იტალიის ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ოფიციალურ ტურნირებში პენალტების სერიაში მეშვიდედ წააგო.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის მეოთხედფინალში იტალიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ანგარიშით 6:5 გერმანელებმა იმარჯვეს.

- ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]

პენალტების სერიაში მარცხი იტალიელებისთვის ოფიციალურ ტურნირებში მეშვიდე გახდა, რაც ანტირეკორდია.

6-ჯერ პენალტების სერიაში აქვს წაგებული არგენტინის, ინგლისის, ირანისა და მექსიკის ნაკრებებს.

5-ჯერ აქვს წაგებული ბრაზილიას, ჰოლანდიას და ურუგვაის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული