ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება

პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება

ინტერვიუ გორის "ჯიქის" მთავარ მწვრთნელთან
შარშანდელი სეზონის ბრინჯაოს პრიზიორმა გორის "ჯიქმა" საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშებაც კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ რამდენიმე მარცხი იწვნია და ზამთრის შესვენებაზე მეხუთე ადგილზე მყოფი გავიდა.

"ჯიქი" ახალი გუნდია და ბრინჯაოს მედალი შარშან პირველად დაისაკუთრა, ამიტომ ეს მიღწევა სტიმულის მიმცემი იყო გორელებისთვის. სიახლე ისიცაა, რომ ისინი ამჟამინდელ ჩემპიონატში უკვე გორის ახალ სარაგბო არენაზე ატარებენ საშინაო თამაშებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პალიკო ჯიმშელაძის მოსაზრებით, რომ არა ტრავმების სიხშირე, "ჯიქი" სატურნირო ცხრილში გაცილებით ზემოთ იქნებოდა, ვიდრე ახლაა. მწვრთნელი ჩვენთან საუბარში სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო.

- შარშანდელი სეზონის ბრინჯაოს პრიზიორობით დასრულებამ ერთობ პოზიტიური როლი ითამაშა ახალი სეზონისთვის სამზადისში. მოსამზადებელი ეტაპისას შვიდკაცას გათამაშებაში კარგად ჩართვამაც (ნაფარეულში შვიდკაცას წინასწარი ეტაპი მოვიგეთ) გაგვათამამა და ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა რეალური გახდა.

ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატის საწყისი ტურები ამიტომაც გამოგვივიდა ჩინებული. ზედიზედ ორ მატჩში მსუყე ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ მიზეზი, რის გამოც შემდეგ გარკვეულ მატჩებში ვერ შევძელით რიგიანად ასპარეზობა, ტრავმები იყო. ამ პრობლემას, ცხადია, მეტ-ნაკლებად ვერცერთი გუნდი ვერ აერიდება, მაგრამ ჩვენ წამყვანი მოთამაშეები გამოგვაკლდნენ. ლაზარეთში გადაინაცვლეს მათ, ვინც შარშან მედლების მოპოვებაში ლომის წილი შეიტანა. ძალიან შევმსუბუქდით ხაზში. სათადარიგოთა სკამი კი დიდი არ გვაქვს.

- დანაკლისი როგორ შეავსეთ?

- დავაწინაურეთ ახალგაზრდა მორაგბეები. ოღონდ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ, რამაც დრო წაიღო. მიუხედავად ამისა, ბოლო თამაშში "აკადემიასთან" რაც დაგვემართა, გაუმართლებელი იყო. მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასეთ, მობილიზება გვაკლდა და დავმარცხდით. ისე კი, პირველი ხუთეულის ყველა გუნდმა იწვნია მოულოდნელი მარცხი. ასეც ხდება ხოლმე. მთავარია, შეცდომებისგან სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ.

- საინტერესოა, რომ სატურნირო ცხრილში თქვენ ზემოთ განლაგებული ოთხიდან სამ გუნდთან ვერ მოიგეთ, ქვემოთ განლაგებული ხუთივე გუნდი კი დაამარცხეთ (მხოლოდ "აკადემიასთან" განმეორებით შეხვედრაში წააგეთ). აქედან

გამომდინარე, "ჯიქის" პოზიცია ცხრილში ზუსტად შეესაბამება მის ამჟამინდელ პოტენციალს?

- არა, ვფიქრობ, უფრო მაღალ საფეხურზე შეგვეძლო ყოფნა. რომ აღარაფერი ვთქვა "აკადემიასთან" დაუგეგმავად დაკარგულ ქულებზე, წასაგები არ იყო "ლოკომოტივთან" შეხვედრა და "ლელოსთანაც" შეგვეძლო მოგება. ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში იმედი მაქვს, უფრო მეტ ქულებს დავაგროვებთ. ლიდერებს უკეთ უნდა ვეთამაშოთ. ადრეც მოგვიგია და ახლაც ნამდვილად შეგვიძლია მათთან გამარჯვება.

- საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირებში ყველაზე მეტი ლელო აბრამიძესთან (აია) ერთად "ჯიქის" ერთ-ერთ წამყვან მორაგბეს ნოდარ ბიწაძეს აქვს გატანილი - 7. მასთან ერთად ვის გამოარჩევდით გუნდში?

- ბიწაძეს, ისევე როგორც გასული სეზონის დასასრულს, ახლაც ნამდვილად კარგი სეზონი აქვს, რაც გატანილ ლელოებშიც ასახა. კარგ ფორმაში იყო რამაზ ხარაზიშვილიც, მაგრამ ტრავმამ არ მისცა ყველა შეხვედრის ჩატარების საშუალება. დევსურაშვილმაც, სადაც ითამაშა, ყველგან გაიტანა ლელო. კმაყოფილი ვარ გუნდის კაპიტნით და სხვებისაც. არ მინდა ასე დაწვრილებით გავყვე და ვინმე გამომრჩეს, რადგან "ჯიქი" მორაგბეთა დიდი ჯგუფის კარგი ასპარეზობით აღწევს შედეგს და ყველას შრომა დასაფასებელია.

- შვიდკაცაზე "ჯიქის" წარმატებულ გამოსვლაზეც ვისაუბროთ...

- ჯერ იყო ნაფარეულში გამართული შესარჩევი ტური, სადაც ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით ვიასპარეზეთ და საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, პირველზე გავედით. სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე ფოთში უკვე ზემოთ ნახსენები ტრავმების მიზეზით დანაკლისმა იჩინა თავი. გამოცდილთა მაგიერ დამატებული 7 ახალბედადან 4 სულაც პირველად თამაშობდა შვიდკაცას და ადვილი მისახვედრია, რომ ფოთში მაღალი შედეგის მიღწევა არ შეგვეძლო. სამაგიეროდ, ამის მერე, მარტყოფში გამართულ დასკვნით ეტაპზე გაცილებით დამაჯერებლად ვიასპარეზეთ და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედით. რითაც, რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. შარშან საქართველოს ჩემპიონატში დაკავებულ მესამე ადგილს, წლეულს შვიდკაცაში დაუფლებული მეორე ადგილი მოჰყვა და, ალბათ, ლოგიკური იქნება, რომ უფრო მაღალი ადგილით გაგრძელდეს.

- ამ სეზონში სიახლე ისიც იყო, რომ საშინაო მატჩები გორში გამართეთ...

- გორი სპორტული ქალაქია და "ჯიქის" თამაშებზეც მაყურებელი ცოტა არ მოდიოდა. ადგილობრივ გულშემატკივარს დავუახლოვდით. გვერდში გვიდგას სტადიონის დირექციაც. გორის სტადიონის მწვანე საფარიც გამორჩეულად კარგია. აღსანიშნავია ისიც, რომ გორში შეიქმნა ახალი გუნდი "გორდა", საიდანაც აუცილებლად გვექნება მხარდაჭერა და მომავალში დავიმატებთ ახალგაზრდებს.

- ზამთრის შესვენებისას კიდევ ხომ არ აპირებთ ახალგაზრდების მიწვევას დიდ გუნდში?

- ამ ეტაპზე საკმარისია. ვინც დავიმატეთ ახლა მათთან განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რათა სულ უფრო უკეთ შეეწყონ ჩვენს გამოცდილ მორაგბეებს. მათ მომავალშიც ექნებათ შანსი, რომ "ჯიქის" წარმატებებში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

მიხარია, რადგან "ჯიქი" თანდათან უფრო ჩამოყალიბებულ სახეს იღებს. მიღწევებიც არის და მომავალში გაცილებით მაღალი ხარისხის რაგბისაც ვითამაშებთ.

- ჩემპიონატის განახლებამდე სად, ან როდის შეიკრიბებით?

- ზუსტ დღეს ვერ გეტყვით, როდის შევიკრიბებით. 24 იანვარს ვგეგმავთ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურად გაჯიბრებას. იქნება სხვა შეხვედრებიც, რომელთა თარიღებიც, ისევე როგორც შეკრების დრო და ადგილი, ალბათ, მომავალ კვირაში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dodi

უსაყვარლესი ადამიანი და პროფესიონალი!!!წარმატებები ყველგან და ყოველთვის!

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები

დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა

ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13 - ჩემპიონთან მოგება ჩემპიონობისთვის ბრძოლაა

ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]

დიდი 10. IX ტური: "ბათუმი" "ჯიქთან" დამარცხდა

პოლიციამ მორაგბის დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

დიდი 10. VII ტური: აკადემია-ჯიქი 18:19

დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?

"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე

დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები

რამაზ ხარაზიშვილი: ფეხბურთიდან რაგბიში - "იუნკერებისა" და 7-კაცას კაპიტნობამდე

დიდი 10: მოულოდნელობა - სასიამოვნო და უსიამოვნოც

დიდი 10. XIV ტური: ოთხი ყვითელი, ორი წითელი

ჯიქი-აკადემია 29:0 - "ჯიქს" გორიც მოუხდა

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს

ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა

დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა