ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გია გეგუჩაძე: გამოვაქვეყნებთ შემადგენლობას და ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავთ...

გია გეგუჩაძე: გამოვაქვეყნებთ შემადგენლობას და ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავთ...

რატომ არ იყო ესტონეთსა და ხორვატიასთან მატჩებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი არაბიძე...
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თავაწეულმა დაასრულა. გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბოლო ორ მატჩში, ესტონეთთან და ხორვატიასთან, 4 ქულა მოიპოვეს.

თუ გასვლაზე ესტონეთის დამარცხება კანონზომიერებად უნდა მივიჩნიოთ, ხორვატებთან ზესტაფონში მოპოვებული ქულა და, მეტადრე, ნაჩვენები თამაშის ხარისხი განსაკუთრებით დასაფასებელია.

- U21. საქართველო-ხორვატია 2:2 - ძალიან მწარე პერიცა... [VIDEO]

- U21. ესტონეთი-საქართველო 0:1 - უნდა გაგვეტანა ათი, გავიტანეთ ერთი... [VIDEO]

ხორვატებისთვის ამ შეხვედრის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებთან ფრემ მათ, დიდი ალბათობით, წყალში ჩაუყარა მთელი ციკლის განმავლობაში გაწეული შრომა.

ჩორიჩი, როგი - ეს ფეხბურთელები ზაგრების "დინამოს" ლიდერები არიან. ხორვატიის ნაკრებს სხვა ყოჩაღი მოთამაშეებიც ჰყავს, ევროპის წამყვან ლიგებში რომ ჩაუქობენ. ასეთ გუნდთან საქართველომ თანაბრად ითამაშა და მთელ რიგ ეპიზოდებში დომინირებდა კიდეც.

ახლა მთავარზე: ამ შემადგენლობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აღარ ითამაშებს. მომავალ შესარჩევში გია გეგუჩაძე ახალ გუნდს შეკრებს. "ლელო" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დღევანდელობასა და მომავალზე ესაუბრა...

- ჯერ ზოგადად შევაფასოთ ესტონეთსა და ხორვატიასთან გამართული მატჩები...

- ჯერ შედეგის თვალსაზრისით შევხედოთ საკითხს. ესტონეთთან და ხორვატიასთან მატჩებში ჩვენ 4 ქულა ავიღეთ. ეს ცუდი არ არის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ 6 ქულას ვგეგმავდით.

ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები, შემადგენლობის მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. იოლი თამაში არც ესტონეთში ყოფილა. მასპინძლები ყველანაირად შეეცადნენ, თამაში ჩაეკეტათ. მიუხედავად ამისა, ტალინში არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და მოვიგეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ესტონეთში გაცილებით ზუსტად უნდა გვეთამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში. ბევრი საგოლე მომენტიდან მხოლოდ ერთი ბურთი გამოვიყენეთ... რაც შეეხება ხორვატიასთან მატჩს, ჩვენ პერიოდულად ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რისკენაც მივდივართ. ამ შეხვედრაშიც შეიძლებოდა შეტევის ბოლო ფაზაში ზუსტად მოქმედება...

- ხორვატიასთან მატჩში ჩვენი დაცვა რამდენჯერმე შეცდა...

- შეცდომები ყველა სათამაშო რგოლში იყო. მხოლოდ დაცვის შეცდომებზე აქცენტის გაკეთება არასწორად მიმაჩნია. გარკვეული შეცდომები იყო შუა ხაზშიც და თავდასხმაშიც, რაზეც უკვე მოგახსენეთ. ესტონეთის ნაკრებმა ჩვენს კართან საერთოდ ვერაფერი შექმნა. ხორვატია ესტონეთზე გაცილებით მაღალი დონის გუნდია და ეს გამოჩნდა კიდეც ჩვენთან შეხვედრაში.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახალ ციკლს ახალი შემადგენლობით დაიწყებს. სელექციას უკვე შეუდექით?

- შეიძლება ითქვას, უკვე დღეიდან იწყება ამ კუთხით მუშაობა. ნაწილობრივ აქამდეც გადავდგით ნაბიჯები. ესტონეთთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში მოვიწვიეთ არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ახალგაზრდულს მომავალ შესარჩევ ციკლშიც დაეხმარებიან.

მოგეხსენებათ, ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს - გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს დავუპირისპირდებით. ამ მატჩისთვის საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ. მართლაც რომ უძლიერესი მოწინააღმდეგე გვეყოლება.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვიხილოთ ისეთი ლეგიონერები, რომლებიც ბოლოს არ ყოფილან ამა თუ იმ ნაკრებში, ან სულაც ქართული ფესვები აქვთ?

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კუთხით ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. მათ შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთად გავიხსენოთ შედარებით მივიწყებული გვარები...

- უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით?

- ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ყველაფერზე ღიად ლაპარაკი ცოტა ადრეა. საფრანგეთში გამგზავრებამდე ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას და საკუთარი თვალით ნახავთ ყველაფერს.

- ბევრს უკვირს, რატომ არ იყო ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი არაბიძე...

- მარტივად გავცემ თქვენს კითხვას პასუხს: მე ვისაც მოვიაზრებდი, ის ფეხბურთელები მოემზადნენ ესტონეთსა და ხორვატიასთან მატჩებისთვის...

- არაბიძეს მომავალში თუ მიეცემა თავის გამოჩენის შანსი?

- ჩვენ უკვე შევეხეთ ნაწილობრივ ამ თემას. ყველას მიეცემა შანსი, ვინც ფიზიკურად და მენტალურად იქნება მზად, რომ საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას.

- საქართველოში მძაფრად დგას "გამტანი ფორვარდის" პრობლემა. თქვენს ნაკრებში ეს ყველაზე ნაკლებად იგრძნობოდა - თუნდაც, ნიკა კაჭარავას გოლი ავიღოთ ხორვატთა კარში...

- უნდა დაგეთანხმოთ, ზოგადად ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემა ნამდვილად დგას. არადა, ჩვენ ქართულ ფეხბურთს წარმოვადგენთ, რომლის მთავარი მახასიათებელი არის შეტევა, თავდაუზოგავი სწრაფვა გოლისკენ, შემოქმედებისკენ... ალბათ, ამ მხრივ მეტად უნდა გააქტიურდნენ კლუბებიც. მე მაინც მჯერა, რომ თუნდაც ახალგაზრდებთან სწორი მუშაობით მოგვარდება ეს პრობლემა.

- ვაკო გვილიას თქვენ გაუღეთ ახალგაზრდული ნაკრების კარი. კარგ საქმედ მიგვაჩნია ამ ფეხბურთელის საქართველოსთვის შენარჩუნება. როგორ ფიქრობთ, მას შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ქვეყნის პირველ ნაკრებს?

- რატომაც არა?! გეტყვით, რომ ვაკოს თაობაზე ვესაუბრე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს... მან იცის გვილიას შესაძლებლობების თაობაზე.

- ალბათ, ბევრს აღარც ეჯერა, თუ ასეთ ძლიერ მეტოქესთან საქართველოს ნაკრებს თუნდაც გარკვეულ მომენტებში დომინანტური ფეხბურთის თამაში შეეძლო. როგორც წესი, დღეს ქართული გუნდები და ნაკრებები ასე აღარ თამაშობენ...

- რახან ასეთ შეფასებას ვიმსახურებთ, გამოდის, რომ რაღაც დონეზე გვითამაშია ასეთი ფეხბურთი. რახან ვითამაშეთ, გამოდის, რომ ასე თამაში შეგვიძლია. არაფრიდან არაფერი ჩნდება. ესე იგი, ჩვენს ბუნებაში, სადღაც სიღრმეში არის ასეთი ფეხბურთი, არის ეს ნაპერწკალი და ის აუცილებლად უნდა გაღვივდეს. ამასთან, აუცილებელია ბალანსის დაცვა. მხოლოდ შეტევით ან მხოლოდ დაცვით ფონს ვერ გახვალ. მოწინააღმდეგეს უნდა შესთავაზო ისეთი ფეხბურთი, რომელიც მიგიყვანს წარმატებამდე.

- ჩვენი საუბარი იმ თაობის შეფასებით დავასრულოთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ციკლში დაიცავს საქართველოს ღირსებას...

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის თაობა, რომელიც რეალურად შეძლებს ქართველი გულშემატკივრების გახარებას. ახლა ქართულ ფეხბურთში ისეთი გარდაქმნები ხდება, ისეთი ნაბიჯები იდგმება, რომ ისინი მოკლე ხანში გამოიღებს შედეგს. ჯერ იქნება შედარებითი უკეთესობა, მერე კი, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, კიდევ უფრო კარგად იქნება საქმე.

ძალიან კარგად მესმის ქართველი გულშემატკივრის. ის დაიღალა ამდენი წარუმატებლობით და მალე უნდა შედეგი. ფეხბურთში კი ყველაფერს დრო სჭირდება. მე მჯერა, რომ მუხლჩაუხრელი შრომით შევძლებთ ქართველი ქომაგის გახარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

ხასიათი რონალდუსაც არა აქვს კარგი მაგრამ ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა პორტუგალიას, არ დამიწყეს ახლა ხასიათების შესწავლა ფეხბურთელებისი?! ხასიათი გოგოსი უნდა მოსწონდეს ბიჭს!!!

• dato

კიდევ ერთხელ გავმეორდები --------------------------- მწვრთნელი იმიტომ ქვია ადამიანს და მითუმეტეს ახალგაზრდულის, რომ მან ახალგაზრდის ტალანტი და მენტალიტეტიც გუნდისთვის გამოიყენოს. არა აქ სხვა რამეში ჩანს ალბათ პრობლემა. სამწუხაროდ ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს, სამაგიეროდ საქართველო დაკარგავს სასარგებლო ფეხბურთელს. არაბიძეს მხარე ბევრს არაფერს, მარტივად მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და სინდისი ვის მხარეს იქნება. მერე არ შერცხვეს ახალგაზრდულების და ეროვნულების მწვრთნელებს, ასევე ფედერაციას. გამოფხიზლდით, ასეთი ტალანტი ბევრი არ გვყავს ხალხოოო --------------------

• odala

ბალოტელიზე ნიჭიერი ბევრი არ არის, მაგრამ როგორც აგრძელებს კარიერას ნაგავი ხასიათის გამო ხედავთ. ვინც ვერ გააცნობიერებს რომ ჯერ გუნდია და მერე პიროვნება, კარგად იყოს გინდ უკრაინის ნაკრებში, გინდ ბრაზილიის.

• vato

სატატია ყურადგებით წავიკითხე, მწვერთნელმა უნდა თქვას რაშია საქმე არაბიძესთან დაკავშირებით. მას ხელფასს სახელმწიფო უხდის ანუ უბრალო მოქალაქე.

• zura

პენსიონერო- შენნაირი აზროვნების მქონე ადამიანების მიკვირს. რა გინდათ საერთოდ?

• maradona

პენსიონერს... აუ,შე მართლა პენსიონერო,რა!....

• პენსიონერი

რა გააწყალეთ გული ამ არაბიძეთი, ვინმეს გინახავთ მისი თამაში? შახტარის დუბლების სათადარიგო მოთამაშეა. ჟურნალისტებმა შეაქეს ერთ-ორჯერ და თქვენც მესი გგონიათ!

• maradona

ოთოს... ეს ვინ გითხრა,გაფიცებ გეგუჩაძის ტაქტიკურ სქემებს... მე მგონი შენ ლელა კაკულიასთან ხარ ნამკოფი...

• maximus

აქ ზოგიერთ წერს არაბიძეზე ათასნაირ რაღაცეებს, მისი ბრალიაო რომ არ იძახებენო, კარგით რა უბრალოდ ინდივიუდალისტი და თანაც ძაან მაგარი თანაც ჯერ ბავშვია და მასთან კაცი რომ საერთო ენას ვერ გამონახავს ნუ რა უნდა ელაპარაკო მერე ასეთებს, ეს ყიფიანი ვაფშე ვინაა რა ითამაშა ან რა გააკეთა როგორც მწვთნელმა ან კიდევ გეგუჩაძემ რამე მოიგო ნაკრებში ორივეს ხო ყავს ნაკრები რა... ფეხბურთში ინდივიდუალისტები თუ არ იქნება მაშინ უყურეთ დაუშვილს, დვალიშვილს, ჩანტურიშვილს, კიტეიშვილს და მისთანებს...

• ოთო

არაბიძე არ ნდომია საქართველოს ნაკრებში თამაში, უფრო სწორად ფიქრობს, იმიტომ რომ უკრაინის ნაკრებიდან აქ შეთავაზება. იმედია ეს ასე არაა და ამაზე ფიქრსაც არ დაიწყებს.. თორე ისეთი ფეხბურთელები, ვინც თავის ნაკრებში თამაშზე ჭოჭმანობენ, მე პირადად არაფერში არ მჭირდება

• maradonas

საღოლ რა, მაგარი კომენტარი იყო. :))

• maradona

ისე,ერთსაც დავამატებდი... არაბიძე გეგუჩაძისთვის და ახალგაზრდულისთვის არ მემეტება... არაბიძე უნდა იკოს ეროვნულის ფეხბურთელი... გეგუჩაძესთან უნდა იკვენ კიტეიშვილები და პაპუნაშვილები...

• maradona

გეგუჩაძემ გარკვევით თქვა რამდენიმე დღის უკან... ჩემი გუნდი კოლექტიურ ფეხბურთს თამაშობს და არაბიძე არ ჯდება ჩემს ტაქტიკურ სქემებშიო... გეგუჩაძე,ვიცი რომ კითხულობ ამ კომენტარებს... გენაცვალე ტაქტიკურ სქემებში და კოლექტივიზმში... ეს ბიჩი არ დაიკარგოს,თორემ კოლექტიური გინება მერე ნახეთ თქვენი მისამართით შენ და კიფიანმა...

• ბადრი

ბ.გია მე მგონია ამ ბიჭს თქვენთან არაფერი შეშლია,აქედან გამომდინარე თქვენ თქვენი საქმე უნდა აკეთოთ და უნდა გამოიძახოთ და დაელაპარაკოთ ამ ბიჭს,და არა ყფიანის ნათქვამიდან გამომდინარე იმოქმედოთ.ბოლოსდაბოლოს თქვენ როგორც ახალგაზრდულის მწვრთნელს, გევალებათ ახალგაზრდები სწორ გზაზე დააყენება და არა ჯიბრში ჩადგომა.

• dato

მწვრთნელი იმიტომ ქვია ადამიანს და მითუმეტეს ახალგაზრდულის, რომ მან ახალგაზრდის ტალანტი და მენტალიტეტიც გუნდისთვის გამოიყენოს. არა აქ სხვა რამეში ჩანს ალბათ პრობლემა. სამწუხაროდ ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს, სამაგიეროდ საქართველო დაკარგავს სასარგებლო ფეხბურთელს. არაბიძეს მხარე ბევრს არაფერს, მარტივად მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და სინდისი ვის მხარეს იქნება. მერე არ შერცხვეს ახალგაზრდულების და ეროვნულების მწვრთნელებს, ასევე ფედერაციას. გამოფხიზლდით, ასეთი ტალანტი ბევრი არ გვყავს ხალხოოო

• სოსო

ბატონო გია!თქვენ ვალდებული ხართ როგორც მწვრთნელი ყველაფერი გააკეთოთ რა თა ნორმალურ კალაპოტში ჩასვათ ეს ბიჭი,თუ რამე ეშლება.თუ არადა ეს ბიჭი თუ დაიკარგა პირადად თქვენი და ყიფიანის სინდისზე იქნება.

• თენგო

ეეტყობა ყიფიანმა აუმღვრია არაბიძეს წყალი.რაც ძალიან ცუდია,გეგუჩაძე ვალდებულია როგორც მწვრთნელი გამოიძახოს ეს ბიჭი და დაელაპარაკოს,და არა ყიფიანის ხუშტურებს უსმინოს.ოქრიაშვილმა ცხადაძესთან რომ დააშავა იმაზე უარესი რა უნდა დაეშავებინა ამ ბიჭს,და ყველამ ვიცით როგორ მოიქცა იმ შემთხვევაში ცხადაძე.

• haha

მეც მარტივად ვიტყვი. ეგრე აფეტიშებდით ჭანტურიას, მაგრამ სედეგი ურალია.

• Gio

maximus მეც უბრალოდ გეტყვი, ნაკრებში იმ ფეხბურთელის ადგილი არარის ვინც ცაში დაფრინავს და მწვრთნელს არუსმენს... არაბიძის დამოკიდებულება კი არარის მწვრთნელების მიმართ სწორი და მსგავსი დამოკიდებულებით არავინ გამოიძახებს!!

• dato

მე როგორც გავიგე ბატონი გიას საუბრიდან ზუსტად ეს ბიჭი იკავსებს თავს ახალგაზრდულში თმაშისაგან

• maximus

მეც მარტივად გეტყვით ბატონო გია, არაბიძე რომ იყოს დინამოს, საბურთალოს ან კიდევ ლოკომოტივის ფეხბურთელი გამოიძახებდით... მაგრამ ის ხომ უბრალოდ შახტარშია. ამ ბიჩს დავკარგავთ და მერე სინანული გვიანი იქნება...

უეფას განვითარების თასზე საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას ძმა აღიარეს

15-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

ევრო 2025 | ახალგაზრდულის თამაშებზე ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა

ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია

U21. საქართველო - ბელარუსი [LIVE]