ღია ცის ქვეშ დამონტაჟებული დიდი ეკრანი საუკეთესო გამოსახულებით ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივრებისთვის ნამდვილ სამოთხეს ქმნის. ამას ემატება იაფი ლუდი, გამაგრილებელი სასმელები და მრავალფეროვანი გრილის მენიუ.
"სოკარის" ფან-ზონის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს "სოკარ ენერჯი ჯორჯიის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა სიტყვით მიმართა, "სოკარის" გათამაშებაში მონაწილეობის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და მათ წარმატებები უსურვა.
ფან-ზონა არის იმ პროექტის ნაწილი, რასაც ჰქვია ევროპის ჩემპიონატის საგზურების
"სოკარის" მიერ. ჩვენ უკვე გავათამაშეთ ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე დასასწრები 20 ბილეთი. გარდა ამისა, გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე დასასწრები 30 ბილეთი.
ბენზინგასამართ სადგურებზე ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 25 ლარის საწვავს, მიიღებს 1 ბილეთს, რომელიც მონაწილეობას იღებს გათამაშებაში. გათამაშება "რუსთავი 2"-ის ეთერით იმართება.
ჩვენ უკვე გვყავს 20 გამარჯვებული, რომლებიც კომპანია "სოკარის" დაფინანსებით გაემგზავრნენ ჩემპიონატის გახსნით მატჩზე. ჩვენ ხშირად გვაქვს მათთან ურთიერთობა და ისინი შთაბეჭდილებების ქვეშ არიან" - განაცხადა "სოკარ ენერჯი ჯორჯიის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა.
"სოკარის" ფან-ზონის გახსნაზე ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, არაოფიციალური ნაწილით შეექციათ თავი.
ჯონი პატარკაციშვილი
R