კრიშტიანო რონალდო: მოხდა ის, რაზეც თავიდანვე ვოცნებობდით

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ უელსთან (2:0) ევრო 2016-ის ნახევარფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/2-ფინალი. პორტუგალია-უელსი: პორტუგალია მეტოქეს ელის [VIDEO]

"მოხდა ის, რაზეც თავიდანვე ვოცნებობდით. ვიცოდით, რომ ეს გრძელი გზა იქნებოდა, მაგრამ ამას გავუძელით და ტურნირზე ვრჩებით. რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი მოგვიგია, თუმცა ჩვენი ოცნება ჯერ კიდევ ცოცხლობს.

იმედია, ფინალის შემდეგ გავიღიმებ, ხოლო სახეზე სიხარულის ცრემლები მექნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ოცნება პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაა. ახლა ამასთან ყველაზე ახლოს ვართ. ვფიქრობ, რომ თუ კარგ სამუშაოს
გავწევთ და ბოლომდე დავიხარჯებით, ყველაფერი გამოგვივია", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული