ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე

ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე

"შესვენებისას ვთქვით, რომ ჩვენ "ბორჯღალოსნები" ვართ, უნდა გავიდეთ და ჩვენი ღირსებისთვის ვითამაშოთ"
საქართველოს ნაკრების მიერ ნოემბრის ტესტებზე გამართული მატჩები საერთო შეფასებით წარუმატებელი გამოდგა. შინ იაპონიასთან წაგებულ მატჩს კილმარნოკში შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში ჩაგდებული პირველი ტაიმი მოჰყვა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა. არადა, ტესტების წინ მიზანი მოწინავე ათეულში შესვლა იყო.

განვლილი მატჩების შეფასება და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ "ბორჯღალოსნების" თავკაცს, მილტონ ჰეიგს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შევხვდით.

- კარგად მახსოვს, ივნისის ტესტების შემდეგ სწორედ აქ, თქვენს სამუშაო კაბინეტში შეგხვდით ინტერვიუს ჩასაწერად. მაშინ ამაღლებული განწყობა გქონდათ და არა მარტო თქვენ, ყველას, ქომაგებსაც და ჟურნალისტებსაც. ივნისის ტესტები წარმატებული იყო. ამბობდით, ჩვენი მიზანია, სეზონი დაუმარცხებლად დავამთავროთო. ახლა, ნოემბრის ტესტების შემდეგ, როგორ განწყობაზე ხართ?

- ცხადია, გაწბილებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე. არადა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, უფრო მეტი, ვიდრე ივნისის ტესტების დროს. ძალიან მოვინდომეთ, შედეგი კი, მინიმალური მივიღეთ.

იაპონიასთან წაგება საშინელება იყო. მერე სამოასთან გამარჯვებით პირველ მატჩში ნაწვნევი სიმწარე გავანეიტრალეთ. შოტლანდია ძალიან ძლიერი გუნდით დაგვხვდა. ის გაცილებით ძლიერია ახლა, ვიდრე ორი წლის წინათ იყო, სანამ გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდოდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ უკეთ გამოვიყურებოდით. არადა, შოტლანდიის დარი გუნდების დამარცხება ისედაც ძალიან ძნელია. ერთი სიტყვით, ათბალიანი სისტემით ჩვენს ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე ხუთიანს დავუწერდი.

- მოდი, შეძლებისდაგვარად დეტალურად გავაანალიზოთ თითოეული მატჩი. იაპონიის ნაკრებთან არაერთხელ ითქვა, რომ დაცვაში სუსტი თამაშის გამო დავმარცხდით. სტუმრებს ორი თუ სამი ლელო ვაჩუქეთ. ეს ფაქტია, მაგრამ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, რატომ მოხდა ასე?

- იაპონიის ნაკრებმა, სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, შინ არგენტინის ნაკრებთან ითამაშა. შესაბამისად, პირველ მატჩში დანახული ხარვეზები გამოასწორა და როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან უკეთ მომზადებულმა ითამაშა.

ჩვენთვის ეს მატჩი პირველი იყო. ის ყოველთვის რთულად სათამაშოა. რაც უნდა კარგად ივარჯიშო, თამაშია აუცილებელი, რათა დაინახო, კონკრეტულად რაზე გაქვს სამუშაო, რაზე გაამახვილო ყურადღება. იაპონიასთან წაგებას დაცვას ვერ დავაბრალებ. ბოლო 20 წუთის განმავლობაში ბურთი უკეთ რომ გვეკონტროლებინა და ტერიტორია არ დაგვეთმო, იაპონიას დავამარცხებდით.

- თამაშის მერე ჩვენი მორაგბეები ძალზე გაწბილებულნი იქნებოდნენ...

- დიახ, ასე იყო. ყველა გაწბილებული გახლდათ. მოედანზე ისე გავიდნენ, რომ იაპონიასთვის აუცილებლად უნდა მოეგოთ. თამაშის შემდეგ ყველას უკვირდა, რატომ წავაგეთო. გაოცებულები, გაუგებრობაში იყვნენ, ვერ ხვდებოდნენ ამას, სანამ თამაშის ანალიზი არ გავაკეთეთ.

- რა გვიჩვენა ანალიზმა?

- ანალიზმა გვიჩვენა, რომ ყველა კომპონენტში, ბურთის ფლობაში, შერკინებაში, სტატიკაში, ხაზის გაჭრაში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ტაბლოზე არ აისახა. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ იმ მორაგბეებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, სხვაგვარად რომ წარემართათ თამაში, ძალ-ღონე რომ მოეკრიბათ, მოვიგებდით. ამაზე თამაშის ანალიზისას ბევრი ვილაპარაკეთ.

- თამაშის იმ პერიოდში, როცა იაპონიის ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ანგარიშში დაწინაურდა, ისე ჩანდა, ჩვენი ნაკრების ლიდერები თითქოს დაიბნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ...

- მართალია, არ იცოდნენ. ყველაფერზე ცუდად იმანაც იმოქმედა, რომ მგეზავი ლაშა ხმალაძე დაიმტვრა. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის, ერთ-ერთი ლიდერია. ზოგ საკვანძო პოზიციაზე ნათლად ჩანს, რომ სათანადო შემცვლელი არ გვყავს. ისე გამოჩნდა, რომ თქვენ მიერ ნახსენებ პერიოდში გუნდი დაიბნა.

- რა შეიცვალა სამოასთან მატჩისთვის?

- ეს მეორე სათამაშო კვირა იყო. ხარვეზებზე ვიმუშავეთ, გარკვეული კომპონენტები გავაუმჯობესეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამოას ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდზე სუსტია. იაპონელები უფრო სწრაფები და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან. თამაშის სტილიდან გამომდინარე, სამოასთან ასპარეზობა უფრო მარტივია. თუ იაპონიასთან მატჩში უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, სამოასთან ეს შევძელით და მოვიგეთ კიდეც.

- შოტლანდიასთან მატჩში პირველი ტაიმი აშკარად ჩაგვივარდა. მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჩვენი მორაგბეები მას უბრალოდ თავისგან შორს იგერიებდნენ. ეს დავალება იყო თუ შოტლანდიელთა წნეხის გამო სხვაგვარად არ შეეძლოთ?

- არა, უბრალოდ, გუნდი არ თამაშობდა. მართალია, რასაც თქვენს შთაბეჭდილებაზე ამბობთ. ნახეთ, პირველ ტაიმში შოტლანდიას ბურთის ფლობა 84% ჰქონდა, ტერიტორია - 70%. ჩვენ 84 ბოჭვა განვახორციელეთ, მეტოქემ მხოლოდ ათი. ვერაფრით ავხსნი, რატომ მოხდა ასე.

შოტლანდია ისედაც კარგი გუნდია, მისი ფულბეკი სტიურტ ჰოგი კი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა. მას თუ ბურთსაც მისცემ და ტერიტორიასაც, გამოიყენებს ამას, აბა, რას იზამს. ამიტომაც იყო, პირველ ტაიმში 31 ქულა რომ დააგროვეს.

- მეორე ტაიმი უკეთესი გამოვიდა. გუნდს ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნა?

- ვფიქრობ, რომ ასე იყო. თან შესვენებისას ვთქვით, რომ ჩვენ "ბორჯღალოსნები" ვართ, უნდა გავიდეთ და ჩვენი ღირსებისთვის ვითამაშოთ. შესაბამისად, გუნდს თამაში უკეთ გამოუვიდა. შოტლანდიელები იმ დროისთვის 20 ქულით იყვნენ წინ და ისეთი აგრესიულები აღარ იყვნენ, როგორც პირველ ტაიმში.

მეორე ტაიმით მწვრთნელები კმაყოფილები ვართ. ცუდად არ გვითამაშია. გამოჩნდა ძალიან კარგი ახალგაზრდა მორაგბე ბადრი ალხაზიშვილი. მატჩის ბოლოსკენ ორი გაფუჭებული დერეფანი მისი ბრალი არ იყო. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, გამოცდილება აკლია. თუმცა, ძალიან მონდომებული და ჭკვიანი მორაგბეა. მისგან მაღალი დონის შერკინების კვაჭი დადგება.

- საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ შოტლანდიის ნაკრები საქართველოში სათამაშოდ ჩამოსვლას აპირებს...

- არ ჩამოვლენ.

- შოტლანდიას 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე გაწერილი აქვს კალენდარი. ელიტარულ გუნდებს თამაშების საკმარისი რაოდენობა აქვთ და ჩვენ გარდა, მისი გაზრდა არავის აინტერესებს. ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან, ფულს შოულობენ, კომფორტულად არიან და არ უნდათ შენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს მხოლოდ ჩვენ გვინდა.

2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგაც, ვფიქრობ, ძნელად რამე შეიცვალოს. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ მსოფლიოს თასზე, რომ ის იდილია, რაც მათთვის სუფევს, დაარღვიონ.

შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ლონდონში მსოფლიოს რაგბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს დავესწარი. ვნახე, რომ ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით. ჩვენ რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ, რათა განვითარება და წინსვლა არ შევწყვიტოთ.

- ახლა მომავალზეც ვთქვათ. გაისად, ივნისსა და ნოემბერში რომელ გუნდებთან მოგვიწევს ტესტებზე თამაში?

- ივნისშიც და ნოემბერშიც რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და ამიტომ სანამ "მსოფლიოს რაგბი" არ გამოაცხადებს, უფლება არ გვაქვს, სავარაუდო მეტოქეების ვინაობა დავასახელოთ. ივნისშიც და ნოებერშიც თითო მეტოქე აუცილებლად პირველი დონის ნაკრებებიდან იქნება, ორ-ორი კი მეორე დონის გუნდი იქნება.

- ტესტებამდე თებერვალ-მარტში "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის გათამაშება გველის. რა სიახლეები შეიძლება ვიხილოთ ჩვენს ეროვნულ გუნდში?

- გვინდა, დაახლოებით 6-10 ახალი მოთამაშე ჩავრთოთ ნაკრებში, შანსი მივცეთ, თავი გამოიჩინონ. თუმცა, ეს სავარაუდოდ პირველი სამი მატჩისას მოხდება. ახალი მოთამაშეების მოძიებას ყოველთვის ვცდილობდით. წლეულს, ვინაიდან, 2015 წლის მსოფლიოს თასზე კარგად გამოვედით, არ გვინდოდა, აღებული სიჩქარე შეგვენელებინა და შემადგენლობაში ახალი არავინ დაგვიმატებია. ახლა მეტი თავისუფლება გვაქვს და ექსპერიმენტებსაც თამამად მივმართავთ.

- შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩამდე სამი დღით ადრე ედინბურგში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელ თანატოლებს სძლია. როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა?

- თამაში არ მინახავს. მას ჩემი ასისტენტები დაესწრნენ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩათ. არის ამ გუნდში რამდენიმე საინტერესო მოთამაშე, რომლებსაც ვაკვირდებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 17 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძე.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ გუნდის მორაგბეებს ვერ გამოვიყენებთ, რადგან მათ თავიანთი პროგრამა აქვთ და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ამიტომ ჩვენ მზერა იმ მოთამაშეებზე გვაქვს მიპყრობილი, რომლებმაც წლეულს მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზეს. გაზაფხულზე ახალბედების უმრავლესობა ძირითადად ამ ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრებიდან იქნება.

- თქვენ ასისტენტები ახსენეთ. როგორ შეეწყვნენ გუნდს ახალი მწვრთნელები?

- ბრედ ჰარისს მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო აქვს. ის შერკინების მწვრთნელია და, ვფიქრობ, შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენი მორკინალები ბევრად წინ არიან წასულნი.

რიჩარდ გრემი ახალი არ არის. მან ივნისის ტესტებზეც იმუშავა ჩვენთან. მაშინდელ წარმატებაში მას დიდი წვლილი აქვს. ლევან მაისაშვილიც შესანიშნავად მუშაობს. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მწვრთნელების კრებული ვართ.

ძალიან მწყდება გული. ნოემბრის ტესტებზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ამან შედეგზე გავლენა არ იქონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gogla

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ აბსოლიტურად მართალია მელტონი. ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს იქ მოხვედრის ძალიან დიდი ხნით. შესაბამისად გარწმუნებთ, რომ ინტერესი რაგბის მიმართ უცებ არა, მაგრამ ნელ-ნელა გაქრება. მიზნის არარსებობის შემთხვევაში ეს გარდაუვალია. მსოფლიო ჩემპიონატი თუ გვიხსნის ამ საშიშროებისაგან. კარგია ვცდებოდე......

• Geo

უკანა ხაზელები თუ არ გამოჩნდნენ ძალიან გაგვიჭირდება იაპონიასთანაც და მით უმეტეს ტოპ 10-ის გუნდებთან

• azri

Me-ს აბსოლიტურად გეთანხმები! კუნძულელებთან თამაშში გაცილებით უკეთ დავიხვეწებით! დავიხვეწებით სამხრეთული და ჩრდილოური გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ მხოლოდ სამხრეთელების მწვრთნელებად მოსვლამ აათამაშა შოტლანდია სწრაფად და ინგლისი ირლანდია დინამიურად ძალიან კარგად მახსოვს ლანკასტერის გაწვრთნილი ინგლისი ჟელესავით რო იდო მოედანზე რაგბის რაობა სამხრეთშია სამხრეთშიიიიი

• hj–ს

ეგ იმიტო რო მაგათ მეტი ჩადეს ადრე თან უფრო და ბევრად მაგრა მოუმატეს არგენტინამაც და შოტლანდიამაც თორე ჩვენ გვაქ პროგრესი

• Me

რაც შეეხება 6 ერს თუ ადრეა ჩვენთვის სხვა რამეს მოვიფიქრებთ სადაც ვისწავლით უკეთ თამაშს კუნძულებზე ჩავიდეთ და სამოა იაპონია ფიჯი ტონგა მშვენიერი იქნება და ტესტები იშვიათად ბობოლებთან დიდ შედეგს მოგვცემს. სიმართლე თუ გინდათ ჩვენ რაც გვაკლია რაგბში კუნძულელებთან უკეთ დავხვეწავთ ვიდრე 6ერთან

• Meet

რა ტვინი წაუღეთ ამ უელსთან ფრეს თამაშით და ესპანეთთან მოგებით. იმას რატო არ იხსენებთ რამდენი თამაში მოიგო საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბოლო 10 წელიწადში და ბოლო თამაშში ვისთან ითამაშა 1:1 სახლში ბრაზილიასთან მგონი თუ არგენტინა იყო? რაგბი უფრო მაღლა დგას დღეს საქართველოში ვიდრე ფეხბურთი, მარტო კლუბები შეადარეთ სადაც თამაშობენ და მიხვდებით

• giooo

ებიჯო ფეხბურთს მიხედეთ ფეხბურთს,ხო ხედავთ ეს რაგბი არავის აინტერესებს სუ 20 ქვეყანა თამაშობს

• amerikeli

ამერიკული ფეხბურთის მწვრტნელი უნდა მოვიდეს და რაგბიში რომ მიდიან ის ბიჯები - ამერიკის ლიგაში უნდა გადადიოდნენ უფრო მაგალ ხელფასზე. მაშინ უკვე კარგი ფონი იქნება მათვის ვინც რაგბში (დაბალ ხელფასსზე სიყვარულის გამო) დარჩება და ევროპელი მამებიც აგარ იქნებიან გულგრილები.

• azri

მილტონა მაგარია აიღო და თქვა ვკიდივართ ამ გაფუებულ ევროპელებსო სწორია აქ გამოთქმული ყველა აზრიც - გავანებოთ ამ 6 ერს თავი დარწმუნებული ვარ სამხრეთული რაგბი უფრო მიგვიღებს ვიდრე ჩრდილოური მეორეს მხრივ აგერ უკვე საუკუნეზე მეტი იყო საუკეთესო ევროპულ გუნდს ზელანდიისთვის არ მოეგო და ისე აღნიშნეს გეგონება ბოლო ჟამი ედგათო მოკლედ, ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ჭკვიანურად რაც მთავარია, აი დანარჩენი იქნება სამხრეთულ ბაზარს მივაწვეთ აჯობებს

• hj-s

გეთანხმები ნამდვილად. ამ 6 ერის მოლოდინში ქვეყნის დრო გავა და ნამდვილად უმჯობესია რეგულარულად ვითამაშოთ მეორე დონის ქვეყნებთან. ლიგის შექმნა კარგია, მაგრამ არა მგონია ისინი დათანხმდნენ და ჩვენთვისაც ძნელია - ეს ქვეყნები ჩვენგან ძალიან შორს არიან და მუდმივი მგზავრობაც პრობლემა იქნება

• არ ვაინტერესებთ?

და რატომ არ ვაინტერესებთ?...აბა წაიკითხეთ ბრიტანული პრესა ფეხბურთში უელსი–საქართველოს მატჩის შემდეგ?..და თი 79–81წწ–ის დინამოს გავიხსენებთ...არ ვაინტერესებთ პირველ რიგში იმ მიზეზით,რომ სამწუხაროდ არ ვთამაშობთ იმ დონის და სანახაობის რაგბს,რომელმაც შეიძლება დააინტერესოს ბრიტანელი

• და კიდევ hj-ს

ჩაიდო რაგბში ფული,მაგრამ პირველ ათეულთან სხვაობა იზრდება,თუმცა ოკეანიას უკვე ვჯაბნით....არგენტინა,შოტლანდიასთან უფრო გაცილებით ნაკლები სხვაობით ვაგებდით

• მერაბი

ეჰ მაგასაც რომ რაგბის მამების ნებართვა უნდა

• hj–ს

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის ჩემპინატის ნახევარფინალისთან 1–1 ითამაშა გასვლაზე,ხოლო ამხანაგურში მსოფლის და ევროპის ექს –ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა და ისიც სტუმრად–1–0.ასე,რომ საერთოს მაგარი არასწორის ყოველმხრივ ფეხბურთთან რაგბის შედარება.გაცილებით,შეუდარებლად პოპულარულია ფეხბურთი რაგბზე და ტან გაცილებით მრავალფეროვანი თამაშია!ფეხბურთსი ორი ერთნაირი გოლი რთული მოსაძებნია,ორი ერთნაირი კომბინაციაც..რაგბი თითქმის ერთფეროვანია.წარმატებები ქართულ რაგბს,მაგრამ ფებურთტან შედარება უადგილოა სულ მცირე

• ნიკა

ერთი მაგათი დედაც! ჩვენ ქართველები ვართ და ბრძოლას ნაჩვევები, ასე რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ გაუტეხელი გულები, არ უნდა დავნებდეთ მილტონ! გეტყობა რომ დაიღალე მაგრამ ხვალინდელი დღის გჯეროდეს და ქართული სულის.

• vano

ფაქტია არ ვაინტერესებთ ისინი თავიანთ მოგებაზე ფიქრობენ რას მისცემთმათ ჩვენი დამატება არაფერს გარდა იმისა რომ შორ მანძილზე მოყწევთ ფრენები მაგრამ ასე გაჩერებაც არ შეიძლება რაღაც არის მოსაფიქრებელი

• zura

ჭადრაკში რამხელა ფული ჩაიდო, ხომ გახსოვთ ყველას(რააატოოომ?), ეგ ფული რაგბის მოხმარებოდა(საკლუბო დონეზე), მაგრად წინ ვიქნებოდით...

• საბა

შოტლანდიასაც და იტალიასაც რო მოვუგოთ 10დან 10-ჯერ, მაინც არავინ არსად არ დაგვამატებს .ეგ არი ფაქტი. თქვეს იმ ექვსი ერის ხალხმა რო ჩვენი მიზანი არ არის მსოფლიოში რაგბის განვითარებაო, კომერციული ტურნირიაო და ფულს ვაკეთებთ და წადიტ თავი დაგვანებეთო რა. ხოდა რას შევუკიკინეთ ვერგავიგე

• paata

სიმართლე ისაა, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა 6 ერის დიდ უმრავლესობას არ უნდა აქამდეც ცნობილი იყო და არ არის ახალი ამბავი. ამ ეტაპზე პრობლემა იმან გაამწვავა, რომ სერიოზულად შეირყა ჩვენი პოზიციები იაპონიასთან მარცხისა და შოტლანდიასთან განადგურების შემდეგ!იაპონიასთან მარცხმა ჩვენი ამბიციები საკმაოდ დააკნინა, ხოლო შოტლანდიასთან ამხელა ანგარიშით დამარცხებამ საერთოდ გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოს საკითხის განხილვაც კი. სამწუხაროდ ეს არის რეალობა და მელიტონამაც ორმაგად გაბრაზებულმა (თავის თავსა და მსოფლიო რაგბის მამებზე) ეხლა თქვა რაც თქვა. ამიტომაც სჯობს სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და რეალობიდან გამომდინარე მივხედოთ ჩვენს რაგბს!!! მაგარი ბიჭები გვყავს და უფრო მაგრები მოდიან, ამიტომაც ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ყველამ ერთად, სახელმწიფომ, გულშემატკივარმა და კერძო სპონსორებმაც, რომ ჩვენმა რაგბმა განვითარება განაგრძოს, რათა მომავალი მსოფლიოს მერე ახალი ძალით და არგუმენტებით ვცადოთ 6 ერის მოჯადოებული წრის გარღვევა! დიდი წარმატებებები წინ გვაქვს!!!

• win

გულს ნუ გაიტეხთ ბატონო მილტონ, ჩვენ შენი გვჯერა და ქომაგიც გენდობა. ის რომ იაპონიასთან ვერ მოვიგეთ დაღუპვას არ ნიშნავს. მთავარია შეიგნოს ხელისუფლებამ და ქართველმა ერმა რომ ფეხბურთში გადახდილი ფული გადაყრილია, ხოლო რაგბს რომ იმის საშუალება ჰქონდეს მთაც ჩაერთოს და თითო თითო გუნდი და სკოლა სვანეთში, ყაზბეგსა და მთიან აჭარაში დაფინანსდეს, მაშინ მართლა ვიქნებით ათეულის ღირსი. მაშინ მართლა მოვუგებთ შოტლანდიას. ეს აუცილებელია, თორე 4 ქალაქის იმედზე ყოფნა ვერაფერს მოგვცემს წინსვლისათვის

• ალეკსანდრე

უახლოესი წლები 6 ერზე არც კი უნდა ვიოცნებოთ,მარტო ტესტმატჩებით როგორ განვითარდება ჩვენი რაგბი?ეტყობა ჩვენი ამბიციები ჩვენ შესაძლებბლობებს აჭარბებს და დავრჩებით დიდი ხნით პირველიათეულის ახლო მახლო,ელიტ.გუნდერბი კი უფრო წინ წავლენ

• hj

ბატონებო როგორც ჩანს ჩვენ საერთოდ არ ვაინტერესებთ ევროპას და იქნებ მართლაც ვიფიქროთ მეორე დონის ქვეყნებთან საერთო ლიგის შექმნაზე,საქართველო,იაპონია,აშშ,კანადა,რუმინეთი,ფიჯი,სამოა,ტონგა,ურუგვაი,ჩილე.შევქმნათ საერთო ჩემპიონატი და დროა რაღაც მსგავსი მოვიფიქროთ,ძალიან მეშინია ამასობაში ქართულ რაგვბის რეგრესი არ დაეწყოს განვითარების მაგივრად.ჩვენივე წვენში არ მოვიხარშოთ,ერთა თასით ვერ განვვითარდებით...

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება

რაგბი. ლეგიონი: ხვალ, "მზარდი არგენტინის" წინააღმდეგ

გადაწყდა: 2018 წელს "ბორჯღალოსნები" იტალიას ეთამაშებიან!

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

შალვა მამუკაშვილმა საფრანგეთის TOP 14-ის მატჩში დუბლი შეასრულა

რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე

ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს

ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის

მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა

რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა

ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]

ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში

ბადრი ალხაზიშვილი ფრანგული "პროვანსის" მოთამაშე გახდა

რაგბი. მსოფლიოს თასი 2023: საფრანგეთი ერთი ნაბიჯით წინაა

"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა

კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან

შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს

რაგბი. ლეგიონი: ჩემი გუნდი ნაგავია!

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში ორი ავსტრალიელი მწვრთნელი იმუშავებს

ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

რაგბი. ლეგიონი: ქართველები პლეი ოფში იბრძოლებენ

ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?

"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]

ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით

თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის

როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"

rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ

გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა

საუკეთესო შერკინება მსოფლიოში - რას ფიქრობს "ბორჯღალოსნების" ავსტრალიელი მწვრთნელი

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

"მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ირლანდიაში საქართველოს რწმუნებულს შეხვდა

რაგბი გლობალური ცვლილებების მოლოდინში - ბერნარ ლაპასემ საქართველოც ახსენა

ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა

მილტონ ჰეიგი: მათი მეშვეობით საქართველოს ნაკრები გაძლიერდება

რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძემ "მზარდ არგენტინასთან" ივარჯიშა

ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს