დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ევროპის ჩემპიონატში განცდილი მარცხის მიუხედავად ნაკრებს არ დატოებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი ფრანგები პორტუგალიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ - 0:1.

- პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე დეშამმა თავად განაცხადა, რომ რჩება და გუნდის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანას ეცდება, ხოლო თუ გაიყვანა - იქაც გაწვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული