ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატებზე საქართველოს ნაკრებების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2024 წლის ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, აღნიშნულ ასაკებში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა.

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, რომელმაც მიმდინარე წლის მატჩებში მონაწილეობა 16-წლამდე გუნდის სახელით მიიღო, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

U17 ჯგუფი: საქართველო, დანია, ავსტრია, ლიეტუვა

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები, ჩრდ. ირლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში - ესპანეთს, კვიპროსს და მოლდოვას შეხვდება. ჯგუფურ ეტაპს (15-21
ნოემბერი), 17-წლამდელების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საქართველო უმასპინძლებს.

U19 ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, კვიპროსი, მოლდოვა

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩიტაური ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს წინა შესარჩევი საშინლად ათამაშა გუნდს, მე პირადულად არ ვუპირისპირდები უბრალოდ ჯერ არ არის მზად რომ ნაკრები გაწვრთნას, ვინმე ნორმალური მოიყვანეთ
ვანო
14:14 10-12-2022
0
თითქოს თაობა მოდის, მაგრამ შედეგი არ სჩანს. მეტი შრომა და სელექციაა საჭირო. ხორვატიაც პატარა ქვეყანაა, ტალანტების სამჭედლო. მათ ჩვენ მოგვბაძეს და შედეგი დადეს.
ახლა ჩვენ უნდა დავეწიოთ მათ. ჰო არის ნიუანსები... ევროკავშირის წევრია, მეტი ფული აქვთ. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს მონდომების და ძალისხმევის შედეგად.
ვანჩოპე
10:22 10-12-2022
0

სიახლეები პოპულარული