ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი საკუთარ კარში ილია ბერიაშვილმა გაიტანა. ფრანგებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში 11-მეტრიანი ზუსტად ოდსონ ედუარდმა შეასრულა.

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და ნახევარმცველმა გიორგი კუციამ გააკეთეს:

ვმაისურაძე: "უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდით, რთული მატჩი გამოდგა,
თუმცა ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ. ლიხტენშტაინში სხვა თამაშს ველოდებით, მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაშიც მოხდეს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა ავიღოთ".

კუცია: "ვფიქრობ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარგი გამოცდილება მივიღე და ეს დღევანდელ მატჩშიც გამომადგა. რაც შეეხება საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას, პირველ ტაიმში ცოტათი გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევძელით თამაშის გამოსწორება და საფრანგეთის დონის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ნამდვილად დასანანი მარცხი იყო, ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
ახალგაზრდული უკეთეს მწვრთნელს იმსახურებს (უკვე 30 წელია)
შოკირებული გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 21:13
2
გირსეული ცაგება რას ნიჰნავს ახალი პრაზა საკარტველოს ისტორიაჰი არ იციტ ბიდზიკო პეხბურტის ტამაჰი და დაანებეტ ტავი რას იტანჯავტ ტავს
lekso kutaisi
05 სექტემბერი 2020 09:19
0
რა ითამაშეთ ღირსეულად რა შემადგენლობით იყავით გამოსული მოედანზე მეორე და მედამე ლიგის ფეხბურთელებით რომ გახვალ სათამაშოთ.
გოგა
05 სექტემბერი 2020 09:17
1
რომ გამოდიხართ და ტირიხართ, ან სისულელეებს იძახით, ღირსეულად ითამაშესო....რა ითამაშეს, ვინ ითამაშა, სირების პარადი იყო...დაწყებული მწვრთნელებიდან დამთავრებული ფეხბურთელებით ანტიფეხბურთს თამაშობდნენ... 11 იდიოტი მართალია მეტოქეს ვერ უტევდნენ, სამაგიეროდ სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ საკუთარ კარებთან... და, ჰოი საოცრებავ, მაისურაძე და ხიზანიშვილი სიამოვნებით და როგორც აღმოჩნდა თურემე სიამაყით უყურბდნენ ყოველივე ამას...იდიოტებმა საქართველოში ფეხბურთი მოკლეს...ამიტომ ამოშალეთ ლექსიკონებიდან ცნება ქართული ფეხბურთი...
qristesa
06 სექტემბერი 2020 21:27
1
არადა ადრე ეგეთი თამაშისთვის გაციმბირება არ აგცდებოდა.გულაობს უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი ვისი დუდუკი ვის გარმონშია ვერ გაიგებ 25 წელია.
Zaza
05 სექტემბერი 2020 09:53
1
რა იყო ადმინ რა დავწერე რა არ მოგეწონა რაზე მბლოკავ?
გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 10:53
0
მაისურაძე ზუსტად იმ კატეგორიას ეკუთვნის რომელიც მუდამ ძიებაშია, ესწრება ყველა ლიგის თამაშებს, ნაკლებად აინტერესებს ვინ, ვისი ვინაა და დამსახურების მიხედვით ქმნის გუნდის ჩოჩხს, აქ იყო კომენტარები ქვედა ლიგიდან ყავს ფეხბურთელებიო, ეს მატრაკვეცობა და ამბიცია ვერაა კაი საქმე, შრომით და თავდმდაბლობა წარმატების საფუძველია.
ზეზვა
05 სექტემბერი 2020 19:58
4
ჩემი აზრი...მოყვარეს პირში უძრახეო... ჰოდა, მომისმინეთ ბატონო ვასილ: - თქვენ იდიოტი ხართ, სერ!....ხოლო, თქვენი და ნოდარ ხიზანიშვილის ნაკრებში მომყვანნი მაღალრადიკალური იდიოტები გახლავან....ისეთები როგორც კობიაშვილი,ყაველაშვილი,კალაძე და ძმანნი მათნი....ამ პირდაპირი და ირიბი გაგებით უკანასკნელებს ჰგონიათ ადანმიანის ენაზე რომ ლაპარაკობენ ამისათვის მეფობას იმსახურებენ, არა პაიაცებო, მეფეები ვერ იქნებით, თქვენზე კარგად კიკაც საუბრობდა...დამერწმუნეთ, თქვენ ადგილზე კიკას გაცილებით დიდი წარმატება ექნებოდა... სასაცილოები ხართ... სასაცილოა ქართული ფეხბურთი, ამიტომაც თქვეს ესტონელებმა, ქართველები კლასის ხარჯზე რომ მოგიგებენ თავი უნდა ჩამოიხრჩოო ... ფერშტეინ?!
korona
06 სექტემბერი 2020 21:07
1
საფრანგეთის ნაკრები არ იყო ცაციძის ხელმძღგვანელობით და არაბიძის კაპიტნობით რომ გამოვისვით საფრანგეთში, თამაშის დონეს ვგულისხმობ... ის ნაკრები დედას უტირებდა ფრანგებს აქაც...მაგრამ რა, იდიოტებმა მწვრთნელი მოხსნეს და მაისურაძე დანიშნეს და ხელშიც დიდი, ძალიან დიდი დაიჭირეს, ჰოოო კობიაშვილო?!ჰოოო ფედერაციაში დაბუდებულო წრუწუნებო,,,,თავი ვირთხებად რომ მოგაქვთ....
korona
10 სექტემბერი 2020 19:43
0
ის ქვედა ლიგის მცველი არ მდგარიყო, ნახავდით ანგარიშს.
რეზო
05 სექტემბერი 2020 19:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული