როგორც ჯონ რემბო - იკერ კასილიასი სანაკრებო კარიერას ასრულებს?

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "პორტოს" მეკარე იკერ კასილიასი, სავარაუდოდ, სანაკრებო კარიერას ასრულებს.

35 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა "ტვიტერში" ფილმ "რემბოდან" ნაწყვეტი განათავსა, სადაც მთავარ გმირს, ჯონ რემბოს, რომლის როლს სილვესტერ სტალონე ასრულებს, ჯარში დარჩენას სთხოვენ, თუმცა ის უარით პასუხობს.

სავარაუდოდ, კასილიასმა მინიშნება გააკეთა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ევრო 2016-ზე ესპანეთის ნაკრების მეკარე ოთხივე მატჩში
დავიდ დე ხეა იყო და კასილიასს მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცა.

აქვე გეტყვით, რომ იკერ კასილიასი ესპანეთის ნაკრების აბსოლუტური რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ესპანელმა მეკარემ ნაკრების მაისურით 167 მატჩი ჩაატარა.

კასილიასმა ნაკრებთან ერთად ზედიზედ ორჯერ (2008, 2012) მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი (2010).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული