"უკეთეს გამოსვლას ველოდით და ამისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი, რაც კი სპორტსმენებმა მოითხოვეს"
მშვილდოსან ქალთა ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, რაც ბოლო ორწლიანი წარმატებების ფონზე ცოტა მოულოდნელი იყო. თან ჩვენებს ადრე ასე სუსტად არასოდეს უასპარეზიათ თამაშებზე - მართალია, ოლიმპიურ კვარცხლბეკზე არასოდეს ასულან, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ევროპელთაგან საუკეთესო შედეგი უჩვენებიათ და ათეულშიც მოხვედრილან.

ბოლო ორი წელიწადია, მათ მიგვაჩვიეს მედლებს დარბაზის თუ ღია მოედნის, ოლიმპიურ თუ არაოლიმპიურ შეჯიბრებებზე, პირადსა თუ გუნდურში: ვერცხლის მედალი ევროპულ თამაშებზე შერეულ წყვილებში, ევროპის გუნდური ვერცხლი ზამთრის თუ ზაფხულის ჩემპიონატებში, იმავე სინჯის მედალი პირადში დარბაზის ევროპირველობაზე, გამარჯვება ევროპის "დიდ პრიზზე" და სხვა. სეზონში იშვიათად თუ გამოურევდნენ უმედლო ტურნირს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩააგდეს მთავარი სტარტი.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამოსვლას ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე აფასებს.

- როგორ აფასებთ გუნდის გამოსვლას ამ ოლიმპიადაზე?

- უკეთეს გამოსვლას ველოდით და ამისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი, რაც კი სპორტსმენებმა მოითხოვეს - გერმანიაში ჩასვლით და ისრების შერჩევით დამთავრებული. სამწუხაროდ, ასეთი ცუდი გამოსვლა ჯერ არ გვქონია.

- ადაპტაცია კარგად გაიარეს?

- ამის პრობლემა არ ყოფილა, ადაპტაცია ნორმალურად გაიარეს. კლიმატური პირობები ვერ იყო მთლად კარგი, ქარიანი ამინდი იდგა, მაგრამ ეს ყველასთვის ერთია. ამის მიუხედავად, დილით ვაჟებმა მსოფლიოს რეკორდიც კი დაამყარეს. შუადღეზე ქალებმა ზოგადად დაბალი შედეგები აჩვენეს, მაგრამ ჩვენებისგან ასეთ მაჩვენებლებს მაინც არ ველოდი.

რიო დე ჟანეიროში შარშან სატესტო ტურნირზე ადაპტაციის გარეშე ვისროლეთ, მაგრამ გაცილებით უკეთესი შედეგები გვქონდა.

ჩემამდე არ დადის, რა მოხდა, რატომ გამოვიდნენ ასე ცუდად, რატომ არ წაუვიდათ სროლები. მთელი წლის განმავლობაში ამდენ ღონისძიებაში კარგად გამოდიოდნენ, შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და თავდაჯერებულებიც გახლდნენ, რომ შეეძლოთ წარმატებით გამოსვლა.

- მექსიკასთან როგორი განწყობით გადიოდნენ, ხომ არ ეშინოდათ შესარჩევში ნაჩვენები დაბალი შედეგების გამო?

- მექსიკის გუნდმა მთელი ძალა ჩვენთან დახარჯა და მერე ტაივანთან ძალიან ცუდად ისროლა - 50, 51, 52, ჩვენთან კი 58 ჰქონდათ.

იქ ყველა მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, მეექვსე-მეშვიდეზე ვერ შევდიოდით, მეცხრეზე გასვლა არ გვინდოდა, რადგან მეორე წრეში კორეას ვეჯახებოდით. ამას ისევ XI-XII ადგილები ჯობდა, რადგან შარშან ტესტზე პირველ წრეში იაპონიას მოვუგეთ, მეორეში შევხვდით კორეას, წავაგეთ და მეხუთეზე დავრჩით.

კი, ბრძოლა კორეასთანაც შეიძლება, ისინიც ადამიანები არიან და ყველაფერი ხდება. ახლაც იმათმა ვაჟმა ვოოჯინ კიმიმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, მაგრამ პლეი ოფში 33-ე ადგილზე მყოფმა ინდონეზიელმა მსროლელმა გამოაგდო - ოლიმპიადა ხომ დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- სექტემბერში ბათუმში აჭარის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს ვატარებთ. მერე სომხეთში მივდივართ, ბოლოს კი საქართველოს თასი ჩატარდება თბილისში. შემდეგ ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება და ვნახოთ, უახლოესი გეგმები კი ასეთია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...