U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
"ფეოლა"გვჭირდება სასწრაფოდ,ის თუ გვიშველის,თორემ დალია ჩაილურის წყალი ფეხბურთმა საქართველოში,ვაისა და მაისა გინდ ყოფილი და გინდ არა.........
გორელი2
15 ნოემბერი 2017 09:43
0
არავიზე არ მინდა აუგი ვთქვა, მაგრამ მართლა გული მისკდება და ვერ ვხვდები, რა ხდება ხალხო!!!!! ეჭვი შეიძლება შეეპაროს ადამიანს, საბოტაჟთან ხომ არ გვაქვს საქმე!!! მოაშორე ეს უვარგისი მწვრთნელები პრეზიდენტო, თუ არადა, შენ მოშორდები. უკვე მეტის მეტია. მაინც გავბრაზდი ბოლოს. ბოდიშით.
GOGA
14 ნოემბერი 2017 18:04
0
ქვეყანა საითკენ მიექანება არავინ იცის და ფეხბურთი მითუმეტეს
pepe
14 ნოემბერი 2017 10:17
0
მწვრთნელებტან რა გინდათ წინ სიებს უდებს ფედერაცია და იმას ათამაშებს იქიდან ის ურეკავს აბა ცემი შვილი აქედან ეს ურეკავს ეს უნდა მითამაშო არ დამღუპო დძმაო და აი ასე შეკრებილი ნაკრები ასე ტამასობს დზმაო თამასით და შედეგით ვიშ იძახებენ დავაი რა
givi
13 ნოემბერი 2017 23:43
0
bera-ს. ანდორასთან ვერმოგებას რომ ადამიანი მენეჯმენტს დააბრალებს, იმას არა მგონია საღი გონება ქონდეს. რა შუაშია აქ მენეჯმენტი (თანაბარ გუნდთან ჭიდილში, კი ბატონო), როცა ანდორის ნაკრებს ხვდები?. საერთოდ მწვრთნელის გარეშეც უნდა მოუგო, მაგრამ..... აი, ესეც თქვენი 19 წლამდელთა უპერსპექტივესი ნაკრები, ცაში რომ აიყვანეთ ერთი მოგებით!!! არაა მასე ძამია, არა!!!! ყველა დონეზე, როგორც ეროვნულმა, ისე ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ფიასკო განიცადოს და არც ერთი მწვრთნელი არ იცვლებოდეს!!! ეს უკვე აღარაფერში აღარ ჯდება. გრცხვენოდეთ ფეხბურთის მესვეურებო. თუმცა, როგორც ვატყომ სინდისის ძარღვი თქვენ დიდი ხანია აღარ გაქვთ. ეხ კობი, კობი... ჩემი ჯილა იყავი როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ....... მაგრად მწყინს...
gogi
13 ნოემბერი 2017 15:46
0
კაცო, ადრე ერთმა ბიჭმა 70-იან წლებში დედობილი მოკლა სახლში, და მისი სკოლის დირექტორი მოხსნეს, "დაჟე" კინაღამ დაიჭირეს, პრეტენზია,რომ "მე რა შუაში ვარ"-ო არ გამოუთქვამს, რადგან მის აღსაზრდელად იწოდებოდა... ამ კობიაშვილს თავის ამფსონებიანად, კი ნამუსი ყოფნის რომ თქვას "რატომ გადავდგეო"? (უკაცრავად მკითხველებთან)
ვასილიჩი
13 ნოემბერი 2017 15:38
0
ირაკლი-ს,ბიძია ფეხბურთში კი არა რა სფეროში არაა ნახტომისებრი უკუსვლა
jamba
13 ნოემბერი 2017 09:38
0
სირცხვლია უბრალოდ გული მწყდება ასეტი უსმრტლოდ რო იქცევიან ჯერ ფარერები იყო მერე ანდორა ბოლოს გიბრლტანტან წაგებიტ დავსრულებთ და ვსო ისე ქართველ ხალხის ბრალიც არის ხმას არ ვიგებთ და მაგიტომ აქვთ ტავზე გასული ისე აკტეენ როგორც ტვიტონ აწყობთ და უნდათ ჩვენ არ ვიტხოვ ხმას არ ვიგებთ და მერე ტამშებს რო ვაგებთ ვტირივართ მოვტხოვოტ ყველამ და ვალდებულები გახდებიან რო პრგრესისკენ წავდნენ და არა საფლავი გაატხარონ და მიწა მიაყარონ ქარტულ ფეგბურთს ახლა სწორედ ეს ხდება ასეტ ტამშებს აგებ და კიდე ნაკრებში მუშაობ ტავმტყვრება არ აქვს ამ გეგუჩაძეს ფედრაციამ რეგრება მოხდინოს სასწრფოდ სანმ სტდიონზე გულშემტკვრები ერვნული ნაკრებების ტამშზეც აგარ ივლიან ტუ ამის მიგწევა გინდათ ეგრე გაგძელეთ როგორც აგრძელებთ ტუ არდა რეგირება მოხდინეთ ამ ყველფერზე
gio
13 ნოემბერი 2017 01:30
0
ქეცბაიას რო გამოეკიდა მტელი ჯურნალისტები ეხლა სადხარტ ტქვე ახვრებო ტქვა კაცმა ნაკრებსჰი გამოზახება უნდატო და ტრაკის განზრევა ეზზაარებატო.ასე არარი ერტი რომელი არ ზოგავს ტავს და ასკდება ბურტს მიტხარიტ,ამ გატაკი ქვეყნიდა გაიქცნენ სადაც 1000 ლარამდეა ხელფასი და ევროპასჰი 5000 დოლარის დაკარგვის ესჰინიატ და ტრამვებს არიდებენ ტავს ეგააა სიმარტლე.ნებისმიერი ჰვენი ფეხბურტელი ოჯახის და და ზმის სარჰოს აგზავნის უკან და ის რო დაკარგოს ვერ გაამტყუვნებ.აქ კი სავარზლებე აკუებენ და მილიონებს ტქვლიფავენ და ეს არი მისახედი დზმაო.ქეცბააა უნდა იყაროს კენჰი და ნახავტ მისტვის ავტორიტეტი არ არსებობს და ის უსჰველის ქარტულ ფეხბურტს.
bajo.
12 ნოემბერი 2017 23:29
1
უსუსური ყიფიანი და უნიჭო ონიანი,რომლებიც სწორ სელექციას არ ან ვერ აწარმოებენ
r-7
12 ნოემბერი 2017 21:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული