დიდიე დეშამი: ცუდია, რომ ფინალში მოედანზე გასვლა არ შემიძლია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევრო 2016-ის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა.

"მოედანზე მოდუნებულები უნდა გამოვიდეთ, მაგრამ თითოეულ ეპიზოდზე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ცოტატი დამწუხრებული ვარ, რომ თავად არ შემიძლია მოედანზე გასვლა. დადებითი გამოცდილება უკვე მქონია, ამიტომ სტრესს არ განვიცდი, მხოლოდ ადრენალნს ვგრძნობ მოახლოებული მატჩის წინ.

ორი წელი მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში ვთამაშობდით. მართალია ყველა მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვებულების იდეოლოგია გამოვიმუშავეთ, რის დანერგვასაც ვცდილობ. ჩვენი ფეხბურთელები არასდროს ნებდებიან და ეს ძალიან მიხარია.

პორტუგალიელებს ძალიან სერიოზული დაცვის ხაზი ჰყავთ პეპეს ხელმძვანელობით, ისინი
ბევრ კროსს აკეთებენ, ხოლო შეტევაში რონალდოსა და ნანის იმედად არიან.

ეს ის გუნდი არ არის, რომელიც მაღალ პრესინგს მიმართავს. რა თქმა უნდა ისინი მხოლოდ თავს არ იცავენ, მაგრამ ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე.

თუ არსებობს რონალდოს შეჩერების რამე უნივერსალური ხერხი, მაშინ ის ჯერ არავის უპოვია. თუმცა რა თქმა უნდა შევეცდებით მის ნეიტრალიზებას, მისი ზეგავლენის შემცირებას", - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებისა და საფრანგეთს შორის ევრო 2016-ის ფინალური მატჩი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ ვგულშემატკივრობ არცერთს, მაგრამ ვიქნები ობიექტური და დღეს ძალთა თანაფარდობა ასეთია 4:1 გრიზმანი დუბლი ჟირუ+პოგბა და პორტუგალიიდან რონალდო. ნუ ყოველ შემთხვევაში ჰანდიკაპია ეს თამაში. მოგებაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ბოდიშით ბიჭებო.....)
neitraluri
21:32 10-07-2016
0
გეთანხმები! ჩემი აზრით არცერთი არ იმსახურებს ჩემპიონობას მაგრამ პორტუგალიის მოწინააღმდეგეები და საფრანგეთის მოწინააღმდეგეები შეადარე?! საფრანგეთის ნაკრების მეკარეს ისლანდიამდე კარში სახიფათოთ არავინ დაურტყა(0 სეივი)!ნახევარფინალამდე დასასვენებლად ბევრად უფრო დიდი დრო ჰქონდათ ვიდრე გერმანელებს! აშკარაა რომ საფრანგეთის ნაკრებს ყველანაირად ხელი შეუწყვეს ფინალამდე მისულიყო და არც ფინალი იქნება გამონაკლისი!!! ამიტომ წინ პორტუგალია!!!!!!!!!!!!!!!!
giorgi-s
16:35 10-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული