U19 ნაკრებმა ტაჯიკეთთან ფრედ ითამაშა

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სიდეში ტაჯიკეთის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.


ტაჯიკეთი - საქართველო 0:0

​საქართველო: კუტალაძე (46' ლომიძე), კაპანაძე (58' აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83' სამსონია), ხარაიშვილი (72' ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58' ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15' ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83' მამულაშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: გაგნიძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: 20' კალანდაძე, 28' კაპანაძე, 33' გულიაშვილი, 37' იაკობიძე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ურა! ვაშა! მრავალჟამიერ!

ამასაც მოვესწარით...
sormona
17:27 13-02-2020
2
პროგრესი სახეზეა 17წლამდელებმა წაგეს ამათან 19წლამდელებმა კი არ წაგეს სამაგიეროდ:)
გოგა
18:37 13-02-2020
1

სიახლეები პოპულარული