ევრო 2016. 1/2 ფინალის შეჯამება: საუკეთესოები: გრიზმანი და დეშამი

AutoSharing Option
"ლელოს" ევრო 2016-ზე მომუშავე ჯგუფი აფასებს ევროპის ჩემპიონატს. ამჯერად, შემოგთავაზებთ ნახევარფინალური ეტაპის რჩეულებს.

- 1/2 ფინალის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი.
ნიკოლოზ ნეფარიძე: ლორისი, სედრიკი, კოსიელნი, ჰიოვედესი, გერეირო, სისოკო, პოგბა, კროოსი, ნანი, რონალდო, გრიზმანი. საუკეთესო ფეხბურთელი - ანტუან გრიზმანი, საუკეთესო მწვრთნელი - დიდიე დეშამი.

ლაშა წიკლაური: ლორისი, სანია, კოსიელნი, ბ. ალვეში, გერეირო, პოგბა, იოზილი, მატუიდი, გრიზმანი, ბეილი, რონალდო. საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი, საუკეთესო მწვრთნელი - დიდიე დეშამი.

გოტფრიდ ლენცი: ლორისი, სანია, ბ. ალვეში, ჰიოვედესი, ევრა, სისოკო, პოგბა, კროოსი, ნანი,
რონალდო, გრიზმანი. საუკეთესო ფეხბურთელი - უგო ლორისი, საუკეთესო მწვრთნელი - დიდიე დეშამი.

გიორგი კაკაბაძე: ლორისი, სანია, კოსიელნი, ბ. ალვეში, გერეირო, მატუიდი, პოგბა, სისოკო, ნანი, რონალდო, გრიზმანი. საუკეთესო ფეხბურთელი - ანტუან გრიზმანი, საუკეთესო მწვრთნელი - დიდიე დეშამი.

ალეკო კაკაურიძე: ლორისი, სანია, უმტიტი, ბ. ალვეში, ჰიოვედესი, ევრა, პოგბა, ჟ. მარიო, მატუიდი, ნანი, რონალდო, გრიზმანი. საუკეთესო ფეხბურთელი - კრიშტიანო რონალდო, საუკეთესო მწვრთნელი - დიდიე დეშამი.

მაშ ასე
1/2 ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი "ლელოს" ვერსიით, ანტუან გრიზმანია. ფრანგმა შემტევმა 5-დან 2 ხმა მიიღო.

ჩვენ ერთსულოვანი ვიყავით საუკეთესო მწვრთნელის არჩევაში - ხუთივე ხმა დიდიე დეშამმა მიიღო.

სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება: უგო ლორისი (5, საფრანგეთი) - ბაკარი სანია (4, საფრანგეთი), ბრუნო ალვეში (3, პორტუგალია), ბენედიკტ ჰიოვედესი (3, გერმანია), რაფაელ გერეირო (3, პორტუგალია) - პოლ პოგბა (5, საფრანგეთი), მუსა სისოკო (3, საფრანგეთი), ბლეზ მატუიდი (3, საფრანგეთი) - ლუიშ ნანი (4, პორტუგალია), კრიშტიანო რონალდო (5, პორტუგალია), ანტუან გრიზმანი (5, საფრანგეთი).

როგორც ხედავთ, თუ ბენედიკტ ჰიოვედესს არ ჩავთვლით, სიმბოლური ნაკრები ფინალში გასული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. 6 ფრანგია, 4 პორტუგალიელი. უელსის ნაკრებიდან არავინაა.

1/2-ის სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით
Sportall.Ge

1/2-ის სიმბოლური ნაკრები, სტატისტიკურად
Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული