U19. საქართველო VS ხორვატია - ვისი თაობაა უკეთესი?

AutoSharing Option
დღეს, 15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა ქალაქ დიორში, "ეტო პარკზე" 22:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში უნგრეთს 4:2 სძლია, შემდეგ ყაზახეთი 3:1 დაამარცხა და ელიტრაუნდში გასვლა გაინაღდა. ხორვატიის ნაკრებმა ყაზახეთს 3:0 სძლია და უნგრეთი 2:0 დაამარცხა.

მეტოქე

განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, პირველ ადგილზე გახვალ თუ მეორეზე, თუმცა პრინციპის ამბავია ჯგუფის მოგება. ხორვატებს კი ამისთვის ფრეც ეყოფათ.

19-წლამდელთა გუნდით ოფიციალურად ხორვატიას ორჯერ დავუპირისპირდით, 2012 წელს მათ გუნდთან 1:3 და 0:3 დავმარცხდით.

ნაკრები, ძირითადად, ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ ძლიერი აკადემია აქვთ. თუმცა 19-წლამდელთა ექვსი გამორჩეული ფეხბურთელი 21-წლამდელთა გუნდში ჰყავთ გამოძახებული.

გუნდში ორი ლეგიონერია: მეკარე კარლო ზიგერი, რომელიც "ჩელსის" 23-წლამდელთა გუნდში ირიცხება და ლუკა სუჩიჩი, რომელიც ავსტრიის მეორე ლიგის გუნდის წევრია.

ნაკრებს მეოთხე თამაშია ხორვატინ იოსიპ სიმუნიჩი უძღვება, რომელიც მანამდე ამავე ნაკრებში და ეროვნულ ნაკრებშიც მწვრთნელის ასისტენტი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი მატჩი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო.

გუნდის ლიდერი სპლიტის "ჰაიდუკის" ცენტრალური მცველი, 17 წლის მარიო ვუსკოვიჩია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ხოლო ყაზახეთთან შესრულებული დუბლით, ამავე კლუბის თავდამსხმელი ივან ბრნიჩი გუნდის ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება. სხვა შემთხვევაში ტრავმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და იმავე ძალებით შევერკინებით რთულ მეტოქეს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს ნაკრებს აქვს პოტენციალი, რომ ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ წარმართოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ დასაკარგი არაფერი აქვს. ეს, ამავდროულად, შანსია რამაზ სვანაძისათვისაც, რომ აჩვენოს, თუ რისი შესაძლებლობები აქვს და რა არის მისი ტაქტიკის ძლიერი მხარეები.

ჩვენი შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

მკითხველის კომენტარები / 6 /
თამაში რატოა უნგრეთში?
ივან
15 ოქტომბერი 2019 22:46
0
ყველაფერი კარგი მაგრამ, ახალი სურათი რომ დადოთ არ შეიძლება?
თენგო
15 ოქტომბერი 2019 19:54
0
ტრანსლაცია თუ იქნება?
jumberi
15 ოქტომბერი 2019 19:35
0
ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ეს ხორვატები 2-3 წელიწადში წავლენ ხორვატის მოწინავე გუნდებში მინიმუმ ზაგრების დინამოში ჰაიდუკში საუკეთესო ნაწილი წავლენ იტალიაში გერმანიაში ჰოლანდიაში და ჩვენი ბიჭები სად წავლენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ხოლო საუკეთესო ნაწილი რუსეთის პრემიერ ლიგაში რომელიც საერთოდ არაა მაღალი დონის ჩემიონატი იქ უბრალოდ 2 მდიდარი გუნდი თამაშობს რეალურად და დანარჩენები უყურებენ იმათ და არც ისინი არიან განსაკუთრებულად მაღალი კლასის და ეს უნდა დასრულედს ჩვენც უნდა გავუშვათ ფეხბურთელები ევროპაში უნდა იმუშაოს ამაზე ფედერაციამ კლუბებმა რომ იმ დონის ფეხბურთელები გაზარდონ რომლებითაც დაინტერესდებიან ევროპული გუნდები.
Giorgi
15 ოქტომბერი 2019 17:40
3
ჩემი აზრით საქართველოს უფრო ნიჭიერი ტექნიკური და სწრაფი ახალგაზრდები ჰყავს ვიდრე ხორვატებს, მაგრამ ზარმაციი სამწუხაროდ ჩვენს ბიჭებს წარსულ თაობაშიც ყოველთვის ქონდათ ეს სიზარმაცე და უდისციპლინობა ხორვატებისგა ნგანსხვავებით იმედი მაქვს ეს თაობა ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის ოქროს თაობა 90იანი წლების შემდეგ ეს მოისპობა ამ ბიჭებში იშრომებენ მოუმატებენ და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან მომავალში.
Giorgi
15 ოქტომბერი 2019 17:30
0
უაზრობაა შედარება, 10-12 კაცით თაობა არ განისაზღვრება, შეიძლება კონკრეტული 11 კაცი კონკრეტულ მომენტში ხორვატ 11-ს ჯობდეს მაგრამ უბედურება ისაა რომ ჩვენ მარტო ეგ 11 კაცი გვყავს და ხორვატები თავის 11-ს 100-150 თანაბარი დონის ფეხბურთელიდან არჩევენ, ასე რომ ვერ შევედრებით ვერც ერთი თაობით ვერც ხორვატებს და ვერც სხვა ბალკანელებს, შეიძლება მაგ 11 კაცით ვაჯობოთ მაგრამ ნებისმიერ ასაკში მე-2 ნაკრებების დონეზე შანსი არ გვაქვს, გავფარჩაკდებით...
ზურა
15 ოქტომბერი 2019 16:06
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული