ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპირველობაზე მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ", - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 41 /
არ ველოდი ხვიჩასგან.... არ მოიქცა კარგად.... ყველა გადაღლილია.... ნამდვილად ასეა....
Guja
22:31 17-06-2023
3
ახალგაზრდები თუ არ წამოიზრდნენ, ეროვნულს ვინ შეავსებს ?
აგდებული საუბარი ახალგაზრდულ ნაკრებზე ყოვლად მიუღებელია.
ზაქრო
11:36 16-06-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული