შედეგი აჩვენეთ და ქება და სიყვარული მომენტალურად მოვა. რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა ძალიან იოლად და კარგიშედეგით, მაგრამ იქ როცა ჩაფლავდა ხალხმა კინაღამ ჩაქოლა. ამჟამად საერთოდ დაშალეს რუსებმა ნაკრები. ყველა გაუშვეს და ახალ გუნდს ქმნიან. თქვენ კიდევ წუწუნებთ, გვაკრიტიკებენო. გაკრიტიკებთ კი არა.....

• მურთაზი

ვეთანხმები Dinamo- ს ავადმყოფს არ უნდა დასცინო მაგრამ თუ ფეხბურთელები ჯანმრთელები და მაგრები არიან მაშინ მათი მინდორზე ბორიალი მწვრთნელებისა და ხელმძღვანელობის ბრალი ყოფილა

• ყური მიგდე

ერთი გამაგებინა ამას მწვრთნელობა ვინ დააბრალა?! ან რომელ გუნდთან ერთად არ შეირცხვინა თავი?! საცოდავი ბიჭები ამისნაირების ხელში...არადა, სულ ასეთები გვყავას

• დდ

„ჩემი“ ფეხბურთელებით გუნდების დაკომპლექტებამ იცის ასეთი შედეგები. არცერთი მწვრთნელი პროფესიონალი არაა ვინც ამ პრინციპით აკომპლექტებს გუნდს, მეტიც უცოდინარი და უპატიოსნოა

• გაგა

კარგით რა!სამტრედია კარგ ფეხბურთს თამაშობს, გია ცეცაძეძ კარგი მწვრთნელია,თუ არა ხარ მზად ევრო თასებზე არ გახვიდეო,აი სწორედ მაგისთვის წავაგეთ გაბალასთან 5:1 მეტი გამოცდილება,რომ გვქონოდა ეს არ მოხდებოდა.გუნდმა შემტევი ლამაზი ფეხბურთი უნდა ითამაშოს!

• fak

შეეშვით სამტრედიას ჩვენ სამტრედიელებს გვჯერა ჩვენი გუნდის ამას ჩემპიონატში დაამტკიცებენ ბიჭები აქ სხვადასხვა გუნდის ბალეშიკები წერენ ძრწიან ჩემპიონატი ახლოვდება და სამტრედია ყველას უკან რომ ჩამოიტოვებს ბატონო გია არცერთი სამტრედიელი ჩვენს გუნდს არ შეურაცხვყოფთ

• Neo

თქვენ არ ხართ ღირსები ფეხბურთი რომ გქონდეთ და არც გექნებათ...

• nukri

მალადეც სვანი,მარტლა სვანი ხარ რა

• ჰაჰა

თუ არ გინდათ რომ დაგცინონ, ფეხბურთი ითამაშე. რა შუაშია 9 თვე? ან ახალია გუნდი, ან გამოუცდელი? მაშინ ნუ გადიხარ ევროზე. თქვი წელს არ ვარ მზადო. რო გახსენი თამაში ბაქოში, მაშინ მივხვდი რა ტრენერიც ხარ. მანამდე მეგონა თავს იკატუნებდი და მეტოქის შეცდომაში შეყვანა გინდოდა, როცა აცხადებდი იგივე ფეხბურთს ვითამაშებთ რასაც საქართველოს ჩემპიონატშიო. ძმაო შეტევასაც ცოდნა უნდა, რომელი ჩაპაევი შენ მყავდი, რომ მოაშიშვლე დაცვა. სანამ ფეხბურთს არ ისწავლით და არ ითამაშებს, მანამდე დაგცინებთ.

• gionat

სამტრედიამ მართალ მოინდომა ოღონდ სახლში და მართლა არ დაკარგა სახე, თუმცა გასვლაზე იგივეს ვერ ვიტყოდი, რაც შეეხება 1 წლის გუნდს იგივე შეიძლება ითქვას გაბალაზე შარშან რამოდენიმე თვეში შეკრებილი გუნდი თავის ახალი მწვრთნელით გავიდა ევროპა ლიგაზე დინამოსაც პიეწმინდად მოუგო სახლში.

• roman

Shen tu treneri xar ar icodi. roმ. Mაg sastavit gabalas ver mougebdi tu xalxs aboleb

• ვაი მწვრთნელები

სულელური თავის მართლებებია ქართული ფეხბურთის დამღყპველი, შე კაი კაცო თქვენგან არავინ ითხოვდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, უბრალოდ ფეხბურთელი იმითომ არის მოედანზე რომ ირბინოს და არა "იდგეს ან დადიოდეს" ეს პასუხისმგებლობა სწორედ მწვთნელებმა უნდა აიღოთ და ნუ გამოდიხართ პრეტენზიებით, თუ არ შეგიძლია ელემენტატული სირბილი ასწავლო და ფიზიკურად მოამზადო ფეხბურთელი რაგას წუწუნრენ ხელფასებზე და დაფინანსებაზე!

• kaspeli

ბატონო "ტრენერ" თამაშის დაწყებამდე სულ სხვანაირად ჭიკჭიკებდი...ამიტომ არარის ბაქიბუქი საჭირო ცოტა თავშეკავება და მოწინააღმდეგის პატივისცემა უნდა გამოავლინოთ პრესკონფერენციებზე და არამარტო////

• svani

პირველი: არამგონია სული და გული ჩაედოთ თორემ ეს შედეგები არ გვექნებოდა დღესდღეობით რაც გვაქ, (ერთადერთი სახლში მოინდომეს,(ჩიხურას გარდა) გინდა თუარა ეხლა გულშემატკივარი რომ გიყურებს იძულებული ხარ მოინდომო...) მეორე: ჩვენზე(გულშემატკივარზე) არ ფიქრობთ ბ-ნო გია?! თუ როგორ შეგვარცხვინეთ, თქვენ აზერბაიჯანთან და დილამ უარესი სომხებთან?!! მესამე: 9 თვის გუნდით კიარა 6 თვის გუნდით გამოდიან სულ ქართული გუნდები იშვიათი გამონაკლისის გარდა და ეგ გასამართლებელი საბუთი არ არის იმიტომ რომ, ასეთი სიტუაციაა საქართველოში სულ )) და ბოლოს მთავარი: რაც დაიმსახურეთ ის მიიღეთ...!!!!!!!!!!!! არცერთ ფეხბურთელს იმის იმედი არ ქონდეს რომ, რამეში შევაქებთ თუნდაც 2:1 რომ მოიგეთ ეგ არაფერს ნიშნავს გია 5:1 წაგებულის მერე, გაბალა ფორმალობისთვის ჩამოვიდა აქ მარტო))) ღაც დაიმსახურეთ ის მიიღე(ბ)თ...!!!!!!!!

• კახა

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ესეც .... ამხანაგურები რომ მოიგე გამოდი და თქვი რომ დუბლშემადგენლობებსეთამაშე რატო შექმენი ცრუ მოლოდინი ვიციდით რომ აზერბაიჯანლები ერთი თავით მაღლა იდგნენ მეორე ტამაში ფორმალობა იყო

• Walkabout

მეც ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ფეხბურთელების ბრალი არ არის, მათ მართლა თანადგომა სჭირდებათ და არა დაცინვა, მაგრამ აი კლუბების მფლობელები და მწვრთნელები თავისი უცოდინრობით, დილეტანტიზმით, მართვის მეთოდებით, სატრანსფერო პოლიტიკით, მახინჯი საკონტრაქტო სისტემით, ლეგიონერთა უგულებელყოფით, კატასტროფული შედეგების და ყველას თვალში ჩვენი მასხრად აგდების გამო მარტო დასაცინები კი არა საერთოდ ფეხბურთიდან ჩამოსაშორებლები არიან...

• joni

რა შუაშია დაცინვა მაგრამ ის რომ ქართული გუნდები უკვე მეორედ ვერ ცდებიან პირველ ტურს სატირელია და აუცილებლად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები გაუთავებლად იმის მტკიცება რომ გამოცდილება გვაკლია უკვე არადამაჯერებელია რაღაცა უნდა შეიცვალოს და პირველ რიგში ჩემპიონატი

• litbarski

სბორებზე თვითინ სამი დღე დააგვიანა,გუნდმა ორი ამხანაგური ითამაშა,ფეხბურთელებს საშუალოდ ერთი თამაში გამოუვიდათ და კიდევ კარგათ იტამაშეს.რომ არაფერი ვთქვათ ფორმაზე.

• შოთა გუგეშაშვილი

არავინ არ დაგწინიტ უბრალოტ წინასწარ ნუ ბაქიბუქობტ

• o e e filosofos

განსაკუტრებიტ ჩიხურას მაგრად იცინ შედეგის დადება :D:D:D:D:D:D: ლოლზ....

• Dinamo

მართალია არ უნდა დაცინო, უზნეობა როცა ავადმყოფს დასცინი

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

MMA-ს ილეთი ქართულ ფეხბურთში - ვიტ ჯორჯია-სამტრედიის მატჩში მომხდარი ინციდენტი [VIDEO]

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

მარტვილის "მერანი" შეხვედრებს, ალბათ, სამტრედიაში გამართავს

ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

"სამტრედია" სეზონის განახლებისთვის საკუთარ სტადიონზე ემზადება

ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

ლოკომოტივი-კოლხეთი 1:2 - რაღაც აუცილებლად შესაცვლელია [VIDEO]

ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს