U21. 103-წუთიან მატჩში კაპანაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე რუმინეთი 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სწორედ მაშინ სწრაფი შეტევისას მარჯვენა მცველმა კაპანაძემ გულიაშვილის პასი მიიღო და მახვილი კუთხიდან დალაშქრა პოპას კარი. ცოტა ხანში მანვე შორიდან ასევე ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. შემდეგ რამდენიმე წუთით სტადიონზე განათება გამოირთო, თამაშის განახლების მერე სტუმრებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, როდესაც მარკოვიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და 90+13-ე წუთზე მსაჯმა მატჩი დაასრულა.

აღსანიშნავია,
რომ რამაზ სვანაძის გუნდმა ბოლო 7 შეხვედრიდან 6 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - რუმინეთი 2:0
გოლები: 1:0 კაპანაძე (68), 2:0 კაპანაძე (74)

საქართველო: მეგრელიშვილი, კაპანაძე (ჯინჯოლავა 90+2), აბულაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე, შ. ნონიკაშვილი (ლ. გაგნიძე 62), მოისწრაფიშვილი (ნ. ხორხელი 90+11), გულიაშვილი (ლ. ხორხელი 90+2), გაგუა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თამაშის მსვლელობისას შუქი ჩაქრა,ეს არის ფედერაციის სახე,კობიაშვილის,მუჯირის მთლიანად ფედერაციის,სამარცხვინოები…
nodo
04 ივნისი 2022 10:38
18
სვანაძე საკმაოდ კვალიფიციურ და კომპეტენტური მწვრთნელია. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრები დაბალანსებული დაცვას, მოძრავ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობს. გარდა ამისა, ფეხბურთელები ტაქტიკურადაც აზროვნებენ და იციან მოედანზე რა უნდა გააკეთონ. წარმატებები!
თენგაბი
04 ივნისი 2022 09:51
2
სვანაძე არი პირად ინტერესებზე მოფიქრალი პირი,ბევრჯერ დაუფიქსირებია ნაკრები ჩემია ზუსტად ეს სიტყვები,ასრულებს კიდევაც მამა და ბიძა ნაკრებში ყავს დასაქმებული,არის ისეთ თემაც რომლის საჯაროობა არ შეიძლება მაგრამ თვითონ იცის..გამოძახებული უთამაშებელი ფეხბურთელები რა პრინციპიტ შეარჩია? კარგია რომ გუშინ მოიგეს მაგრამ ეს ფეხბურთელების დამსახურება უფროა ვიდრე სვანაძესი…
თენგაბ-ს
04 ივნისი 2022 15:46
0
კარგია რომ მოიგეს,ისე მაინტერესებს ვიღაც გაგუა თავდასხმელია და ჯერ არცერთ თამაშზე გოლი არ გაუტანია რატომ იძახებენ,ვნახე და ესპანეთის მეექვსე ლიგაში თამაშობს,ალავეს-2ში..ამ დროს საუკეთესო ფეხბურთელს ხორხელს 1-წუთს ათამაშებს,ნუ ეხლა სვანაძე ვინც არის ყველამ იცის,ოჯახის წევრები რომ ყავს ნაკრებში მამა და ბიძა ესეც ყველამ იცის,სხვა ბევრი დატოვა,ფარულავა არ გამოიძახა..
oto
04 ივნისი 2022 00:15
21
მართლწერის პრობლემაა ყველაზე მნიშვნელოვანი მაგ კომენტარში? კომენტარის შინაარსზე რას იტყვით?
odala-ს
04 ივნისი 2022 09:14
2
თავდასხმელი რა არის?? მერე ასეთები დაგიწყებენ პატრიოტობაზე ლექციების კითხვას, როცა 2 კლასის განათლება არა აქვთ.
odala
04 ივნისი 2022 00:51
4
მაგარი ბიჭები ძალიან მაგარი თამაშით მალადეც თქვენ მომავალი ხართ საქართველოსი
T.q
03 ივნისი 2022 23:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული