ევრო 2016. შეჯამება: სტატისტიკა გარეთ ბეილის მხარესაა

AutoSharing Option
ევრო 2016 შეაჯამეს უეფას ექსპერტებმა, შევაჯამეთ ჩვენც, ახლა კი კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ევროპის ჩემპიონატს და ყველაზე ობიექტურ "ექსპერტს" მივაკითხოთ - სტატისტიკას...

ევრო 2016 მოკლედ
ჩემპიონი: პორტუგალია
ყველაზე მეტი გოლი: საფრანგეთი (13)
დებიუტანტები: უელსი (ნახევარფინალისტი), ისლანდია (1/4-ფინალი), ჩრდ. ირლანდია (1/8-ფინალი), სლოვაკეთი (1/8-ფინალი) და ალბანეთი (ჯგუფი).
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა: რენატო სანჩესი (პორტუგალია)
"ოქროს ბუცი": ანტუან გრიზმანი
"ვერცხლის ბუცი": კრიშტიანო რონალდო
"ბრინჯაოს ბუცი": ოლივიე ჟირუ (საფრანგეთი)
ტურნირის ნაკრები: რუი პატრისიო (პორტუგალია), ჯოშუა კიმიხი (გერმანია), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), პეპე
(პორტუგალია), რაფაელ გერეირო (პორტუგალია), ტონი კროოსი (გერმანია), ჯო ალენი (უელსი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), აარონ რემზი (უელსი), დმიტრი პაიე (საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო.
უეფას რეიტინგში საუკეთესო: დმიტრი პაიე
ყველაზე მეტი პასი: ედენ აზარი (ბელგია), აარონ რემზი - 4-4.
ყველაზე სწრაფი გარბენი: კინგსლი კომანი (საფრანგეთი) - 32,8 კმ/სთ
ყველაზე მეტი "სეივი": ჰანეს ჰალდორსონი (ისლანდია) - 27

ახალი რეკორდები
ყველაზე მეტი გოლი ფინალურ ეტაპებზე: კრიშტიანო რონალდო - 9 (მიშელ პლატინისთან ერთად).
ყველაზე მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატებზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით): რონალდო - 29
ყველაზე მეტი მატჩი ფინალურ ეტაპებზე: რონალდო - 21
პირველი ფეხბურთელი, ვინც 4 ჩემპიონატზე გაიტანა: რონალდო (2004, 2008, 2012, 2016).
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ფინალში: რენატო სანჩესი - 18 წლის, 328 დღის
ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ფინალურ ტურნირზე: გაბორ კირაი (უნგრეთი) - 40 წლის, 86 დღის.

სტატისტიკა
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეთა კარისკენ ყველაზე ხშირად კრიშტიანო რონალდო ურტყამდა, პორტუგალიელს მხოლოდ "ვერცხლის ბუცი" შერჩა. მან მხოლოდ იმის ნახევარი გაიტანა, რაც "ოქროს ბუცის" მფლობელმა ანტუან გრიზმანმა. რონალდო ვერ მოხვდა ევრო 2016-ის საუკეთესო 10 დრიბლიორს შორისაც.

გოლს+პასი
ამ კატეგორიაში გრიზმანმა დიდი უპირატესობით მოიგო - ფრანგმა 8 ქულა დააგროვა (6 გოლი, 2 პასი) და ხუთქულიანთა მთელ რაზმს (რონალდო, ჟირუ, რემზი, აზარი, პაიე) გაუსწრო.

პასები
გერმანიის ნაკრებს ამ კატეგორიაში ბადალი არ ჰყავდა (ესპანელებსაც კი სჯობდნენ), გერმანელებში კი გამორჩეული იყო ტონი კროოსი. უახლოეს მდევარს (რომელიც ასევე გერმანელია) კროოსმა ლამის 200 ზუსტი პასით გაასწრო. კროოსმა 593 ზუსტი პასი გააკეთა ევრო 2016-ზე. მეორეა ჟერომ ბოატენგი 406 ზუსტი პასით, მესამე კი პოლ პოგბაა (საფრანგეთი) - 393 პასი.
გერმანიის ნაკრების ანგარიშზე 3 574 ზუსტი პასია, ესპანეთის - 3 114, საფრანგეთის - 3 090. ყველაზე ცოტა ზუსტი პასი ჩრდილოირლანდიელთა ანგარიშზეა - 640 (4 თამაშში).

დარტყმები
კრიშტიანომ ლამის ორჯერ მეტჯერ დაარტყა, ვიდრე მისმა უახლოესმა მდევარმა გრიზმანმა. პორტუგალიელის 45 დარტყმა ფრანგის 28-ის წინააღმდეგ. მესამეზეა გარეთ ბეილი 26 დარტყმით.
საფრანგეთის ნაკრებს ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა აქვს - 43 (13 გოლი). თურქებმა და შვედებმა კი სულ 4-4-ჯერ დაარტყეს ზუსტად.

ორთაბრძოლები
15-15 მოგებული ორთაბრძოლით პირველები უელსელი მცველი ჯეიმს ჩესტერი და ხორვატი დარიო სრნა არიან. სრნამ ნაკლები თამაში ითამაშა, ამიტომ ის პირველია. 14-14 მოგებული ორთაბრძოლა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ (პოლონეთი) და ოლივერ ნორვუდმა (ჩრ. ირლანდია) ჩაიწერეს.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს რუმინელ ვლად კირიკეშს - 87%.

ჩაჭრები
19-19-ჯერ ჩაჭრეს მეტოქეთა პასები პეპემ და ჩესტერმა. ბენ დევისი (უელსი) მესამეა 17 ჩაჭრით.

მეტოქის საჯარიმოში
ბურთის ფლობა და პასები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, სად კეთდება ეს პასები, სად იღებენ ბურთს ფეხბურთელები. მეტოქეთა საჯარიმოში ბურთს ყველაზე მეტჯერ, 44-ჯერ შეეხო გერმანელი თომას მიულერი, მაგრამ ხეირი? გრიზმანი 39-ჯერ შეეხო ბურთს მეტოქის საჯარიმოში, ხოლო ნანი (პორტუგალია) - 38-ჯერ.

დრიბლინგები
არ არის გასაკვირი, რომ ამ კატეგორიაში აზარს ბადალი ძნელად თუ ჰყავს - 24 წარმატებული დრიბლინგი. ბეილის ანგარიშზე 23 დრიბლინგია, თუმცა მან თამაშით მეტი დაჰყო ევროზე. 18-18 წარმატებული დრიბლინგი მუსა სისოკოს (საფრანგეთი) და პაიეს ანგარიშზეა.

პასის სიზუსტე შეტევაში
პასის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, მეტოქის მესამედზე. ამ მხრივ ყველაზე ზუსტი იანიკ ფერეირა-კარასკო (ბელგია) იყო - 93%-იანი სიზუსტით.

ყველაზე ახალგაზრდები
ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ევრო 2016-ზე ყველაზე ახალგაზრდული იყო - 26 წელი და 19 დღე (საშუალოდ). ყველაზე ასაკოვანი კი იტალია იყო - 30 წელი და 82 დღე.

ბურთის ფლობა
გერმანელებს ბურთი 67%-ით "ეჭირათ", ესპანელებს - 65-ით. მესამე ადგილზე კი... ინგლისია - 62%. ბურთი თითქმის არ ჰქონდა ისლანდიას - 31,8%.

სხვადასხვა
* ევრო 2016-ზე ყველაზე მეტი ითამაშა რუი პატრისიომ - 720 წუთი. მერე მოდის ნანი - 706 წუთი და ფრანგთა სამეული (ბაკარი სანია, უგო ლორისი, პატრის ევრა) - 660-660 წუთი.

* მათ შორის, ვისაც მოედანზე გამოსვლა მოუწია, ყველაზე ცოტა ხანი ითამაშა ხორვატმა ანდრეი კრამარიჩმა - 5 წუთი.

* სამმა ფეხბურთელმა მოასწრო სამი ყვითელი ბარათის მიღება ტურნირზე: ბარტოშ კაპუსტკამ (პოლონეთი), ნ'გოლო კანტემ (საფრანგეთი) და ვილიამ კარვალიომ (პორტუგალია).

* კოლბეინ სიგტორსონი (ისლანდია) ყველაზე ხშირად იგებდა საჰაერო დუელებს - 8,2 თამაშში.

* გარეთ ბეილი ყველაზე მეტჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად - 4-ჯერ.

* გრაციანო პელე (იტალია) ყველაზე ხშირად ჯარიმდებოდა - 3,3-ჯერ თამაშში.

* აზარი თამაშში 4,2 მნიშვნელოვან პასს აკეთებდა.

* ყველაზე ხშირად სრნაზე ჯარიმდებოდნენ - 3,8.

* ტონი კროოსი საშუალოდ 107 პასს აკეთებდა თამაშში.

* 4,3 ჩაწოდება თამაშში, ეს სრნას შედეგია.

Sportall.Ge

whoscored.com-ის ტოპ-10
1. გარეთ ბეილი უელ. 8,22
2. კევინ დე ბრუინი ბელ. 7,97
3. ედენ აზარი ბელ. 7,92
4. დმიტრი პაიე საფ. 7,91
5. ლუკა მოდრიჩი ხორ. 7,84
6. ანტუან გრიზმანი საფ. 7,84
7. ივან პერიშიჩი ხორ. 7,84
8. ტონი კროოსი გერ. 7,76
9. დარიო სრნა ხორ. 7,73
10. აარონ რემზი უელ. 7,70

whoscored.com-ის ტოპ-5 (U 23)
1. რაფაელ გერეირო პორ. 7,45
2. არლინდ აიეტი ალბ. 7,31
3. ჯოშუა კიმიხი გერ. 7,24
4. იულიან დრაქსლერი გერ. 7,22
5. ოზან თუფანი თურ. 7,10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული