იტალიის ნაკრები: ანტონიო კონტემ მარიო ბალოტელი ნაკრებში დააბრუნა

AutoSharing Option
16 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, იტალიის ნაკრები ხორვატიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, ორიოდე დღეში კი ამხანაგურად ალბანეთს გაეჯიბრება.

ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც ამ პაექრობებში დაეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ კონტემ ნაკრებში მარიო ბალოტელი დააბრუნა, რამაც საფეხბურთო იტალია გააოცა. მოულოდნელია ალესიო ჩერჩის გამოძახება, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოში” ჩრდილშია მოქცეული.

პირველად მოხვდნენ სანაკრებო სიაში ბერტოლაჩი, სორიანო და მორეტი.

მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), პერინი (ჯენოა).
მცველები: დე შილიო (მილანი), დარმიანი (ტორინო), კიელინი (იუვენტუსი), ოგბონა (იუვენტუსი), მორეტი (ტორინო), რანოკია (ინტერი), რუგანი
(ემპოლი), პასკუალი (ფიორენტინა).
ნახევარმცველები: ბერტოლაჩი (ჯენოა), ბონავენტურა (მილანი), კანდრევა (ლაციო), დე როსი (რომა), მარკიზიო (იუვენტუსი), პაროლო (ლაციო), სორიანო (სამპდორია).
თავდამსხმელები: ბალოტელი (ლივერპული, ინგლისი), იმობილე (დორტმუნდი, გერმანია), ჯოვინკო (იუვენტუსი), პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), ძაძა (სასუოლო), ჩერჩი (ატლეტიკო, ესპანეთი), ელ შაარავი (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუუუ ოღონდ ბალოტელი არაააა. რატოოოოო? გყავს პელე და ზაზა და ზამენაზე კიდე ბლომადაა ასევე მიგეწვია ბერარდი კონტე რა ბალოტელი ეეე
juve
22:14 10-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული