რამაზ სვანაძე: კვარაცხელიასა და მიქაუტაძის არყოფნა სამწუხაროა - იმედია, წარმატებას მივაღწევთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში კვიპროსი 2:0 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს ჩვენი პირველი მატჩი იყო. გვქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. ვიცი, რომ მეტი შეგვიძლია და მეტიც დაგვჭირდება, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მივეცით. უნდა გავაანალიზოთ მატჩი. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. მეტი უნდა ვიმუშაოთ მომენტების რეალიზების კუთხით და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.

ის 5 ფეხბურთელი, რომლებიც ახლა ეროვნულ ნაკრებში არიან, ჩვენთან ერთად აუცილებლად იქნება. ითამაშებენ თუ არა,
ეს ადგილზე გაირკვევა.

სპორტული თვალსაზრისით, კვარაცხელიასა და მიქაუტაძის არყოფნა სამწუხაროა, თუმცა ადამიანურად გასაგებია. იმედი გვაქვს, წარმატებას მივაღწევთ და იმავეს ვუსურვებთ მათაც.

როგორც გაგუა, ასევე გულიაშვილი, ფორვარდები არიან, ოღონდ განსხვავებული სტილის.

ჩიხრაძემ შეკრებაზე ყოფნა დაიმსახურა. ის საკუთარ გუნდში კონკრეტულ დროს თამაშობს. მე ის ვერ ვნახე ამხანაგურ მატჩებშიც, რათა დავრწმუნებულიყავი, უფრო მაღალ დონეზე თავს როგორ წარმოაჩენდა. ჩემი აზრით, ლოგიკური და სამართლიანი არჩევანი გავაკეთეთ.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ყოფნა ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი ძალა იქნებოდა, თუმცა მესმის მათი გადაწყვეტილებების. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ასევე დავრჩებით. წარმატებას ვუსურვებთ მათ.

მექვაბიშვილი კაპიტანია, ერთ-ერთი ლიდერი და ღერძი. მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ისინი, ვისაც ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები და წნეხს მიჩვეულია, ძალიან გამოგვადგებიან. მექვაბიშვილი ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.

კომუნიკაცია მქონდა მათთანაც, ვინც ახლა ეროვნულ ნაკრებშია. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი".

მკითხველის კომენტარები / 26 /
წარმატებებს და რაც მთავარია,კარგ თამაშს გისურვებთ!
სოსო
15 ივნისი 2023 23:43
0
არამგონია (და ამას ბავშვიც კი მიხვდება) კვარაცხელიას და მიქაუტაძის U21-ში ართამაში, მათი პირადი გადაწყვეტილება იყოს...
ლაშა
15 ივნისი 2023 23:41
10
სანაიას გადაწყვეტილებაა
w
16 ივნისი 2023 11:48
1
ვნახოთ ერთი როგორ ითამაშებენ კვარაცხელია და მიქაუტაძე უახლოეს ნაკრების თამაშებს!!
**
15 ივნისი 2023 23:33
8
ბოლოს შეგვრჩა ის, რომ: იმედი - იმედია.
ვაჟა მასწ.
15 ივნისი 2023 23:22
0
და ამასობაში რუდი გარსია გახდა ნაპოლის მწვრთნელი, სად იპოვეს ნეტა?
Ioseb
15 ივნისი 2023 23:03
2
მგონია ამას არც არავინ ეკითხება .....
გივი
15 ივნისი 2023 22:57
0
შვილო, რომ ამბობ ამხანაგურ შეხვედრებში ვერ ვნახე ჩიხრაძეო ეხლა ამხანაგურის მერე არ აკეთებ კომენტარს? არ დაგიძახია და სად ნახავდი აბა? მეტი ახალგაზრდული ნაკრები არ ჰყავს საქართველოს და... რა უნდა ქნას მეტი თავდამსხმელმა, კაცი შემოდის და უგოლოდ არ გადის თითქმის ყველა თამაშში. მე ბოდიში, ახალგაზრდა პროფესორებისაა მომავალი, თუნდაც მთლად ლოგიკურად არ პროფესორობდნენ მაინც!
ბაბუ
15 ივნისი 2023 22:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული