აზარმა ევრო 2016-ზე უკვე იმდენი საგოლე პასი გააკეთა, რამდენიც "ჩელსიში" გასულ სეზონში

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ედენ აზარი ნაკრებში ბევრად უფრო პროდუქტიულია, ვიდრე კლუბში.

ევრო 2016-ის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, სადაც ბელგიის ნაკრებმა უნგრეთი ანგარიშით 4:0 გაანადგურა, სტატისტიკურმა სააგენტო Opta-მ საინტერესო ცნობა გამოაქვეყნა.

- ევრო 2016. 1/8-ფინალი. უნგრეთი-ბელგია: აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ... [VIDEO]

აზარი უნგრეთთან მატჩში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა, ხოლო საერთო ჯამში, ევრო 2016-ზე უკვე სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც მის მონაგარს ლონდონის "ჩელსიში" უდრის, ოღონდ მთელი სეზონის განმავლობაში.

აზარმა პრემიერლიგაში მხოლოდ სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის
მეოთხედფინალში ბელგია უელსის ნაკრებს შეხვდება. მატჩი პირველ ივლისს, ლილში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ "ჩელსიმ" გასულ სეზონში პრემიერლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა, ხოლო აზარმა 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული